რეკლამა

პრეპარატი “შილდი”

შპს „შილდის“ დამფუძნებელმა მედგარ გავაშელმა ადგილობრივ ნედლეულზე დაყრდნობით შეიმუშავა პრეპარატი სახელწოდებით – „შილდი“, რომელმაც გაიარა როგორც ლაბორატორიული, ასევე საველე ცდები. პრეპარატმა  აჩვენა უნიკალური შედეგები. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მასში წამყვანი ნივთიერება არის თხევადი აზოტი და პრეპარატს აქვს სხვადასხვა დაავადებასა და მავნე მწერებთან ბრძოლის თვისებები. საველე  გამოცდების დროს  „შილდი“ შედარდა საქართველოში არსებულ სხვადასხვა უცხოურ პრეპარატებს  სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურაზე: თხილი,სიმინდი და ა.შ., რაზეც ზემოქმედებას ახდენდა მავნებლები, როგორებიცაა: აზიური ფაროსანა, კალია და სხვა. პრეპარატმა „შილდმა“ აჩვენა საუკეთესო თვისებები ყველა პარამეტრით – როგორც სწრაფი მოქმედებით, ასევე დინამიკაზე დაკვირვებით. იგი ბევრად უკეთესი იყო არსებულ და მანამდე გამოყენებულ სხვა უცხოურ პრეპარატებზე, რომლებიც საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი. პრეპარატმა „შილდმა“ წარმატებით გაიარა საექსპერტო ეკოლოგიურ–ტოქსიკოლოგიური კვლევები და მიენიჭა მე-5 უვნებელი კატეგორია. ასევე გაიარა საერთაშორისო კვლევები და მიიღო დადებითი დასკვნები.ზემოთ აღნიშნული დაოქმებულია და დასურათებულია.მსურველს შესაძლებლობა აქვს ეს ყველაფერი  იხილოს პრეპარატის საიტზე: shield.ge .

 

ამ დასკვნებისა და ცდების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრეპარატი დაარეგისტრირა როგორც სასუქი ინსექტო-რეპელენტური თვისებებით,რაც ნიშნავს როგორც სასუქის შემადგენლობას, ასევე მავნე მწერებთან ბრძოლის თვისებებს.
ეს ყველაფერი მიმდინარეობდა სოფლის მეურნეობის მინისტრის ბატონ ლევან დავითაშვილის ხელშეწყობით. ბატონ ლევანთან შეთანხმებით პრეპარატი შილდი გამოყენებული იქნა სატყეო მიმართულებით ნაძვზე, ფიჭვზე, ბზაზე არსებული დაავადებებისა და მავნე მწერების წინააღმდეგ, სადაც აჩვენა კარგი შედეგები ე.წ. მბეჭდავი ქერქიჭამიას, ბზის ალურისა და სხვადასხვა მავნებლის წინააღმდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატმა „შილდმა“წარმატებით გაიარა საპატენტო პრეცედურები და მიენიჭა პატენტი.

მსოფლიო ფორუმზე, რომელიც ჩატარდა თბილისში, სასტუმრო შერატონში, წარვადგინეთ პრეპარატი „შილდი“. ადგილობრივი და მსოფლიო სამეცნიერო წრეების მხრიდან ერთხმად აღინიშნა,  რომ პრეპერატი არის სიახლე, ვინაიდან მასში კომბინირებულად წარმოდგენილია  სასუქობრივი და მავნე მწერებთან ბრძოლის თვისებები.

 

 

პრეპარატი კერძო სექტორში გამოიცადა. „ასპრია ჰოლდინგმა“,  რომელიც დაკავებულია სხვადასხვა სათესლე  კულტურის მოყვანითა და იმპორტ-ექსპორტით,  თავის ნაკვეთში 45 ჰექტარი  „შილდით“ შეწამლა, სადაც პრეპარატმა აჩვენა იდეალური შედეგები. გაგზავნილია მათთან საცდელ- ექსპერიმენტული ნიმუშები  და მიმდინარეობს მუშაობა ხელშეკრულებაზე, რომ პრეპარატი შილდი წავიდეს ექსპორტზე. პრეპარატი გამოიყენეს კახურ ტრადიციულ მეღვინეობაში კალიების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სადაც იდეალური შედეგები აჩვენა. ამავდროულად, ვაზს მისაცა სასუქობრივი აზოტური კვება.
სხვადასხვა კულტურაზე, სხვადასხვა მავნებელზე, სხვადასხვა დაავადების  წინააღმდეგ, ანუ სადაც კი პრეპარატი „შილდი“ გამოიყენეს,  ყველგან აჩვენა იდეალური შედეგები. პრეპარატი ეკოლოგიურად სუფთა და ტოქსიკოლოგიურად უვნებელია.
პრეპარატი „შილდი“ დარეგისტრირდა ყაზახეთში, ასევე მიმდინარეობს რეგისტრაცია უკრაინაში.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები