რეკლამაspot_img

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი

/დაარსდა 2007 . / 

მტირალას ეროვნული პარკი  კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის, სახელდობრ, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე – შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15698, 8 ჰა-ს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის,  ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. ადმინისტრაციული შენობა– დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი კი ადმინისტრაციული ცენტრიდან 15 კმ-ით დაშორებულ სოფ. ჩაქვის თავში მდებარეობს. ვიზიტორთა ცენტრის საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზში სტუმარს საშუალება აქვს გაეცნოს მტირალას ეროვნული პარკის სპეციფიკას, მომსახურებებს, ტარიფებს, ტურებს და აირჩიოს მისთვის სასურველი ვარიანტი.

მტირალას ეროვნულ პარკში ფუნქციონირებს 1და 2 დღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი.

მტირალას ეროვნულ პარკში 2 მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკია, სადაც ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურებს სთავაზობენ. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ექსტრემალური გასართობი სერვისით, ზიპლაინი, ისარგებლონ და მაღალ ხეებს შორის დახრილად გაბმულ 200 მ-ის სიგრძის ბაგირზე ჩასრიალდენ.

 

ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია აგვისტოს მეორე ნახევრიდან ოქტომბრის მეორე ნახევრამდე;
  • ენდემური მცენარეების ყვავილობის პერიოდია – პონტოს და უნგერნის შქერის – აპრილი-ივნისი; ვორონოვის თეთრ ყვავილას – მარტიდან აპრილის პირველ ნახევრამდე;
  • ზიპლაინი ფუნქციონირებს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

განთავსება:

  • ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში:1 ადამიანი – 20 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის – 10 ლარი;

 

წაბლნარის ბილიკი

 7კმ, 1 დღე, საფეხმავლო, მარტივი /

მარშრუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 265-442 მეტრზე და იწყება დაგეგმარებით ბუფერულ ზონაში მოქცეულ სოფელ ჩაქვის თავში არსებულ ვიზიტორთა ცენტრიდან. ტურისტული მარშრუტი საფეხმავლოა და შემეცნებით-გასართობი დანიშნულლებისაა. ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს – ჩანჩქერსა და ტბას. ბილიკს მომხიბვლელს ხდის ქვეტყე, რომელიც შედგენილია წყავით, კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი.

ბილიკი მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას. ვიზიტორთა ცენტრიდან 2 კმ-შია კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 15 მეტრს აღემატება. ჩანჩქერთან, ველური ბუნების წიაღში,მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილი. ჩანჩქერიდან 1 კმ-ის დაშორებით, კლდეებს შორის, მოედინება მდინარე, რომელიც ქმნის მორევს. აქ მრავლადაა კალმახი. მდინარის ნაპირას არის საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.

ცივწყარო

/ 15 კმ, 2-დღიანი, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /

ორდღიანი მარშრუტი იწყება ზღვის დონიდან 260 მ-ზე მდებარე ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე. დასაწყისი წარმოდგენილია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი შერეული ტყით, ბილიკის დასასრულს კი ტყის 70% წიფლნარია. გარდა მცენარეული საფარისა, შესაძლებელია მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.

მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები. აქ ვიზიტორებისათვის მოწყობილია ტურისტული თავშესაფარი 8 კაცზე, სველი წერტილი, ცეცხლის დასანთები და საპიკნიკეა დგილები.

მეორე დღეს ვიზიტორი მოხვდება ხელუხლებელი მრავალწლიანი წიფლის კორომებისა და ულამაზესი წყაროების გარემოცვაში. მათ სიახლოვეს მოწყობილია საპიკნიკე ადგილები. აღნიშნულ მარშრუტზე ძირითადად გვხვდება ხელუხლებელი ტყე, სადაც შესაძლებელია მოეწყოს სამეცნიერო დაკვირვებები ფლორასა და ფაუნაზე.

მტირალას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება

მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით. პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩნარითაა დაფარული. აქ წარმოდგენილია აჭარისთვის დამახასიათებელი კოლხური ფლორა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პალეოგენური პერიოდის, ტროპიკული ფლორის ნაშთია. ნეოგენურ პერიოდში,კლიმატური ცვლილებების გამო, მრავალი ტროპიკული სახეობა გადაშენდა, ხოლო შემორჩენილმა სახეობებმა კოლხური რეფუგიუმი შექმნეს, რაც მტირალას ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.

ფლორა

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია მცენარეების 284 სახეობა, რომელთაგან 18 მერქნიანი, 21 ბუჩქი და 245 კი ბალახოვანია. აქ თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალურობას უკანასკნელი ორი სახეობა – მარადმწვანე უნგერნის შქერი და ეპიგეა ჰმატებს, რომლებიც მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული.

წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მტირალას ეროვნული პაკის კოლხური ტყე, რომელიც ზღვის დონიდან 15-25 მ-დან / 1000- 1200 მ-ის სიმაღლემდე ვრცელდება. ტყის ქვედა ზოლში დომინირებს წიფელი, თუმცა წიფლნარს წაბლნარ-წიფლნარი ცვლის და ფოთლოვნებიდან ასპარეზზე სხვა მერქნიანებიც ჩნდებიან: კავკასიური ცაცხვი, მურყანი და კავკასიური რცხილა. ცალკეულ ერთეულებად გვხვდება: ლაფანი (Pterocarya pterocarpa), კაკალი (Juglans regia),თელა (Ulmus glabra), უთხოვარი ( Taxus baccata), ლეღვი (Ficus carica), დასხვ.

კოლხურ ტყეს მრავალფეროვნებას ჰმატებს აქ წარმოდგენილი მარადმწვანე ქვეტყე: პონტოურიშქერი, იელი, წყავი, ჭყორი და ბზა. ამ ტიპის ტყეეებითაა დაფარული მთების ჩრდილოეთ ფერდობები. სამხრეთ ფერდობებს კი ფოთოლმცვენი, ქვეტყიანი კოლხური ტყე მიუყვება.

გამეჩხერებულ მონაკვეთებსა და ტყისპირა მდელოებს ნაყოფიანი მაყვლისა და ხემაგვარი მოცვის ბუჩქები ავსებს. მდინარისპირი და მისი შენაკადები ბზით (Buxus colchica) არის გარშემორტყმული. ტენიან კოლხურ ტყეებს გასნაკუთრებულ სილამაზეს სძენს მერქანზე შემოხვეული ჩრდილის მოყვარული სუროები და ლიანები. ტყისპირებში კი წითელნაყოფა ეკალღიჭი (Smilax excelsa) ტყის სიმწვანეს ავსებს.

 

მტირალას ტყის ნაწილია ხავსმოკიდებულ ხეებზე გადმოკიდებული ეპიფიტი გვიმრები: სამხრეთის მრავალფეხა (Polypodium serratum), ირმისენა (Phyllitis scolopendrium)  დაკილამურა (Polypodium vulgare). მცირე ზომის გვიმრა – ჰიმენოფილუმსი (Hymenophyllum thunbridgense) წყავის ქერქსა და ხავსმოკიდებულ ლოდებზე იზრდება.

ტყისპირებში, ვორონოვის თეთრყვავილას (Galanthus woronowii), ქართული ზამბახისა (Iris lasica) და ხარისძირას (Helleborus caucásica) ნახვაა შესაძლებელი.

წაბლის ტყეებს პარკის შუა ზოლი უკავიათ, ხოლო სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე შეფენილია ჭოროხისა და ჰარტვისის მუხის კორომები, სადაც სოსნოვსკის ფიჭვიც არის შერეული და წიწვოვან-ფოთლოვან ტყეს ქმნის.

მტირალას ეროვნული პარკში 1 ჰა-ზე 35-მდე განსაკუთრებული მერქნიანი სახეობის დაჯგუფება – “შქერიანი” გვხვდება, რომელსაც დედამიწის ზომიერი სარტყლის პირობებში სხვაგან ვერსად შეხვდებით. იგი წარმოადგენს: პონტოსშ ქერის (Rhododendron ponticum), უნგერნის შქერის (Rh. Ungernii), იელის (Rh. Luteum), ჭყორის (Ilex colchica), წყავის (Laurocerasus officinalis), პონტოს მუხა (Quercus ponticus), კოლხური თაგვისარას (Ruscus colchicus) და სხვა კოლხური ტიპის ბუჩქნართა და ხებუჩქნართა დამოუკიდებელ თანასაზოგადოებას.

პარკში გავრცელებულია ტყის სოკოების შემდეგი დასახელებები: დისკომივცეტებიდან: Hignellum rubiginosa; Phellinus torulosus; Phlebia merulioides; Bulgaria polymorpha. qudiani sokoebi: Colibia distorta; Dermocybe cinnabarina; Inocibe lacera; Lactarius resifluus; Lecinum scabrum; Tubaria minutalis; Xerocomus badius. გასტერომიციდებიდან კი გვხვდება: სოკო ყვავილა (Pseudocolus fusiformis); Scleroderma spadiceum, Xerocomus badius.

საქართველოსწითელი ნუსხისსახეობები

იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებიდან ეროვნულ პარკში წარმოდგენილია: პონტოს მუხა (Quercus pontica), მედვედევისარყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni), ბზა (Buxus colchica), ეპიგეა (Epigaea gaultheroides), უთხოვარი (Taxus baccata) და სხვა.

რელიქტური და ენდემური სახეობები

მტირალას ეროვნულ პარკში თავმოყრილია მრავალი რელიქტური და ენდემური სახეობა: მათგან აღსანიშნავია კავკასიის – 5, საქართველოს 1, კოლხეთის -3 და აჭარის 3 ენდემური მცენარე; ესენია: აჭარა-ლაზეთის უიშვიათესი სახეობა ეპიგეა, იელი, წყავი, ჰიმენოფილუმი, ფურისულა ( Primula megasaefolia) და სხვა.

ფაუნა

მტირალას ეროვნული პარკისთვის დამახასიათებელია ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, რომელიც წარმოდგენილია 95 სახეობით. აღსანიშნავია, რომ პარკში გავრცელებული ცხოველების 23 სახეობა შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, ხოლო 9 გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა – IUCN–ის „წითელ ნუსხაში“.

ფოთლოვანი ტყეები ჩლიქოსნების, მტაცებლებისა და ფრინველების საუკეთესო საარსებო გარემოს წარმოადგენს. მსხვილი ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია: ღორი, შველი და არჩვი. ჩლიქოსნებზე მეტია მტაცებელი ცხოველი: მელა, ტურა, კვერნა, კავკასიური ციყვი და სხვ.

პარკში ამფიბიების 6 სახეობაა გავრცელებული. დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება ისეთი იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasicus), მცირეაზიური ბაყაყი (Rana macronemis) და კავკასიური გომბეშო (Bufo verrucosissimus). ისინი ტენიან ტყეებში, მდინარეების, წყაროების, ღელე-ნაკადულების სიახლოვეს, ვიწრო ხეობების წიწვოვან, ხან კი ფოთლოვან ტყეებში ბინადრობენ.

აღსანიშნავია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველები, მაგალითად: მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, წავი. წვრილი ძუძუმწოვრებიდან პარკში გავრცელებულია სამხრეთული ცხვირნალა და ევროპული მაჩქათელა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ეროვნული პარკის ორნიტოფაუნა, შეგვიძლია დავასახელოთ აქ მობინადრე მტაცებელი ფრინველებიდან რამდენიმე სახეობა: დიდი მყივანი არწივი, ჩია არწივი, გავაზი, ძერა, ქორი და მიმინო. ტყის ეკოსისტემებში ასევე გვხვდება: ულამაზესი ოფოფი, ტყის ქათამი, კოდალას რამდენიმე სახეობა, გუგულები, შაშვები, ჩხიკვები, მტრედები და სხვ.

მთის მდინარეებში – ჩაქვისწყალსა, ყოროლისწყალში და სხვა მრავალრიცხოვან პატარ-პატარა მდინარეში– ბინადრობს მდინარის კალმახი. თხელქვიშიან და წყალმცენარეებით მდიდარ მდინარეებში კოლხური წვერა გვხვდება (Barbus tauricus escheriche).

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პეპლების სიჭრელე. მათ შორის აღსანიშნავია გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები: ოლეანდრისა, მკვდართავა სფიქნქსი, დათუნელა ჰერა, აპოლონი, კავკასიური ზერინთია.

ტყის ნიადაგებში ბინადრობს საქართველოსა და ლოკალური ენდემი – კინტრიშის ჭაიყელა (Allobophora kintrishiana).

საქართველოსწითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები

ეროვნულ პარკში გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შემავალი ცხოველის 23 სახეობა, მათგან 9 IUCN-ის „წითელ ნუსხაშია“ დასახელებული.

აქ „წითელი ნუსხის“ წარმომადგენლებიდან: ძუძუმწოვრების 6, ფრინველების 6, ქვეწარმავლების 1, ამფიბიების 1 , თევზების 1, მწერების 7 დარგოლიანი ჭიაყელების 1 სახეობა გავრცელებული. მათგან აღსანიშნავია: მურადათვი (Ursus arctos), მგელი (Canis lupus), ფოცხვერი (Lynx lynx), წავი (Lutra lutra). წვრილი ძუძუმწოვრებიდან პარკში გვხვდება სამხრეთული ცხვირნალა და ევროპული მაჩქათელა.

Mtirala National Park

Established in 2077

Mtirala National Park is located in south-western part of Caucasus, Lesser Caucasus, in particular extreme western part of Achara-Imereti range, on Kobuleti-Chaqvi range, near Black Sea. Its total area is 15698.8 ha. Mtirala NP is located between Municipalities of Kobuleti, Khelvachauri and Qeda. The Administrative building is located in Chaqvi, while visitors center in village Chaqvistavi, which is 15 km away from administrative center. There are exhibition and presentation halls in visitors center where visitors have the opportunity to become familiar with the specifics of the National Park, services, tariffs and chose the desired option.

Tourist trails of Mtirala NP are one or two-days. Trails are marked and well-arranged. Picnic and camping places are arranged, fire spots are allocated, as well as tourist shelter 9 km away from the beginning of the trail. National park offers hiking, horsing, scientific eco-tours.

The best season for visit is spring, summer and early autumn. Visitors center of national park will help you to organize guide, hose and local transport.

There are 2 marked and comfortable trails in Mtirala national Park. The territory offers hiking, horse riding and adventure tours. Visitors can use with extreme and entertaining service Zip-Line and can slide on 200m rope extended from one tree to another.

You can hire:

  • Zip-line: 15 Gel
  • Tent: 10Gel
  • Tent place: 5 Gel
  • Backpack: 5Gel
  • Sleeping bag: 5 Gel
  • Conference hall (50 persons): 100 Gel
  • Picnic area: 1 Picnic table (5 persons) -15 Gel; Pupils, professional colleges and university students: 10 Gel;
  • Campsite: Per person – 5 Gel
  • Campsite for 20 person – 20 Gel
  • Horse rental: 1 day – 50 Gel;
  • Rope Park (for adults) – 15 Gel per person
  • Rope Park (family tour) – 20 Gel per person

Tourist season lasts from May to October

  • The best period for bird watching: from the second half of  August – to October
  • Blooming period of endemic plants, pontic rhododendron and rhododendron ungernii: April-June, Woronow snowdrop:  from March- till the first half of April.
  • Zip-line: May-October

 

Tsablnari (Chestnut forest) trail

/ 7 km, 1 day, pedestrian, difficulty: easy /

The trail is between 265 – 442 meters above sea level. It starts from the visitor center in Chakvistavi, which is located in the planned buffer zone. It is a walking path and has educational and entertainment purposes. It passes through two important sites, the waterfall and the lake. The underwood with cherry laurel, Colchic box trees and various types of ivies all contribute to the beauty of the pathway.

The trail runs along the beautiful gorge of the Chakvistskali River. 2 kilometres from the visitor center, there is a 15 m high waterfall covered in ivy and Colchic box trees. A designated camping area is located near the waterfall, in the midst of wild nature. A river flows between the rocks and forms into a whirlpool. The river has an abundance of trout. There are also designated picnic spots and fire pits near the river bank.

 Tsivtskaro

This two-day trip starts at the visitor center 260 meters above sea level and ends at 1,250 meters above sea level. Colchic broad-leaved mixed forest types characterize the beginning of the trip and by the end 70% of forests are beech trees. Besides vegetation, visitors can find the tracks of creatures such as brown bears, roe deer, martens, the European Badger, Chamois and many other animals.

The route runs near natural springs, where there is a picnic area, restrooms, a tourist shelter that can accommodate 8 people and a designated fire pit.

On the second day of the tour, the trail runs along untouched beech groves, where visitors can also use springs and picnic spots that are located nearby. The route can be used for scientific observations of both flora and fauna, as the section has forests that are not allowed to be touched or altered in any way.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები