რეკლამა

ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და ველური ბუნების დაცვა

ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა გულისხმობს ღონისძიებათა თანმიმდევრულობას,  რომლებიც მიმართულია  სასოფლო სამეუნეო პროდუქციის მაქსიმალური რაოდენობის მიღებისკენ ერთეულ ფართობზე. ამ ქმედებებს შორის უმნიშვნელოვანესია მექნიზაციისა და სინთეზური ქიმიური ნივთიერებების როლი. თუ განვიხილავთ თითოეულ ამ ქმედებებს გარემოს დაცვის კუთხით, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მიზეზია ეკოსისტემების რღვევისა.
საქართველოში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად ავიღოთ საქართველოს მთლიანი ტერიტორიის სიდიდე, რომელიც 7,240,408 ჰექტარია; მათ შორის 488 ჰექტარი არის სახნავ-სათესი, სასათბურე და მრავალწლიანი ნარგავებისთვის განკუთვნილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ტერიტორია მუშავდება  258 მოქმედი ნივთიერებით (715 პრეპარატული ფორმით), რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოში. წელიწადში რა რაოდენობა გამოიყენება, ამისი სტრატისტიკა არ არსებობს, თუმცა, თუ გადავხედავთ სპეციალიზებულ სოცალურ ჯგუფებში არსებულ ინფორმაციებს, თითოეული სასოფლო- სამეურნეო კულტურისთვის 4-10 მდე წამლობა ტარდება. წამლობა სხვადასხვა სქემით ტარდება და ამ ნივთიერებებს შორის არის – ჰერბიციდები, ფუნგიციდები, ინსექტიციდები, მოლუსკოციდები, ნემატოოციდები, ზრდის რეგულატორები ა.შ. ასევე მცენარის ზრდა-განვითარებისთვის გამოიყენება მინერალური სასუქები და მიკროელემენტები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოყენებულია 715 მდე პრეპარატული ფორმა, რომლებიც მოქმედებს როგორც სამიზნე, ისე არა სამიზნე ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლებზე. თუ სასოფლოს-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზემოაღნიშნულ პროცესს გავიაზრებთ, ადვილი მისახვედრია, რამდენად დიდაა დატვირთული მიწის ერთეულ ფართობი მრავალფეროვანი ქიმიური ნაერთით. საქართველოში წლიურად შემოტანილი პესტიციდების რაოდენობისა და დასამუშავებელი ფართობის თანაფარდობით დატვირთვა არ ჩამოუვარდება ყველაზე ინტენსიური სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ჰოლანდია და ბელგია.
უარყოფითი გავლენა გამოწვეულია ქიმიური ნივთიერებების თვისებებითა და მისი გამოყენებისას უსაფრთხოების ზომების დაუცველობით, რაც იწვევს ნიადაგის, მიმდებარე ღია  და ასევე გრუნტის წყლების დაბინძურებას, ეს კი ნიშნავს, რომ ქიმიური ნივთიერებები გადაიტანება დიდ მანძილზე და ხვდება ბუნებაში, მათ შორის – ცოცხალ ორგანიზმებში, დიდ ზიანს აყენებს ველური სამყაროს წარმომადგენლებს როგორც პირდაპირ, ისე ირიბად – მწერები, რომელთა წინააღმდეგ გამოიყენება პესტიციდები,  იღუპებიან და მათი ბუნებრივი მტრებისთვის ისინი, როგორც საკვები, იკარგებიან, რაც იწვევს მათ გადაშენებას და, შესაბამისად, ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევას.
რაც შეეხება ნიადაგის ნაყოფიერებას, ხშირია საუბარი იმაზე, რომ სოფლის მეურნეობაში ყველაზე დიდი წილი ხარჯებისა გაწეულია მუშახელის ხელფასზე ისეთი საქმიანობისთვის, როგორიცაა თოხნა და მარგვლა. ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობაში აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილია ჰერბიციდების გამოყენებით, რაც მცენარეული საფარის მთლიანად მოცილებით აუარესებს ჰუმუსის წარმოქმნის პროცესს და ნიადაგი გამოფიტვას იწყებს.
ერთ-ერთი ფერმერი, რომელსაც დიდი ოდენობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მოჰყავს, ამბობს, რომ, მაგალითად, პრეპარატი გეზაგარდი, რომელიც აკრძალულია ევროპის ქვეყნებში, ძალიან ეფექტურია და როდესაც მას იყენებს, მეორე წელს ნებისმიერ კულტურას ამ ნიადაგზე გახარება უჭირს. იხილეთ ფოტო სტაფილოს ნათესები სადაც ყველაზე დიდი ზიანი გარეულ ფინველებზე მოდის, რადგან გარდა პესტიციდებით დაბინძურებული ნიადაგის, წყლისა და სხვა კომპონენტებისა, ხშირად ისინი პესტიციდებით დამუშავებულ მარცვალს კენკავენ მინდვრიდან. ორნითოლოგებმა შეისწავლეს  სხვადასხვა გარემოება და სწორედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიჩნეულ იქნა გარემოს კომპონენტების დაბინძურება სასოფლო-სამეურნეო აგროქიმიკატებითა და პესტიციდებით.
თვალსაჩინოა ასევე ქვეწარმავლებისა და რეპტილიების მუტაციური ცვლილებები, რაც გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით.

სასათბურე მეურნეობები, რომელთაც არა აქვთ დახურული ციკლი ირგაციისა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, რადგან ასეთი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა ითვალისწინებს მაქსიმალურ კონტროლს მავნებელი დაავადებებისას დახურულ გრუნტში, რაც ნიშნავს დიდი ოდენობით პესტიციდების გამოყენებას, რომელიც გამოედინება გარეთ და აბინურებს წყალს და გადის შორს მანძილზე.
ხშირად ფერემერული მეურნეობები გამოყენებული პესტიციდების დაბინძურებულ ტარას ყრიან უკონტროლო ნაგავსაყრელებზე, მდინარეების გასწვრივ და უშუალოდ მინდვრებში.
საერთაშორისო კონვენციები, როგორებიცაა სტოკჰოლმის კონვენცია – მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ – შედგა სწორედ ქიმიური ნივთიერებების, მათ შორის პესტიციდების – რომლებიც აკრძალული იყო 40-70 იან წლებში, გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით. სწორედ აღნიშნული კონვენციის მოთხოვნების ფარგლებში ხორციელდებოდა და ხორციელდება პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ძველ, უპატრონოდ მიტოვებულ საწყობებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების – ორგანული დამაბინძურებლების ინვენტარიზაციას, შეგროვებას, შეფუთვასა და ტრანსპორტირებას მათ გასანადგურებლად.
ამ უმთავრესი პრობლემის დასაძლევად აუცილებელია მოსახლეობის განათლება და ცნობიერების ამაღლება სოფლად,  რადგან სწორედ მათ ახლა ურჩევნიათ მოასხან ჰერბიციდი, ნაცვლად იმისა, რომ გათოხნონ ნათესები. მუშახელი ძვირი ჯდება, ვიდრე ჰერბიციდი, მაგრამ  ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაბინძურების ფასი გაცილებით მაღალია.

პესტიციდების გავლენა ველურ გარემოზე

პესტიციდები გამოიყენება მრავალნაირი ფორმით, რაც გავლენას ახდენს ტყის ფორმირებაზე, წყლის მობინადრეებზე, სავარგულებსა და ბაღებზე. მათი ფართო გამოყენება სასიცოცხლოდ დამღუპველი ხდება ზოგიერთი ველურ ბუნებაში მობინადრე ინდივიდისთვის. ზემოქმედებაში იგულისხმება ინდივიდებში ქრონიკული და მწვავე მოწამვლის ალბათობა, ასევე მეორადი – როდესაც მოწამლულ ინდივიდს საკვებად მიიღებს მეორე პოპულაციის რომელიმე ინდივიდი.
მწვავე მოწამვლისას ინდივიდი კვდება ან ავადდება მძიმედ. მაგალითისთვის გამოდგბა ფრინველების დაბინძურებული მარცვლეულის კენკვა ან მოწამლული მწერებით კვება. მწვავე მოწამვლა თვალსაჩინოა და გეოგრაფიულ არეალშიც განსაზღვრული.
ქრონიკულია ისეთი მოწამვლა, რომელიც უცაბედად არ კლავს, მაგრამ იწვევს ქრონიკულ დაავადებებს. მაგალითისთვის, DDT – დუსტისა და სხვა ქლორორგანული ნაერთებით მოწმვლა იწვევს ქრონიკულ დაავადებებს. 70-იან წლებში სწორედ ამ ტიპის პესტიციდებმა შეამცირა ფრინველების პროდუქტიულობა. ასეთი ნივთიერებები გავლენას ახდენს გადამფრენ ფრინველებზე, რომლებიც იყენებენ შუალედურად  ისეთ ქვეყნებს, სადაც ეს ნაერთები გამოიყენება.
ახალი თაობის პესტიციდების ველურ ბუნებაზე გავლენა ძალიან საინტერესოა და საჭიროებს კვლევებს, რათა მყარი მეცნიერული არგუმენეტების საფუძველზე თავიდან ავიცილოთ შეუქცევადი შედეგები.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები