რეკლამა

თევზის ინსტინქტები

გამრავლება

საქართველოს მტკნარი წყლების თითქმის ყველა თევზი, გამბუზიის გარდა, მრავლდება ქვირითობით – მდედრი დებს ქვირითს, რომელსაც მამრი ანაყოფიერებს. სქესობრივ სიმწიფეს სხვადასხვა ჯიშები სხვადასხვა ასაკში აღწევენ. ასე მაგალითად ქარიყლაპია ცხოვრების მეორე წელიწადზე, გველთევზა მერვე და სვია კი მეთექსვმეტე წელიწადზე მწიფდება.

როგორც წესი თევზები ქვირითობენ რამოდენიმეჯერ თავისი ცხობრების განმავლობაში, არიან ისეთებიც რომლებიც ქვირითობის შემდეგ იღუპებიან (ორაგული, გველთევზა). თევზები რომლებიც დიდ ხანს ცხოვრობენ, ასაკთან ერთად კარგავენ ქვირითობის უნარს (ქარიყლაპია, გოჭა).
თევზების უმრავლესობა ქვირითობს გაზაფხულზე. ჭაფალა, რიპუსი, პელედი, კალმახი კი შემოდგომაზე.
სხვადასხვა ჯიშის თევზი ქვირითობს წყლის სხვადასხვა ტემპერატურაზე. ასე ორაგულისებრთანი 3-8 გრადუსზე, ქორჭილა 7-8 გრადუსზე, ნაფოტა 10 გრადუსზე, კაპარჭინა 12-14 გრადუსზე, კობრი და გოჭა 15 გრადუსზე მაღალა.

ქვირითობის ხანგრძლივობა სხვადასხვა ჯიშებს განსხვავებული აქვთ. ორაგული, ქორჭილა, ქარიყლაპია, ნაფოტა, ქვირითობენ მოკლე პერიოდის განმავლობაში, ერთ ეტაპად. საზანი, კარჩხანა, გუწუ, ბლიკა, ჩიქვი, ქვირითობენ რამოდენიმეჯერ, ასე რომ ვთქვათ “პორციულად”. ასეთი “პორციული” ქვირითობა ჯიშის გადარჩენისთვის ძალზედ მომგებიანია. მაგალითად წყალსატევში წყლის დონის მკვეთრი ვარდნისას დაიღუპება მხოლოდ ქვირითის ნაწილი. გარდა ამისა “პორციული” ქვირითობისას გამოჩეკილი ლიფსიტების კონცენტრაცია გადაჭარბებული არ არის და საკვები ყველას ყოფნის.
ქვირითობის ადგილები მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად თევზები ქვირითობენ, დაბალ, კარგად გამთბარ წყალზე. გოჭა და ქარიყლაპია უპირატესობას დატბორილ ველებს ანიჭებენ. ქორჭილა, კაპარჭინა და ნაფოტა -სანაპირო ბალახს. კალმახი, წვერა და ქაშაპი ქვიან ჩქერებს.
საქვირითე ადგილის შერჩევა, სხვადასხვა ჯიშის მიერ, არ არის შემთხვევითი. ეს დამოკიდებულია ქვირითის თვისებებზე და გამოჩეკილი ლიფსიტას ცხოვრების უნარიანობაზე. მაგალითად ჭერეხს, ქაშაპს, ტობს, ქვირითი ძალზედ წებოვანი აქვთ, რაც ხელს უშლის მის დინებით გარიყვას. მათ ლიფსიტებს სინათლის ეშინიათ და ისინი ქვებში იმალებიან, რაც იცავს მათ მტაცებლებისგან.
წებოვანი ქვირითი აქვთ წყნარ წყლებში მოქვირითე თევზებსაც. ასეთ პირობებში ქვირითი უკეთ ვითარდება წყლის შუა შრეში, ვინადან ფსკერზე მისი განვითარებისთვის ჟანგბადი არ არის საკმარისი. გამოჩეკილ ლიფსიტებს კი თავზე აქვთ ჯირკვლები, რომლებიც წებოვან ნივთიერებას გამოყოფენ, რისი საშუალებითაც ისინი ზედაპირთან ახლოს არსებულ წყლის მცენარეებს ეწებებიან, რაც მათ აძლევთ საშუალებას განვითარდნენ უკეთეს პირობებში.
თევზების უმეტესობა ქვირითობს თავისი მუდმივი ბინადრობის ადგილებთან ახლოს. ზოგი ჯიშები კი საქვირითე მიგრაციას აკეთებენ. ყველაზე შორს გველთევზა მიგრირებს, სარგასის ზღვაში.

ასევე დიდ მიგრაციას აკეთებენ ორაგულები. მცირე საქვირითე მიგრაციებს აწარმოებენ კაპარჭინა და ფარგა.
ქვირითობას როგორც წესი მასიური ხასიათი აქვს. მასში ერთდროულად მონაწილეობენ ბევრი მამრი და მდედრი ეკზემპლიარები. მასიურად ქვირითობს კაპარჭინა, ქორჭილა.
ზოგიერთ თევზს ახასიათებთ ე.წ “ბუდის” ქვირითობა, რომლის დროსაც პროცესში მხოლოდ ერთი მდედრი და რამოდენიმე მამრი იღებენ მონაწილეობას. უფრო იშვიათად გვხვდება წყვილური ქვირითობა (ერთი მდედრი – ერთი მამრი). ესე ქვირითობს ლოქო და ზრდილი გოჭა.
უმეტეს შემთხვევაში ქვირითობის შემდეგ თევზი ტოვებს საქვირითეს და არ ზრუნავს თავის შთამომავლობაზე. ამ თვალსაზრისით მკვეთრად გამოირჩევიან ორაგულები, რომლებიც ქვირითობამდე ყველა სხვა თევზებს განდევნიან საქვირითე ადგილებიდან. გარდა ამისა ისინი ქვირითს დებენ საგულდადულოდ ფსკერზე ამოთხრილ ორმოში და ფარავენ მას წვრილი კენჭებით ან ქვიშით.
ზრუნავენ თავის ქვირითზე ლოქოებიც. მამრი იცავს საქვირითე “ბუდეს” ლიფსიტების გამოჩეკვამდე. ჩვენი წყლების ყველაზე მზრუნველ მშობლად სამეკალა ითვლება. იგი არა მარტო იკეთებს საქვირითე ბუდეს წყალმცენარეებისგან, არამედ იცავს ქვირითსაც და გამოჩეკილ ლიფსიტებსაც.
სხვადასხვა ჯიშის თევზები ქვირითის განსხვავებულ რაოდენობას დებენ. ყველაზე ბევრი ქვირითი (მილიონზე მეტი) აქვს გოჭას, ფარგას, ჩიქვს. საკმაოდ მცირე -ორაგულს და კალმახს. ქვირითის დიდი რაოდენობა განპირობებულია ლიფსიტას მაღალი სიკვდილიანობით. მაგალითისთვის გეტყვით რომ კაპარჭინას 100000 ქვირითიდან, საქვირითე ასაკამდე მხოლოდ 2-3 მდედრი მიაღწევს.
გაზაფხულზე მოქვირითე თევზების ქვირითი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. გოჭას ლიფსიტა იჩეკება 6-8 დღეში, ქარიყლაპიასი 14-20 დღეში.
შემოდგომით მოქვირითე თევზთა ქვირითი კი 5-6 თვე ვითარდება. პირიქით შემთხვევაში გამოჩეკილი ლიფსიტა საკვებს ვერ მოიპოვებს. გამოჩეკილი ლიფსიტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკვებებიან მის მუცელზე მიმაგრებულ ცხიმოვანი აპკიდან და ბუნებრივი საკვების ჭამაზე გადადიან მხოლოდ ამ მარაგის ამოწურვის შემდეგ.

თევზის ზომა და ზრდის ტიპები

გამოყოფენ, რისი საშუალებითაც ისინი ზედაპირთან ახლოს არსებულ წყლის მცენარეებს ეწებებიან, რაც მათ აძლევთ საშუალებას განვითარდნენ უკეთეს პირობებში.
თევზების უმეტესობა ქვირითობს თავისი მუდმივი ბინადრობის ადგილებთან ახლოს. ზოგი ჯიშები კი საქვირითე მიგრაციას აკეთებენ. ყველაზე შორს გველთევზა მიგრირებს, სარგასის ზღვაში.
ასევე დიდ მიგრაციას აკეთებენ ორაგულები. მცირე საქვირითე მიგრაციებს აწარმოებენ კაპარჭინა და ფარგა.
ქვირითობას როგორც წესი მასიური ხასიათი აქვს. მასში ერთდროულად მონაწილეობენ ბევრი მამრი და მდედრი ეგზემპლიარები. მასიურად ქვირითობს კაპარჭინა, ქორჭილა.
ზოგიერთ თევზს ახასიათებთ ე.წ “ბუდის” ქვირითობა, რომლის დროსაც პროცესში მხოლოდ ერთი მდედრი და რამოდენიმე მამრი იღებენ მონაწილეობას. უფრო იშვიათად გვხვდება წყვილური ქვირითობა (ერთი მდედრი – ერთი მამრი). ესე ქვირითობს ლოქო და ზრდილი გოჭა.
უმეტეს შემთხვევაში ქვირითობის შემდეგ თევზი ტოვებს საქვირითეს და არ ზრუნავს თავის შთამომავლობაზე. ამ თვალსაზრისით მკვეთრად გამოირჩევიან ორაგულები, რომლებიც ქვირითობამდე ყველა სხვა თევზებს განდევნიან საქვირითე ადგილებიდან. გარდა ამისა ისინი ქვირითს დებენ საგულდადულოდ ფსკერზე ამოთხრილ ორმოში და ფარავენ მას წვრილი კენჭებით ან ქვიშით.
ზრუნავენ თავის ქვირითზე ლოქოებიც. მამრი იცავს საქვირითე “ბუდეს” ლიფსიტების გამოჩეკვამდე. ჩვენი წყლების ყველაზე მზრუნველ მშობლად სამეკალა ითვლება. იგი არა მარტო იკეთებს საქვირითე ბუდეს წყალმცენარეებისგან, არამედ იცავს ქვირითსაც და გამოჩეკილ ლიფსიტებსაც.
სხვადასხვა ჯიშის თევზები ქვირითის განსხვავებულ რაოდენობას დებენ. ყველაზე ბევრი ქვირითი (მილიონზე მეტი) აქვს გოჭას, ფარგას, ჩიქვს. საკმაოდ მცირე – ორაგულს და კალმახს. ქვირითის დიდი რაოდენობა განპირობებულია ლიფსიტას მაღალი სიკვდილიანობით. მაგალითისთვის გეტყვით რომ კაპარჭინას 100000 ქვირითიდან, საქვირითე ასაკამდე მხოლოდ 2-3 მდედრი მიაღწევს.
გაზაფხულზე მოქვირითე თევზების ქვირითი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. გოჭას ლიფსიტა იჩეკება 6-8 დღეში, ქარიყლაპიასი 14-20 დღეში.
შემოდგომით მოქვირითე თევზთა ქვირითი კი 5-6 თვე ვითარდება. პირიქით შემთხვევაში გამოჩეკილი ლიფსიტა საკვებს ვერ მოიპოვებს. გამოჩეკილი ლიფსიტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკვებებიან მის მუცელზე მიმაგრებულ ცხიმოვანი აპკიდან და ბუნებრივი საკვების ჭამაზე გადადიან მხოლოდ ამ მარაგის ამოწურვის შემდეგ.

თევზის ზრდის ტაბულა (ოპიტმალურ პირობებში)

ნაფოტა 1 წლის 7გ. — 2 წლის 20გ. — 3 წლის 40გ. — 4 წლის 70გ. — 5 წლის 110გ.

კარჩხანა 1 წლის 10გ. — 2 წლის 40გ. — 3 წლის 80გ. — 4 წლის 140გ. — 5 წლის 300გ.

კაპარჭინა 1 წლის 40გ. — 2 წლის 100გ. — 3 წლის 250გ. — 4 წლის 500გ. — 5 წლის 1100გ.

გოჭა 1 წლის 60გ. — 2 წლის 300გ. — 3 წლის 800გ. — 4 წლის 1500გ. — 5 წლის 3000გ.

წვერა 1 წლის 10გ. — 2 წლის 150გ. — 3 წლის 250გ. — 4 წლის 500გ. — 5 წლის 900გ.

ქაშაპი 1 წლის 15გ. — 2 წლის 70გ. — 3 წლის 150გ. — 4 წლის 200გ. — 5 წლის 400გ.

კალმახი 1 წლის 10გ. — 2 წლის 100გ. — 3 წლის 250გ. — 4 წლის 400გ. — 5 წლის 600გ.

ქარიყლაპია 1 წლის 50გ. — 2 წლის 200გ. — 3 წლის 500გ. — 4 წლის 1200გ. –5 წლი2000გ.

ფარგა 1 წლის 70გ. — 2 წლის 150გ. — 3 წლის 300გ. — 4 წლის 500გ. — 5 წლის 1200გ.

ლოქო 1 წლის 150გ. — 2 წლის 250გ. — 3 წლის 1000გ. — 4 წლის 2000გ. — 5 წლი4000გ.

გუწუ 1 წლის 20გ. — 2 წლის 60გ. — 3 წლის 150გ. — 4 წლის 300გ. — 5 წლის 500გ.

გველთევზა 1 წლის 7გ. — 2 წლის 20გ. — 3 წლის 80გ. — 4 წლის 150გ. — 5 წლის 300გ.

ტობი 1 წლის 20გ. — 2 წლის 80გ. — 3 წლის 150გ. — 4 წლის 300გ. — 5 წლის 500გ.

ხრამული 1 წლის 20გ. — 2 წლის 60გ. — 3 წლის 110გ. — 4 წლის 200გ. — 5 წლის 300გ.

ქორჭილა 1 წლის 10გ. — 2 წლის 20გ. — 3 წლის 60გ. — 4 წლის 150გ. — 5 წლის 250გ.

ინსტინქტი და გამოცდილება

ბევრჯერ გვსმენია ყველას მეთევზური ისტორიები თევზების საზრიანობაზე. ზოგს თევზი შესანახი ბადიდან გაუძვრა და სხვები გაიყოლა, ზოგს გოჭამ კუდით ბოილი მოუხსნა ნემსკავიდან, ზოგს კი ლოქომ თვალებში ჩახედა და ტივტივა შეუჭამა.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ზღაპრებია. თევზს როგორც ყველა ცხოველს ორი ინსტინქტი აქვს, რომელიც მის “გონებას” წარმოადგენს, თანდაყოლილი და შეძენილი.
საქვირითე მიგრაციები, შთამომავლობის დაცვა, საკვების მოპოვების ხერხები, ეს ყოველივე არის თანდაყოლილი ინსტინქტი, რომელიც თევზებს გამოუმუშავდათ მრავალი მილიონი წლის ევოლუციის განმავლობაში.
თევზის შიში უცნობი საგნების მიმართ განპირობებულია მისი ბუნებრივი სიფრთხილით, რომელიც მას გამოუმუშავდა პირადად დაგროვილი გამოცდილებით.
დაგროვილი გამოცდილების სანახაობრივი ილუსტრაციაა გერმანელი იქტიოლოგების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი. აკვარიუმში ჩასვეს ქარიყლაპია და შუშით გაჰყვეს იგი სხვა თევზებისგან. რამოდენიმე უშედეგო იერიშის შემდეგ ქარიყლაპიამ შეწყვიტა მცდელობა, მაშინაც კი როდესაც შუშის დაბრკოლება მოხსნეს.
ზუსტად ასევე ფრთხილად იქცევა ნემსკავზე უკვე ერთხელ მოხვედრილი თევზი. ამიტომაც იქ სადაც თევზი არ არის შეწუხებული მეთევზეთა პრესინგით იგი უფრო იოლად იჭირება.
იმისთვის რომ თევზი ფრთხილი გახდეს, არ არის საჭირო თვითონ წამოეგოს ნემსკავზე, საკმარისია სხვა თევზის (ნემსკავზე მოხვედრილის) არაბუნებრივი მოძრაობები დაინახოს.
ზოგჯერ თევზი სხვის გამოცდილებასაც იყენებს, საკმარისია ერთი კეფალი გადაახტეს მოსასმელ ბადეს და მას უმალ სხვებიც მიყვებიან.
თევზის სიფრთხილე მის გამოცდილებასთან ერთად მოდის. ამიტომაც ზრდილი თევზები უფრო ფრთხილნი არიან და მათი დაჭერაც უფრო ძნელია. ყველაზე ფრთხილ თევზებს განეკუთვნებიან გოჭა, კაპარჭინა, კალმახი, ქაშაპი. ნაკლებად ფრთხილობენ თეთრულა, ღორჯო, ქორჭილა. ასე რომ თევზის “ჭკუა” განპირობებულია თანდაყოლილი ინსტინქტით და შეძენილი გამოცდილებით.
რაც უფრო მეტი ვიცით თევზების და მათი ქცევის შესახებ, მით უფრო მომზადებულები გავალთ უცნობი წყალსატევების დასალაშქრად და მით უფრო იოლად გაუმკლავდებით ჩვენი წყლების ცბიერ გიგანტებს.
ვიმედოვნებ ამაში ჩემი სტატიიდან მიღებული ცოდნაც დაგეხმარებათ.

შოთა კვარაცხელია
საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი

ENG
The president of the “Georgian fishermen’s club” Mr. Kvaratskhelia talks about reproduction cycle of fishes, its sizes and timetable of growth, also about the instincts and experience that the fish accumulates in a period of time.

… They scatter their eggs in various areas while the male follows behind and fertilizes the eggs…

… in order for a fish to become cautious, it isn’t necessary to get it on an angle, it’s enough for the fish to see unusual behavior of another fish while caught by an angler…

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები