რეკლამაspot_img

მაუნთინ რეზორთი

თოვლის ზვავები ბუნების სტიქიურ პროცესებს შორის ერთ-ერთი საშიში მოვლენაა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და დიდ ზარალს აყენებს ქვეყანას, რაც თავისთავად აფერხებს შესაბამისი რეგიონის მდგრად განვითარებას.  საქართველოს, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რთული ოროგრაფია გააჩნია, რაც ზრდის ზვავების ჩამოწოლის რისკსა და მაჩვენებელს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 5000-მდე თოვლის ზვავწარმომქნელი კერაა, თუმცა ციფრული ინფორმაცია 620 თოვლის ზვავზე მოიპოვება.
ზვავების მართვა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია დასავლეთის ქვეყნებში უკვე მრავალი ათეული წელია ხორციელდება სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით. ამ მიმართულებით საქართველომ 2019 წელს პირველად გადადგა ნაბიჯი და სწორედ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და ტექნოლოგიებზე  დაყრდნობით დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროექტი -„ზვავების ეფექტური მართვისა და ზვავების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფა“, რომელიც ხორციელდება ქართული კომპანია „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ მიერ  პარტნიორ ფრანგულ კომპანია TAS s.a.s.-თან (MND Group) ერთად, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ლიდერს ზვავების კონტროლის დისტანციური სისტემების წარმოებას,  მონტაჟსა და მართვაში.

„მაუნთინ რეზორტს სოლუშანს“ 2017 წელს დაარსდა და ერთადერთი ქართული კომპანიაა TÜV მიერ მინიჭებული ISO 9001:2015 სერტიფიკატით, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით; საბაგირო გზების, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის სისტემების, ხელოვნური გათოვლიანების სისტემების, სპეციალური თოვლსატკეპნი ტექნიკისა და მთის კურორტების უსაფრთხოების აღჭურვილობით, საპარკინგე სისტემების მშენებლობით, ინსტალაციითა  და ტექნიკური მხარდაჭერით, “მაუნთინ რეზორტს სოლუშანს”  საქართველოში მთის კურორტების განვითარების სფეროში ოფიციალურად და და ექსკლუზიურად წარმოადგენს  წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: მსოფლიოში ყველაზე მსხვილი თოვლის სატკეპნი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Kässbohrer AG – Pistenbully; MND Group და მისი ყველა მიმართულება: TAS – მსოფლიო ლიდერი ზვავსაწინააღმდეგო სისტემებში; LST – Bartholet მსოფლიოში აღიარებული კომპანიები საბაგირო გზების მშენებლობაში; SUFAG – გლობალური მოთამაშე ხელოვნურ გათოვლიანების სისტემებში; TechFun – სპეციალისტები ოთხსეზონიანი სათავგადასავლო ტურისტული ცენტრების განვითარებაში, Zip line-ებსა, გადასახედ პლატფორმებსა და სხვა გასართობი ობიექტების მშენებლობა/მონტაჟში; MBS -გლობალური ლიდერი და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS – The Fédération Internationale de Ski) პარტნიორი სამთო სათხილამურო ტრასების უსაფრთხოების აღჭურვილობის წარმოებაში.
სწორედ ასეთი ინოვაციური პროექტია -„ზვავების ეფექტური მართვა და ზვავების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფა“, რომელიც პირველად ხორციელდება ამიერკავკასიაში და მოიცავს  კობი-გუდაურის სასრიალო არეალზე ზვავებზე დაკვირვებას, რისკების შეფასებასა და ზვავების წარმოშობის მინიმუმამდე დაყვანას, საჭიროების შემთხვევაში კი მათ კონტროლირებად გამოწვევას.
შედეგად საქართველოში სამი  თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით – Gazex®,  DaisyBell® და Secubex® –  უკვე შესაძლებელია ზვავების მართვა  ხელოვნურად  გამოწვევის გზით.

პროექტის ფარგლებში  კომპანია „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსმა“  ჩვენს ქვეყანაში შექმნა ახალი პროფესია  „სამთო მეზვავე“  და, ფრანგ სპეციალისტებთან ერთად,  საერთაშორისო სტანდარტის სწავლებები ჩაატარა, რომლის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი სერტიფიკატები.
ზვავების უწყვეტი მონიტორინგი და მართვა 2019-2020 წლის სამთო-სათხილამურო კურორტზე მთელი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად  7-ჯერ განხორციელდა ზვავების ხელოვნურად გამოწვევა  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე  უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდით-  DaisyBell® და Secubex®– მეშვეობით. მსგავსი თანამედროვე ტექნოლოგია არა მარტო საქართველოს მთის კურორტებსა და საზვავე ადგილებზე, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არასდროს გამოყენებულა.
DaisyBell® – ვერტმფრენზე ჩამოსაკიდი სპეციალური დანადგარია, რომელიც თოვლის საფარის ზემოდან წყალბადის და ჟანგბადის ნარევის საშუალებით აფეთქებს და ხელოვნურად ჩამოშლის თოვლს, რაც ამცირებს ან ხსნის შესაბამის ადგილზე ზვავის ბუნებრივად წარმოქმნის რიკს.
Secubex®   ხელით სასროლი მუხტია, რომლითაც შესაძლებელია ერთი წერტილის გარშემო არსებული ფერდების თოვლისგან გაწმენდა.
Gazex®  დისტანციურად მართვადი აირფეთქი დანადგარებია, სადაც გამოიყენება ფეთქი აირის ნაზავი.  აირები ინახება ცილინდრებში, მათი შერევა ხდება სპეციალურ რეზერვუარში უშუალოდ აფეთქების/გასროლის წინ, რომლებიც  დაკავშირებულია სხვადასხვა ზვავის საწყის უბნებზე დამონტაჟებულ დანადგარებთან. სისტემა იმართება დისტანციურად, ოფისიდან –კომპიუტერის საშუალებით. მისი მთავარი უპირატესობაა ის, რომ მიუხედავად  კლიმატური პირობებისა, თუ  დღე-ღამის ნებისმიერი დროისა, შესაძლებელია ზვავების ხელოვნურად გამოწვევა, რაც უსაფრთხოსა და მოქნილს ხდის მთლიან პროცესს.
სტიქიური პროცესების მართვა და ზვავების ხელოვნურად ჩამოშლა ასევე  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საავტომობილო მაგისტრალებზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ არა მარტო ქვეყნის ფარგლებში, არამედ საერთაშორისო მიმოსვლაშიც. სწორედ ასეთია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული საავტომობილო მაგისტრალი, რომელიც სატრანზიტო, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ტურისტულ-რეკრეაციულ ფუნქციას ასრულებს. აღნიშნული გზის გასწვრივ, განსაკუთრებით კი კობი-გუდაურის (ფოსტის) მონაკვეთზე, ხშირია ზვავების ჩამოწოლა, რის გამოც ავტომობილების მოძრაობა ხშირად ფერხდება ზამთარში. სწორად ასეთი შეფერხებისას ა.წ. 20 მარტს,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მომართვის საფუძველზე კომპანია „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსმა“  საერთაშორისო მნიშვნელობის  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავები ხელოვნურად გამოიწვია/ჩამოშალა DaisyBell® ტექნოლოგიის გამოყენებით და ამით გახსნა ზვავსაშიშროების გამო დაკეტილი გზა 1200-ზე მეტი სატვირთო ავტომობილისათვის. აღნიშნული ავტომობილები კოვიდ19 ვირუსით გამოწვეული დეფიციტების შესავსებად დატვირთული პროდუქციით რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საქართველოში შემოსვლას.
კომპანია „მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი“  2019-2022 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონის განმავლობაში  განახორციელებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის მართვას – „კობი გუდაურის სათხილამურო არეალში ზვავების ეფექტური მართვა და ზვავების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფა“.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები