რეკლამა

ინტერვიუ თემურ ტყემალაძესთან

თეიმურაზ ტყემალაძე

„დუგლას ტომპკინსი და ბიძინა ივანიშვილი გახდნენ სტიმული ჩემი ოცნების ასახდენად“

დღევანდელი ჩემი სტატია მინდა დავიწყო ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტით, რომელიც ეხება  გარემოსდაცვის სფეროში მსოფლიოს უდიდეს ქველმოქმედს და მეცენატს ბატონ დუგლას ტომპკინს, კაცობრიობის ისტორიაში მის გარდა დღემდე არავის შეუქმნია, მსგავსი მასშტაბის დაცული ტერიტორია.
1989 წელს “North Face”-ის და “Esprit”-ის დამფუძნებელმა თავი დაანება მეწარმეობას და დასაქმდა გარემოს დაცვის პროექტების განხორციელებით. შემდგომში შეიძინა 810,000ჰა მიწის ნაკვეთი ჩილესა და არგენტინაში, რომელიც აქცია ეროვნულ პარკად. ამავდროულად დუგლას ტომპკინსი მხარს უჭერდა და ეხმარებოდა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ბუნების დამცველებს. მან სახელი გაითქვა როგოც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი კომპანიის „Tompkins Conservation“-ის შემქმნელმა, რომლის წყალობითაც არგენტინასა და ჩილეში შეიქმნა ასიათასობით ჰექტარი დაცული  ტერიტორიების პროექტები, რომლებიც შემდგომში მუდმივი მოვლისა და განვითარებისათვის ღია იქნებოდა კერძო ინვესტორებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, საზოგადოების ხელმისაწვდომად და გამოსაყენებლად.
ტომპინკსმა გამოიმუშავა ორგანული მიწათმოქმედების მდგრადი მოდელი, რომელიც იცავს ნიადაგის სიჯანსაღეს და ეკოლოგიურ მთლიანობას. იგი ხელს უწყობდა მცირე, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობების შექმნას. მისი მიზანი იყო – „ექსპლოატაციური ეკონომიკის“ გადასვლა „კონსერვაციისა და ეკოტურიზმის ეკონომიკაზე“.         
ეტყობა ადამიანებს თავიდანვე მოსდევთ ცხოვრებისეული ინტერესები, რომელიც მისი ცხოვრების ეტაპზე სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ვლინდება. ესე იჩინა ჩემში ბუნების მიმართ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ, რომელიც რაც დრო გადის უფროდაუფრო ღრმავდება. ეტყობა ეს ის სამყაროა თუ შეხვედი უკან ვეღარ გამოხვალ, რაც მეტყველებს ბუნების ამოუცნობ ძალაზე. სწორედ მასთან თანაცხოვრების დროს განიცდი მისგან ნაბოძებ უდიდეს სიხარულს და ტკივილს – სიხარულს, რომელსაც იგი გვჩუქნის ყოველგვარი ანგარების გარეშე და ტკივილს, რომელსაც ვიღებთ მის მიმართ ადამიანების განზრახ უხეში ჩარევით. ყოველივე ეს ადეკვატურად აისახება სამყაროზე და გვიბრუნდება უკან, რასაც მოწმობს კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლა და ესოდენ დიდი გახშირებული კატასტროფები. ბოლო დროს გამოვლენილმა ფაქტებმა, მხედველობაში მაქვს უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ხანძრები და წყალდიდობები, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება თუ რა საშიშროების ქვეშ დგას ჩვენი სამყარო.
საქართველო მიუხედავად მისი ტერიტორიული სიმცირისა, ამ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილია, თავისი უნიკალური ბუნებრივი მრავალფეროვნებით (კლიმატი, ბუნებრივი ზონირების სიმრავლე და მისგან გამოწვეული ფლორისა და ფაუნის სიუხვე).
სამწუხაროდ, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე გარემოსდაცვის კუთხით ბევრი არაფერი გაკეთებულა. ივრის ჭალები თითქმის გაქრა, იგივე ემუქრება ალაზნის ჭალებს, რომლის გადასარჩენად არაერთჯერ მივმართე თხოვნით ყველა უწყებას: ადგილობრივი თვითმართველობიდან დაწყებული, გარემოსდაცვის სამინისტროსა და ყველა ძალოვან  სტრუქტურებს, რათა  მის გადასარჩენად აემაღლებინათ ხმა და გაემკაცრებინათ მისი დაცვის სტატუსი, მაგრამ ამაოდ. ხდებოდა პირიქით, მიზანმიმართულად კნინდებოდა არსებული სტატუსი. წინა ხელისუფლების პერიოდში შეგნებულად ამოირიცხა ჭალის ტყეების სოლიდური ფართობები და გადაეცა ნაცმოძრაობასთან დაახლოებულ კორუმპირებულ პირებს. მათი დაუდევრობის წყალობით დაიწყო ყოვლად დაუშვებელი ფრაგმენტაციის პროცესი, რაც მომაკვდინებელია მსგავსი ადგილებისათვის. ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპაში ხელოვნურად მიმდინარეობს ჭალის ტყეების აღდგენა მისი უნიკალური თვისებების გამო.
ტყე იქცა საარჩევნო ბატალიების მსხვერპლად, რაც კარგად ორგანიზებული ვაიპოლიტიკოსი კრიმინალური დაჯგუფებების წყალობით ნაწილობრივ დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით იმ პერიოდიდან იწყება, როცა სააკაშვილის განკარგულებით ტყე გადავიდა ენერგეტიკის სამინისტროში, როდესაც მას უყურებდნენ მხოლოდ და მხოლოდ როგორც სამერქნე და საშეშე მასალას და მის ძირითად ფუნქციებზე ეკოლოგიური, რეაკრიაციული თუ ბიომრავალფეროვნების კუთხით არავინ ფიქრობდა, რის გამოც სერიოზული დაღი დაესვა ბუნებას, რომლის მოშუშება დღესაც და მომავალშიც ძვირი დაგვიჯდება. 
მთელი ეს პერიოდი სასოწარკვეთილებაში ვიყავი, ვხედავდი თუ როგორ თვალსა და ხელს შუა ნადგურდებოდა საუკუნეების მანძილზე სიმწრით შენარჩუნებული ბუნება. მიუხედავად დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების არაერთგზის მცდელობისა, პრაქტიკულად მიუღწეველი გახდა ახალი გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ბაზის შექმნა (ტყის კოდექსი, კანონი ბიომრავალფეროვნებისა და ნადირობის შესახებ), რომელიც ასე თუ ისე შეცვლიდა არსებულ სავალალო ვითარებას. თუ რაიმე იცვლებოდა – იცვლებოდა პირიქით გარემოსდაცვის საწინააღმდეგოდ.   
 დღეს მე მგონი ყინული გატყდა, მთლად უიმედობა აღარ არის, რისთვისაც პირველ რიგში მადლობას ბატონ ლევან დავითაშვილს ვუხდი. პრაქტიკულად დასრულდა ტყის კოდექსი, განხილვის ბოლო სტადიაშია ბიომრავალფეროვნებისა და ნადირობის კანონპროექტები, და რაც მთავარია შეიქმნა ველური ბუნების სააგენტო, რომელიც უაღრესად წინ გადადგმული ნაბიჯია. წარმატებით ხორციელდება კოლხური ხოხბის, კაკბის და გადაშენების პირას მყოფი ხონთქრის ქათმის მოშენება, დაგეგმილია  გნოლისა და სხვა ენდემური ნადირ-ფრინველის მოშენება, რომლისთვისაც ველური ბუნების სააგენტოს ეხლახან გადაეცა კრწანისის ტყეპარკი, საჩხერეში შეიქმნა პირველი პრეცედენტი – აშენდა ნაკადულის კალმახის თევზსაშენი, რომელიც შემდგომში გაათევზიანებს საქართველოს მდინარეებს. მსოფლიოს ბუნების დაცვის ფონდის (WWF)-ის დახმარებით  საქართველოს დაუბრუნდა  ულამაზესი ცხოველი ჯეირანი (ქურციკი), რომელიც ასევე ჩვენი ენდემი იყო და რამდენიმე ათეული წლის წინათ გაქრა, და დღეს სერიოზული ნამატი აქვს. ბატონი ბიძინას ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაცია და განახლება, რომელიც გარდა ინფრასტრუქტურული მუწყობისა მიზნად ისახავს ბორჯომ-ხარაგაულის პარკის გაზრდას (ემატება 4500ჰა) და მის მიმდებარედ ე.წ. ბუფერული ზონის შექმნას, სადაც წვდომა ექნება როგორც ადგილობრივ ასევე სხვა მოსახლეობას. პროექტი იქნება უნიკალური და უპრეცედენტო ამიერკავკასიაში, მიზანი – ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური დასაქმება, ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენება, ფლორისა და ფაუნის აღდგენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარება 80–100 წლის წინანდელ მდგომარეობასთან მაქსიმალური მიახლოების მიზნით.
ჟურნალისთვის ინტერვიუს მისაცემად, მთავარ რედაქტორთან ერთად მივმართეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და უმალვე დაგვთანხმდა. ინტერვიუს განმავლობაში მალევე დავრწმუნდი, თუ რას ნიშნავდა მისთვის ბუნებასთან კავშირი. საუბარი განსხვავებულ ფორმატში წარიმართა, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. განვიხილეთ რამდენიმე გარემოსდაცვითი პროექტი, როგორებიცაა საქართველოში ენდემური ნადირ-ფრინველისა და იქთიოფაუნის ბუნებრივი და ხელოვნური აღწარმოების პროექტი, რომელიც სოლიდურ დანახარჯებს მოითხოვდა და ჩვენთვის მიუწვდომელი ოცნება იყო, თბილისში მთაწმინდის ქედის რეაბილიტაციის პროექტი, რაც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, და სხვა მსგავსი პროექტები, რაც ბუნების შენარჩუნება-განვითარების საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანა იქნება. მე პირადად, არ ველოდი ამგვარ რეაქციას, იმდენად მყისიერად მივიღეთ პასუხი, ბევრი ახსნაგანმარტება არ დაგვჭირვებია ამ პროექტების მნიშვნელობაზე, თუ რას ნიშნავდა იგი გარემოსთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაღალმთიან რეგიონებში ხალხის დასაქმებისთვის, ტურიზმის განვითარებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. რასაც სხვებთან დიდხანს ვამტკიცებდით და შედეგი არ გვქონდა – ეხლა რამდენიმე წუთში გადაწყდა და მივიღეთ თანხმობა პროექტების სრულ დაფინანსებაზე. აქვე იქნა აღნიშნული, რომ უნდა მოხდეს საზოგადოების, ექსპერტებისა და გარემოსდამცველი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა.
დავრწმუნდი რომ დუგლას ტომპკინსისა და ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანების ქველმოქმედების წყალობით ბევრი სასიკეთო რამ ხდება ქვეყანაზე, ამ ორი ადამიანის საქციელი გახდა სტიმული ჩემი ოცნების ასახდენად.

…we did not need much explanation about the significance of these projects concerning the environment, economy, employment in the highlands, tourism development and social improvement. What we had been arguing with others for a long time and had no results – it was decided in a few minutes and we agreed that these projects will be fully funded. It was also stated that there should be maximum involvement of the experts, environmental NGOs and public…

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები