რეკლამაspot_img

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტი ” მტკვარი II “

მაკა ჯულაყიძეგაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტის მტკვარი II – ის ეროვნული კოორდინატორი

 

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტი „მტკვარი II“ არის რეგიონული პროექტი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანში ხორციელდება ორივე სახელმწიფო ხელისუფლების მხადაჭერით. პროექტის ფუნქცია არის მდინარე მტკვრის აუზში არსებული წყლის რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ტრანსსასაზღვრო დეგრადაციის შემცირება, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაუმჯობესება და ეკოსისტემის შენარჩუნება. პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია „მმართველობის მეცნიერების დონის ამაღლება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მონიტორინგის, ინფორმაციის მართვისა და მონაცემთა ანალიზის სისტემების გაძლიერების გზით“. ეს კომპონენტი გააძლიერებს მონიტორინგის, მონაცემთა შეფასებისა და ანალიზის სისტემებს გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესების ხელშესაწყობად და შედარებული ინფორმაციის გაცვლასა და ანალიზს დარგებსა და ქვეყნებს შორის წყლის რესურსების გაუმჯობესებული და ჰარმონიზებული მართვის მიზნით.

მდ. მტკვრის აუზში  ფორმირებული წყლის   რესურსები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის.  მდ. მტკვარი  ტრანსსასაზღვრო მდინარეა, რომლის აუზი მოიცავს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სისტემათა კომპლექსს. აღნიშნული აუზის წყლის რესურსები გამოიყენება აზერბაიჯანისა და საქართველოს 7.6 მილიონზე მეტი მოქალაქის მიერ სხვადასხვა დანიშნულებით: სარწყავად, სამრეწველო პროცესში, ენერგეტიკაში, სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო მიზნებისთვის.სწორედ ამიტომ „მტკვარი II“ პროექტმა შექმნა ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტებისგან შემდგარი რეგიონული სამუშაო ჯგუფი, მდინარე მტკვრის აუზში არსებული მიწიქვეშა და ზედაპირული წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის შეფასების მიზნით.

საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგზე პასუხისმგებელ უწყებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო წარმოადგენს, რომელიც, 2013 წლიდან, მიწისქვეშა წყლების მონიტორინგს თანამედროვე მეთოდოლოგიით ახორციელებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგისქსელის გაუმჯობესების მიზნით, დაიგეგმაკახეთის მხარეში, ალაზანი-ივრის აუზში, 3 სხვადასხვა ადგილზე მონიტორინგული სადგურების მოწყობა. ექსპერტთა რეგიონულმა სამუშაო ჯგუფმაც მხარი დაუჭირა აღნიშნულ წინადადებას.

სასმელი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საჭირო წყლის რაოდენობის ზრდის გამო მიწისქვეშა წყლებზე მოთხოვნილებაგანსაკუთრებით იზრდება კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე. პროექტის ფარგლებში მოწყობილი ავტომატური სადგურები ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტებში „ონლაინ“ მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირებას. ეს სისტემა გამოყენებული იქნება როგორც საპილოტესაქართველო-აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო ზონაში ერთობლივი მონიტორინგის სისტემის დასანერგად. პროექტის – „მტკვარი II“-ის ფარგლებში  3  ავტომატური სადგური საქართველოში, ხოლო 3 – აზერბაიჯანში დაინსტალირდა. ვინაიდან საქართველო და აზერბაიჯანი მდ.მტკვრისაუზში ფორმირებული წყლის რესურსებითსარგებლობენ, აუცილებელია  მონიტორინგული კვლევების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.

აქვე აღვნიშნავ, რომ 1992  წლამდე საქართველოში ფუნქციონირებდა მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების სახელმწიფო მონიტორინგის ქსელი, თუმცა მას შემდეგ მონიტორინგული კვლევების წარმოებაშეწყდა. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, აღნიშნული კვლევები 2013 წლიდან  განახლდა და შეიქმნა ერთიანი სახელმწიფო მონიტორინგის ქსელი მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაფასებლად.

დედამიწაზე არსებული, მთლიანი წყლის მასის მხოლოდ 2.5 % უკავია მტკნარ წყალს. მიწისქვეშა წყალი  მსოფლიოს მტკნარი წყლის დაახლოებით 30%-ს შეადგენს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ იმის გამო, რომ წყალი სიცოცხლის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მას არ შეიძლება ისე მივუდგეთ, როგორც სხვა ბუნებრივ რესურსებს. შესაბამისად, სასმელ წყალზე წვდომა გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება. დღეს მსოფლიოს მრავალ წერტილში წყლის ნაკლებობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის.  მიწისქვეშა წყლების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.

 

როგორც აღვნიშნე, მიწისქვეშა წყლები დედამიწაზე მტკნარი წყლის რესურსების მნიშვნელოვანი წყაროა.საქართველოს სასმელი წყალმომარაგების მნიშვნელოვანი წილი სწორედ მიწისქვეშა წყლებზე მოდის. მიწისქვეშა წყლებს მოსახლეობა წყაროების, ჭების ან ჭაბურღილების საშუალებით იყენებს. სამწუხაროდ, მიწისქვეშა წყალი შესაძლოა დაბინძურდეს სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერებით, მათ შორის ტექნოგენური, სამრეწველო ჩამდინარე წყლებით. ამ მხრივ, აღსანიშნავია სოფლის მეურნეობაში სასუქების, ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენება, რომლებიც მიწისქვეშა წყლებში, მდინარეებსადატბებში აღწევს. დაბინძურებულმა წყალმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანებზეც,ამიტომ მნიშვნელოვანია წყლის რესურსების (მათ შორის–მიწისქვეშა წყლების) ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი. მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის – „მტკვარი II“-ის ფარგლებში მოწყობილი 3 ავტომატური სადგური, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგადაეცა. აღნიშნული სადგურები წარმოადგენს სახელმწიფო ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელის შემადგენელ ნაწილს, რომლის ოპერირებას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები განახორციელებენ.

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები