რეკლამაspot_img

თევზის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

 

თევზის მეურნეობა  მეცნიერული თვალსაზრისით წარმოადგენს ბიოლოგიური ბუნებათსარგებლობის დარგს, რომელიც   დაკავებულია ძირითადათ  თევზის რესურსების ექსპლუატაციით, მისი დაცვით და აღწარმოებით.

თევზის მეურნეობის, როგორც ეკონომიკური დარგის, სტრუქტურაში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი სექტორები:

  • საოკეანო (საზღვაო) თევზჭერა;
  • თევზჭერა შიდა (მტკნარ) წყალსატევებში;
  • ზღვის ცხოველების (ვეშაპისებრების და ფარფლფეხიანების) მოპოვება;
  • წყლის უხერხემლოების მოპოვება;
  • წყალმცენარეების შეგროვება და დამზადება;
  • სამოყვარულო თევზჭერა, საზღვაო და მატერიკულ წყალსატევებში;
  • აკვა(მარი)კულტურა;
  • სატბორე სასაქონლო თევზმოშენება;
  • სანასუქე (ეკოლოგიური) თევზმოშენება მტკნარი წყლების წყალსატევებში;
  • ინდუსტრიული თევზმოშენება;
  • თევზის კილტივირება ბუნებრივი მარაგების ხელოვნურად შევსენის მიზნებით;

თითოეული ხსენებული სექტორი მჭიდროდ არის დაკავშირებული  სხვა   ზემოთ ჩამოთვლილ სექტორებთან და განვითარება  შესაძლებელია მხოლოდ ერთიან კომპლექსში.

უკანასკნელი ასწლეულის  განმავლობაში  თევზის მეურნეობა მსოფლიოში ჩამოყალიბდა სასურსათო პროდუქციისმომწოდებელ დინამიურად განვითარებადდარგად  და მრავალი  სახელმწიფოცდილობს გამოეყენოს საკუთარი საოკეანო თუ საზღვაო სანაპირო ზონა და შიდა მტკნარი წყლების წყალსატევები  თევზზე და მის პროდუქტებზე საკუთარი მოსახლეობის სულ უფრო  მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

თევზჭერის მსოფლიო სტატისტიკა  ადასტურებს, რომ ოკეანეებსა  თუ  ზღვებში და შიდა წყალსატევებშითევზჭერას არ აქვს ზრდის არსებითი პოტენციალი, და ასეთ ვითარებაში თევზის პროდუქციის  წარმოების პრიორიტეტები მსოფლიოში   ობიექტურად  ინაცვლებს  აკვაკულტურისაკენ. აკვაკულტურა მოცულობის ყოველწლიური 5-7 % -იანი ზრდით მსოფლიოში სწრაფად მზარდ სექტორად ჩამოყალიბდა.

საქართველოში არის  წყლის  ბიოლოგიური რესურსების გამოყენების საერთო სახელმწიფოებრივი სტრატეგიის განსაზღვრის პრობლემა და სახელმწიფოს გაყუჭირდება გარკვეული ამოცანების განრხოციელება თუ კი“

  • არ შემუშავდა განვითარების ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიადა განვითარების პროგრამა;
  • არ მოხდა შიდა წყალსატევებზე თევზის მეურნეობის განვითარების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;
  • არ განისაზღვრა განვითარების პროგრამის რეალიზაციის ხერხების და ფინანსირების წყაროები;

ქვეყნის  წყალსატევების პოტენციური თევზსამეურნეო შესაძლებლობების რეალიზაცია მოითხოვს გადასვლას თევზჭერიდან თევზმოშენებაზე და ეკოლოგიური სისტემების მართვაზე, ამ დროს მნიშვნელობას იძენს მაღალპროდუქტიული წყლის ეკოსისტემების შექმნა და მათი მართვა წყალსატევის თითოეული ტიპის გათვალისწინებით.

ასეთ შემთხვევაში თევზის ბუნებრივი რესურსები გახდება ქვეყნის მთავარი სასურსათო რეზერვი და მოსახლეობა მიაწვდიან ფასეულ საკვებ რესურსებს.

მსოფლიოში სურსათის მზარდი დეფიციტი ზრდის თევზის ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობას. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი  როლი ითამაშონ ქვეყნის ზღვისპირა რაიონის განვითარებაში. თევზი ასევე არის საწყისი ნედლეულს სხვადასხვა პროდუქტის და სამედიცინო პრეპარატის მისაღებად.

თევზის ბუნებრივი რესურსები წარმოადგენენ გენოფონდის მუდმივად შევსებად საცავას რომელიც უზრუნველყოფს სახეობების შეგუებას, გადარჩენას და განვითარებას საარსებო გარემოს ცვალებად პირობებში.

თევზის ბუნებრივი მარაგი  ბიოსფეროს შემადგენელი ნაწილია და დაკავშირებულია ისეთ  პროცესებთან, რომელიც  განსაზღვრავს ბუნებრივი გარემოს პარამეტრებს და მათ შორის თავად ადამიანის არსებობის პირობებს. მას ძალუძს ზოგიერთ არადამღუპველ აბიოტურ ცვლილებებთან მუდმივი შეგუების პირობებში, იფუნქციოს პრაქტიკულად მუდმივად.

ყურადღებას შევაჩერებთ თევზსამეურნეო საქმიანობის უარყოფით გამოვლინებებზე. ესენია:

  • თევზის რესურსების არარაციონალური ექსპლუატაცია, ბიომასის მაქსიმუმის ამოღება;
  • რეწვის მიმდინარეობისას თევზის რესურსების რთული სტრუქტურიდან, რაც უზრუნველყოფს რესურსის შენარჩუნებას, ერთი სახეობის თევზების ჭარბი რეწვა;
  • დადგენილ სამრეწველო ზომებზე მცირე ზომის თევზების რეწვა;
  • ისეთი ჭერის იარაღების გამოყენება, რომლებიც უარყოფითზე მოქმედებას ახდენენ თევზის რესურსის აღწარმოების პირობებზე.
  • სოფლის მეურნეობის, სამრეწველო, კომუნალური დანიშნულების წყალმიმღები სისტემების წყალამღებ ნაგებობებში ქვირითის, ლიფსიტის, მოზარდეულის და ზრდასრული თევზების მოხვედრა:
  • მდინარეებზე კაშხლების მშენებლობა, თუ კი ეს იწვევს თევზების სატოფე და სანასუქე მიგრაციისას გადაულახავი წინაღობების შექმნას;
  • მდინარეების კალაპოტში სხვადასხვა სამუშაოების წარმოება (ინერტული მასალის ამოღება, მილსადენების გაყვანა, ხიდების აგება და ა.შ.);
  • წყალსატევების სანაპირო ზოლში ტყის ჭრა და შედეგად წყალსატევში წყლის რესურსების შემცირება;
  • ბრაკონიერობა;
  • მდინარეებზე დინების სისწრაფის ცვლილებები, მათ შორის კაშხლების ზონაში;
  • წყალსაცავებზე წყლის დონის შემცირება თევზების ტოფობის, ქვირითის განვითარების და ლიფსიტის ნასუქობის პერიოდში;
  • წყლის დონის ხანგრძლივი დროით მომატება ან დაკლება, რასაც მოყვება თევზების გამრავლების პირობების მოშლა;

 

ადამიანის უნარი, ჩაერიოს თევზის რესურსების აღწარმოებაში, უნდა ითვალისწინებდეს რესურსის მიღებას არა რაიმე ხელოვნური ხერხით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თევზის რესურსის ფორმირების ბუნებრივი პროცესებისათვის ხელსაწყობას. თევზის რესურსების აღწარმოების პირობების ცოდნა შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოდ შესაძლო გადახრები  ბიოპროდუქტიულობის ბუნებრივი მექანიზმების მოქმედებაში, განვსაზღვროთ, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, ავირჩიოთ წყლისა და ბიოლოგიური რესურსების გამოყენების მართებული ვარიანტები, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული წყალსატევის მაქსიმალურ ბიოპროდუქტიულობას.

თევზის ბუნებრივი რესურსების მატებისაკენ მიმართული ძირითადი ღონისძიებების სქემა  მრავალფეროვანია.

ღონისძიებების სქემა

„პრობლემური წერტილები“ თევზის                                      

რესურსების განახლების „ბუნებრივ

მექანიზმში“

 

თევზის რესურსების განახლების ბუნებრივ მექანიზმში არსებული „პრობლემური წარტილების“ აღმოფხვრისათვის რეკომენდირებული ზომები. 
 

 

 

სატოფე სუბსტრატის სრული მოშლა ან უკმარისობა

ხელოვნური სატოფე ადგილების აგება
სატოფე ბუდეების დაყენება
წყლის მცენარეულობის კულტივირება
დატბორვის ადგილებში ბალახის დათესვა
სატოფე არხების მშენებლობა
მცურავი ან ფსკერის სატოფე მოედნების აგება
პელაგილიაში ბადის ტილოების ჩაყენება
მწარმოებლების ჭერა სქესობრივი პროდუქტების ასაღებად შემდგომ ხელოვნურ პირობებში ქვირითის ინკუბირებისათვის
 

მიგრირების მარშრუტზე ბუნებრივი ან ხელოვნური წინაღობის წარმოქმნა

თევზსავალების და თევზამრიდების აგება
სპეციალური მცურავი საშუალებებით მწარმოებლების ტრანსპორტირების ორგანიზება სატოფე ადგილებისაკენ
წყალსატევში არასაკმარისი საკვები ბაზაწყალსატევში საკვები ორგანიზმების ჩასახლება
წყალსატევების განოყიერება
 

წყალსატევის დაბალი პროდუქტიულობა გამოუყენებელი კვებითი რესურსების არსებობის პირობებში

აკლიმატიზაციისათვის ახალი სახეობის თევზების ჩასახლება
მოზარდეულის ჩასახლება ნასუქობისათვის შემდგომში ზრდასრული თევზების ამოჭერით
 

აღწარმოების ჰიდროლოგიური პირობების გაუარესება

 

წყალსატევის მელიორაცია
თევზსაშენ მეურნეობებში მოზარდეულის გამოზრდა
 

არსებობის და აღწარმოების ჰიდროქიმიური პირობების გაუარესება

წყალსატევში გაუწმენდავი ჩანადენების ჩაღვრის შემცირება ან შეწყვეტა
წყალსატევების აერაცია
წყალსატევში მცენარემჭამელი თევზების ჩასახლება
 

 

 

მწარმოებლების უკმარისობა

სხვა რაიონებიდან, მწარმოებელი თევზებისაგან მიღებული განაყოფიერებული ქვირითის ან სპერმის ადგილზე მიტანა
კონსერვირებული სპერმის გამოყენება
ქვირითიდან მოზარდეულის გამოსავლიანობის გაზრდა ტოფობის ორგანიზების მეშვეობით ან ქვირითის აღება, მისი ინკუბირება, ლიფსიტების და მოზარდეულის გამოზრდა კონტროლირებად პირობებში, მათ შორის თევზსაშენ მეურნეობებში.
 

 

წყალსატევების თევზის რესურსების არარაციონალური სახეობრივი სტრუქტურა

ბიოლოგიური მელიორაციის ჩატარება
არასასურველი სახეობების ამოჭერა. მათი რაოდენობის ჩახშობა წყალსატევში სპეციფიური მტრების ჩასახლებით, რომლებიც გავლენას ახდენენ მოცემული სახეობის თევზების პოპულაციის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე.
წყალსატევში ახალი სახეობის თევზების და სხვა ჰიდრობიონტების ჩასახლება
 

 

თევზის რესურსის რაოდენობრივი შემცირება არარაციონალური რეწვის გავლენით

რეწვის რეჟიმის ცვლილებები
თევზის რეწვაზე შეზღუდვების შემოღება დროის, ადგილისა და რეწვის ხერხების მიხედვით
თევზჭერაძე სრული აკრძალვის დადგენა
თევზსაშენ საწარმოებში მოზარდეულის მასიური გამოზრდის ორგანიზება და მათი გაშვება წყალსატევებში რესურსის აღდგენის მიზნით.
თავშესაფარის არ არსებობა თევზის მოზარდეულისათვისხელოვნური წყალქვეშა თხემების აგება

 

ჰიდრობიონტების აკლიმატიზაცია და ინტროდუქცია

თევზებისა და უხერხემლო კვებითი ორგანიზმების აკლიმატიზაცია წარმოადგენს  თევზის მარაგების შევსებისა და აღწარმოების კომპლექსური ღონისძიებების შემადგენელ ნაწილს. მის ამოცანაა წყალსატევების პროდუქტიულობის ამაღლება, იხტიოფაუნის სახეობრივი შემადგენლობის ამაღლება, ცალკეული ძვირფასი სახეობების შენარჩუნება და რაოდენობრივი ზრდა  საბინადრო არეალის გაფართოების ხარჯზე.

განასხვავებენ აკლიმატიზაციის ხუთ ძირითად ცნებას.

ინტროდუქცია–  ორგანიზმებისნებისმიერი გადასახლება მათ მიერ ადრე აუთვისებელ ან საბინადრო არეალის ფარგლებს გარეთ არსებულ წყალსატევში.

ჩასახლება– ცალკეული სახეობის ორგანიზმების გადასახლება წყალსატევში, რომელშიც არსებობის პირობები არ განსხვავდება სადედე წყალსატევში (ჩვეულებრივ არეალის შიგნით)  არსებულ საარსებო გარემოზგან.   ჩასახლებული ორგანიზმები წარმატებულად მრავლდებიან  ახალ ადგილას ორგანიზმის ყოველგვარი შინაგანი გარდაქმნის გარეშე. ჩასახლებულის შთამომავლობის ბიოლოგიური თავისებურებები არ იცვლება.

დათევზიანება  –  აპრობირებულ წყალსატევში ერთი და იმავე სახეობის მოზარდეულის რეგულარული გაშვება;

აკლიმატიზაცია  –  სხვა წყალსატევში  გადასახლებული ორგანიზმების შეგუება არსებობის ახალ პირობებთან, რის შედეგადაც მათი შთამომავლობისგან იქმნება პოპულაცია.

ნატურალიზაცია –  აკლიმატიზაციის საბოლოო უმაღლესი ეტაპი, როდესაც განისაზღვრება სახეობის ახალი არეალი, მისი ურთიერთობა გარემოსთან და მეურნეობრივი გამოყენების შესაძლებლბა.

რეაკლიმატიზაცია – პოპულაციის აღდგენის მიზნით გარკვეული სახეობის ორგანიზმების ინტროდუქცია ბუნებრივი (წარსულში) არეალის ფარგლებში, რომელშიც სახეობა ადრე არსებობდა, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო გაქრა.

აუტოაკლიმატიზაცია – წყლის ორგანიზმების დამოუკიდებელი ჩასახლება ახალ წყალსატევში შემდგომ მათი აკლიმატიზაციით და ნატურალიზაციით.

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები