რეკლამაspot_img

მწვანე ეკონომიკის ონლაინ სერტიფიცირებული კურსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ევროკავშირის პროექტის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში,  ყველა მსურველს, სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლოპლატფორმის https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსს.ელექტრონული კურსის მასალები შემუშავდა პარტნიორობა სამოქმედო გეგმისთვის ”მწვანე ეკონომიკის შესახებ”. საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია ქართულენოვანი მწვანე ეკონომიკის 5 მოდული, სადაც  მკაფიო, მოკლე ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და კერძო სექტორისთვის, ასევე გარემოსდაცვითი მმართველების, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების, მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის.

კურსი თვითრეგულირებადი და მოდელირებადია, რაც გულისხმობს მსმენელის მიერ სასურველი მოდულის პრიორიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად შერჩევას. ელექტრონული კურსი მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, ქვიზებსა და კითხვარებს, რისი წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს დასრულების სერტიფიკატს.

მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი  უფასოა.

ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში სასერტიფიკატო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 27 მაისიდან.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსმხარდაჭერით,  EU4Environment პროექტის აქტივობების განმახორციელებელია. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა პროექტის 5 პარტნიორიდან ერთ-ერთია, რომელიც  აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროსთან EU4Emvironment პროექტის ფარგლებში საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და დამატებითი ინსტრუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

მწვანე ეკონომიკის ონლაინ სასერტიფიკატო კურსის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელების მიზნით, მოგმართავთ თხოვნით თქვენს უწყებებში გაავრცელოთ ინფორმაცია მიმდინარე მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსის შესახებ და უზრუნველყოთ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია  მეგი შუბალიძე – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი (მობ.: 577 103 330; ელ-ფოსტა: Megi.Shubalidze@eiec.gov.ge.)

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები