რეკლამა

კრწანისის ტყე-პარკის ფრინველები

 

წყრომი
(Otus scops)

აღწერა:
სხეულის სიგრძე: 12-19 სმ, ფრთები შლილი: 47-54 სმ. დამახასიათებელია სხეულის მოყავისფრო-რუხი შეფერილობა შავი ფერის ლაქებით, ყვითელი თვალები და ე.წ. „ყურები“ (წაგრძელებული ბუმბულის ორი კონა თავზე).

ჰაბიტატი:
ტყეები, ტყე-პარკები, ხეხილის ბაღები.

ბუდობა:
ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში ან შენობის ხვრელში, ზოგჯერ სხვა ფრინველის მიტოვებულ ბუდეში. მაისში დებს 3-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 24 დღემდე გრძელდება. მართვეს გამოჩეკიდან 22-29 დღის შემდეგ შეუძლია ფრენა.

კვება:
მწერები, მცირე ზომის ძუძუმწოვრები და ფრინველები.

კრწანისის ტყე-პარკში ყოფნის სტატუსი:
მობუდარი

IUCN – ის სტატუსი:
LC

 დიდი ჭრელი კოდალა
(Dendrocopos major)

აღწერა:
სხეულის სიგრძე: 23-26 სმ, ფრთების შლილი: 38-44 სმ; დამახასიათებელია ჭრელი, შავ-თეთრი შეფერილობა. სხეულის ქვედა მხარე მოთეთროა, ზედა-შავი, მხარზე თეთრი ლაქითა და ფრთებზე კოპლებით. ნისკრატიდან კისრის გაყოლებით მხრისკენ გასდევს შავი ზოლი, რომელიც უერთდება კეფის წითელ ლაქას. მამალს კუდქვეშა ბუმბულები და კეფა მუქი წითელი აქვს (ახალგაზრდა მამალს კეფასთან ერთად თხემიც წითელი აქვს).

ჰაბიტატი:
ტყეები, პარკები, და ბაღები

ბუდობა:
ბუდეს იკეთებს ფუღუროში. აპრილში დებს 5-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 13 დღემდე გრძელდება.

კვება:
ქსილოფაგი მწერები, ჭიანჭველები და მათი კვერცხები.

კრწანისის ტყე-პარკში ყოფნის სტატუსი:
მობინადრე

IUCN– ის სტატუსი:
LC 

წრიპა (მგალობელი შაშვი)
Turdus philomelos

აღწერა:
სხეულის სიგრძე: 20-22 სმ; დამახასიათებელია სხეულის მორუხო-მოყავისფრო შეფერილობა. მოთეთრო-მოყვითალო მკერდსა და მუცელზე აქვს შავი ლაქები. ფრთის ძირი (იღლია) მოყვითალოა.

ჰაბიტატი:
სხვადასხვა ტიპის ტყეები, ბაღები და ტყე-პარკები.

ბუდობა:
ბუდეს იკეთებს ხეზე. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად –  აპრილში და მეორედ – ივნისში. დებს 4-6 კვერცხს.

კვება:
პატარა ზომის უხერხემლოები, მარცვლეული, კენკრა და ხილი.

კრწანისის ტყე-პარკში ყოფნის სტატუსი:
მობინადრე

IUCN-ის ტატუსი:
LC 

შაშვი ( შავი შაშვი)
Turdus merula

აღწერა:
სხეულის სიგრძე: 23-29 სმ; მამლისთვის დამახასიათებელია სხეულის შავი შეფერილობა, ყვითელი ნისკარტი და ყვითელი თვალის რგოლი. დედლის სხეულის ზედა ნაწილი მუქია, ქვედა – ღია ყავისფერი, მოთეთრო ყელით. ახალგაზრდა ფრინველი დედალს ჰგავს, თუმცა უფრო მოწითურო შეფერილობისაა და სხეულზე აქვს წვრილი, ღია ყავისფერი ზოლები.

ჰაბიტატი:
ტყეები, ბუჩქნარები, ჭალები, ბაღები და ტყე-პარკები.

ბუდობა:
ბუდეს იკეთებს ხეზე ან ბუჩქნარში. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად – მარტ-აპრილში და მეორედ – მაის-ივნისში. დებს 4-7 კვერცხს.

კვება:
პატარა ზომის უხერხემლოები, კენკრა და ხილი.

კრწანისის ტყე-პარკში ყოფნის სტატუსი:
მობინადრე

IUCN – ის სტატუსი
LC

 

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები