რეკლამაspot_img

ნუ მოჭრი, მორთე – საინფორმაციო კამპანია

უკვე მეოთხე წელია, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინასაახალწლოდ  ახორციელებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას – ,,ნუ მოჭრი, მორთე“, რომლის მთავარ მიზანსაც წიწვოვნების ჭრის შემცირების ხელშეწყობა, საპრევენციო ღონისძიებებში საზოგადოების მონაწილეობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
,,ნუ მოჭრი, მორთე“ ყოველწლიურად უფრო და უფრო წარმატებული ხდება, მისი მასშტაბები იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს კამპანიაში ჩართვის სურვილს. 2018 წელს კერძო სექტორთან ერთად კამპანიას შემოუერთდნენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები
და საგანმანათლებლო დაწესებულებები მთელი საქართველოს მასშტაბით.

კამპანია -,,ნუ მოჭრი, მორთე“ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აიღოს თავისი წილი სოციალური პასუხისმგებლობა და საკუთარი სწორი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების გადარჩენაში. კამპანიაში ჩართვით ყველა მონაწილე მოუწოდებს თავის მეგობრებს, ნაცნობებსა და სხვა თანამოქალაქეებს, რომ ორკვირიანი სანახაობისათვის წიწვოვანი ხეების მოჭრის ნაცვლად, საახალწლო დეკორაციებით მორთონ ბუნებრივი ნაძვები და ასე შექმნან სადღესასწაულო განწყობა.
კამპანიაში მონაწილეობისათვის ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეარჩიოს ერთი ცოცხალი წიწვოვანი ხე (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ბაღში, სკვერში ან მისთვის ხელსაყრელ სხვა ადგილზე, მორთოს იგი საახალწლო დეკორაციებით და მორთვის პროცესის ამსახველი ფოტოები განათავსოს Facebook გვერდზე ჰეშთეგით:

#ნუმოჭრიმორთე  #GeorgianChristmasTree.

კამპანიაში საქართველოს თითოეული მოქალაქის მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი წარმატებისა და საზოგადოების მხრიდან იმის გაცნობიერებაში, რომ ყოველ ახალ წელს 1 მილიონი ოჯახის მიერ ცოცხალი ნაძვის ხის მოჭრა 1 მილიონი ხისა და 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას ნიშნავს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას  კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.

ENG
Campaign “Don’t Cut, Decorate it” gives to every citizen of Georgia a unique opportunity to take their share of social responsibility and contribute to the survival of the most important coniferous species in our country through their right decision and action. By engaging in the campaign, all participants are urging their friends, acquain-tances and other fellow citizens to decorate trees with Christmas decorations instead of cutting them down and thus create a festive mood.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები