რეკლამაspot_img

საქართველოს მთის კურორტები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მმართველობაში შედის საქართველოს ოთხი ძირითადი მთის სამთო-სათხილამურო კურორტი:

  • გუდაური;
  • ბაკურიანი (დიდველი, კოხტა, მიტარბი);
  • გოდერძი;
  • სვანეთი (თეთნულდი, ჰაწვალი).

კურორტებზე ყოველწლიურად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხოციელება ხელს უწყობს ვიზიტორების რიცვხის ზრდას, რაზეც მეტყველებს ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტების მონაცემები. 2016-2017 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით, 2017-2018 წლის სეზონზე ვიზიტორების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიამ განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორებიცაა, 2017 წელს მესტია – ჰაწყვალის დამაკავშრებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც აკავშირებს მესტიის ცენტრს კურორტ ჰაწვალთან. ასევე, მცირე ზომის საბაგიროების მშენებლობა სვანეთის 5 სოფელში: მაზერი, უშხვნარი, ეცერი, უშგული, ლენტეხი, ხოლო ბაკურიანში კოხტა-მიტარბის გადასასვლელი სათხილამურო გზა, რომელიც პირველია ისტორიაში.
2018 წლის მაისში, საბერძნეთში, კურორტ კოსტანავარინოზე გამართულ კენჭისყრაზე, საქართველომ, კერძოდ კი კურორტმა ბაკურიანმა, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით, რომელიც გაიმართება 2023 წელს FIS-ის ეგიდით. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, საქართველოს სათიხამურო ფედერაციამ, მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასა და იტალიელ ექსპერტებთან ერთად უკვე დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის აქტიური მზადება.
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროეტები განხორციელდა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, რომელმაც წელს დაარსების 30 წლისთავი აღნიშნა. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის მთის კურირტებში მოწინავე ადგილი დაიკავა. კურორტი 2019 წელს შეხვდა 6 ახალი და 2 რეკონსტრუირებული საბაგიროთი, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო ფირმების „დოპლემაიერისა“ და „პომასია“. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3,5 – ჯერ გაიზარდა გამტარუნარიანობა, რაც რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროებს გაცილებით მეტი მოთხილამურის ერთად მიღება შეუძლია, ყოველგვარი რიგების გარეშე. ამასთანავე 20%-ით გაიზარდა სასრიალო არეალი. კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2019-2020 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების  პირველი ფაზა გუდაურშო 2015 წელს განხორციელდა.
გარდა ამისა, საქართველოს რეგიონალური განთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით აშენდა კობი-გუდაურის დამაკავშირებელი 7,5 კმ -იანი საბაგირო გზა. საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ის გუდაურს, კობსა და ყაზბეგს ერთ კლასტერად აქცევს. შესაბამისად, ახალი საბაგიროები აქტიურად ჩაერთვებიან გუდაურის ინფრასტრუქტურაში. 2019 წლის 19 იანვარს გაიხსნა საინჟინრო კუთხით ერთ-ერთი ურთულესი პროექტი. საბაგიროების მშენებლობა 1 წელი მიმდინარეობდა. აშენდა 111 გონდოლა, 3 საბაგირო, რომელიც 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. საბაგირო საათში 2800 მგზავრს მოემსახურება. ტურისტულის გარდა, კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების დროს ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს და ამ მონაკვეთზე ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემებს მოაგვარებს, რაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო ყაზბეგის რეგიონში ხშირია. საბაგირო ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.
აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განახორციელეს ქართულმა და ფრანგულმა კომპანიებმა („ფერი“ და „პომა“).

საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები