რეკლამა

ხუთი მიზეზი თუ რატომ უნდა ესტუმრო საქართველოს კურორტებს

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებისა და კლიმატური პირობების წყალობით აქ შესაძლებელია როგორც სხვადასხვა უნიკალური სამკურნალო მინერალებით გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღება, ასევე სამკურნალო თვისებების მქონე ჰაერით გაჯანსაღება.
მიუხედავად 69700 კვ.მ. ფართობისა, საქართველოში 103 სპა კურორტი, 2000-ზე მეტი მინერალური წყარო და 40-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა.
ერთ-ერთი მთავარი სპა კურორტი დედაქალაქის ცენტრშია! თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და შესაძლებელია უნიკალური გოგირდოვანი აბაზანების მიღება.

დასვენება და რეკრეაცია:

  • გარე და დახურული აუზები;
  • საუნა და ფიტნეს ცენტრები;
  • სტადიონები, სპორტული დარბაზები და მოედნები;
  • აქტიური დასვენების საშუალება: ლაშქრობა, რაფტინგი, ველოტურები, ცხენით ჯირითი, გასეირნება პარაპლანით, ალპინიზმი, მთის ველოტურები, და სხვა მრავალი სპორტული თუ გამაჯანსაღებელი აქტივობა.

ყველაფერი ეს ზღვის კლიმატთან, უნიკალურ კულინარიასთან, კულტურასა და ლეგენდარულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად განუმეორებელს გახდის თქვენს მოგ-ზაურობას საქართველოში!
მსოფლიოში არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლებიც, ტერიტორიის სიდიდის გათვალისწინებით, საქართველოს მსგავსად  განებივრებულია სხვადასხვა პროფილის მქონე კურორტებით. გეოგრაფიული მდებარეობა, რთული ტოპოგრაფია, შავი ზღვის სიახლოვე, მცენარეული საფარი – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც საქართველოს კურორტების სამკურნალო პროფილს განაპირობებს. ქვეყანაში 103 კურორტი, 182 საკურორტე ადგილი, 2000-ზე მეტი თერმული და მინერალური წყალია – ყოველივე ეს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
საქართველოს კურორტებისა და საკურორტე ადგილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს მათი ჰავა. კლიმატური პირობები გამოირჩევა გამოხატული თერაპიული თვისებებით და გამოიყენება მრავალი პათოლოგიის სამკურნალოდ. კლიმატურ კურორტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობენ ისეთები, როგორებიცაა: ბაკურიანი, ბახმარო, მანგლისი, კოჯორი, წყნეთი, ცემი, აბასთუმანი და სხვა. ეს მიმართულებები აქტიურად გამოიყენება საოჯახო დასვენებისთვის, როგორც სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით. ასევე მრავალფეროვანია ქვეყნის ჰიდრომინერალური რესურსები, რომელთა ქიმიური და ფიზიკური თავისებურებები მიანიშნებს ამ წყლების სამკურნალო თვისებებზე. საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების თერმული თუ მინერალური წყლები  აქტიურად გამოიყენება  საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გასტროენტეროლოგიური, კარდიოლოგიური, დერმატოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური და სხვა პროფილის დაავადებების სამკურნალოდ ბალნეოლოგიურ კურორტებს შორის გამოირჩევა თბილისი, ბორჯომი, წყალტუბო, საირმე, ნუნისი და სხვა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო ფაქტორებისა, საქართველოში ასევე ეფექტურად გამოიყენება სამკურნალო ტალახები – პელოიდები, რომლებსაც ძირითადად იყენებენ აპლიკაციებისა და აბაზანების სახით. სამკურნალო ტალახები საქართველოში კუმისსა და ახტალაშია.
კიდევ ერთი სამკურნალო ფაქტორი, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას არსებობს, სამკურნალო მაგნიტური ქვიშაა, რომელიც ურეკი-შეკვეთილი-გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე გვხვდება. იგი  სხვადასხვა, მათ შორის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
საქართველოს თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი კურორტებით თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს წამყვან გამაჯანსაღებელ კურორტებს.

ENG

Georgia with its abundant and diverse thermal and mineral waters and curative mud deposits can easily rival with the world’s leading health and wellness destinations.
Thanks to its location, rugged topography and diversity of greenery, the climate of the country is essentially variable. This is the main underlying factor of the availability of different types of health resorts of which wellness and spa destinations are of paramount importance.
There are up to 2 000 mineral and thermal springs found throughout the country. Georgia has a profound history and tradition of putting them to use. Various diseases can be prevented and cured with the help of mineral waters: disturbance of metabolism, locomotive system disorder, cardio vascular system disease, nervous system disorder, gynecological, urological, dermatological and endocrine diseases – these are just few to name that can be cured at Georgian resorts. Besides the thermal and mineral waters exceptionally high value should be placed on mud – peloids that can be found in few areas of the country. They are mostly used for treating various chronically inflammation diseases.
Recover your health at Georgian health and wellness resorts that will also help you relax and forget a daily routine. Besides medical treatment, Georgian resorts offer their visitors a wide range of tourist activities making your stay there even more memorable.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები