რეკლამაspot_img

ტყის კოდექსი

გარემოსდაცვითი საკითხები ჩვენი ხელისუფლებისათვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. გარდა ამისა, მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ნორმატივები, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და ცირკულარული ეკონომიკის – მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენ, პარლამენტთან ერთად, მიმდინარე წელს, ინიციატივებსა და საკანონმდებლო აქტებზე აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ, რაშიც ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

ლევან დავითაშვილი: „სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა“ „ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 6 წლიანი სამუშაო პროცესის შედეგად მომზადდა ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და გერმანიის მთავრობის დახმარებით”, – ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს მიერ მომზადებული ტყის კოდექსი, რომელიც დღეს პარლამენტმა დაამტკიცა. „კანონპროექტი, ამკვიდრებს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს და მისი მთავარი მიზანია მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განმარტებით, შეიქმნება სატყეო მეურნეობები. ე.წ. ,,სოციალური ჭრა“ ეტაპობრივად შეიცვლება სატყეო მეურნეობების აღდგენით. სატყეო მეურნეობები და რეფორმა ხელს შეუწყობს ტყეების აღდგენას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლისა და ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტიანად განხორციელებას.სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა. ასევე, ინერგება ტყეების მისი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით კატეგორიებად დაყოფის საერთაშორისო პრაქტიკა; შედეგად, გაიზრდება ტყეების მრავალფუნქციური გამოყენება, რაც ასევე გულისხმობს რეკრეაციული, ასევე ეკო-ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და განვითარებას. გარდა ამისა, ხელი შეეწყობა ტყის ეკოსისტემების დაცვას.

„მოხარული ვარ, საქართველოს პარლამენტის მიერ, „ტყის კოდექსის“ დამტკიცების გამო. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება 3 მლნ ჰექტარ ტყის ფართობს მიექცევა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებასთან. ეს არის ქვეყნისთვის უაღრესად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. მოხარული ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ ვითარებაში საქართველოს გარემოს დაცვის და ეკონომიკის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვაქვს, რაც მომავალში კვლავ გაგრძელდება“, – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

👤 🇩🇪 „I am pleased to announce the approval of the New Forest Code by the Parliament of Georgia. In accordance with this document, special attention will be paid on 3 million hectares of forest area, which will have a direct, positive impact on human health and well-being and will help people to live in a healthy environment. This is a very big step forward for the country.
I am glad, that we have an opportunity to support Georgia’s environment and economy in this particular situation, which will be continued in the future as well“ – Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of the Federal Republic of Germany to Georgia H.E. Hubert Knirsch.

„მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სიტყვაში გაკეთებული მრავალი საინტერესო აქცენტი სრულ თანხვედრაშია ჩვენს პრიორიტეტებთან. თქვენს მიერ გაჟღერებული საკითხები საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. განსაკუთრებით კი, მომავალში დასამტკიცებელი საკანონმდებლო ინიციატივები. გქონდეთ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი“, – ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი.

„I would like to note, that the Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia has outlined a number of interesting points in his speech, which are in full compliance with our priorities. The issues raised by the Minister are very important and interesting for us. Especially future legislative initiatives. We promise to further provide support to you ”, – The Head of the Project Department of the EU Delegation to Georgia, Vincent Rey.

„მინდა მოგილოცოთ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტის „ტყის კოდექსის“ მიღება და ჩემი ქვეყნის სახელით გამოვხატო მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობისთვის. თვალსაჩინოა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ქვეყნის პარლამენტის წარმატებული თანამშრომლობა, რაც მისასალმებელი და სამაგალითოა“, – ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ მიკისკა.

„I would like to congratulate you on the adoption of the ” Forest Code “, which is a very important document for the country. On behalf of my country, I would like to express our support for your country and willingness for future cooperation. The Ministry of Environmental Protection and Agriculture and the Parliament of Georgia has a successful and exemplary cooperation, which is obvious” – Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of the Czech Republic to Georgia Peter Mikiska.

„თანამედროვე რეალობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებები განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია. მინდა მოგახსენოთ, რომ სწორედ თქვენი სამინისტროს მიერ ორგანიზებულმა ღონისძიებამ ნარჩენების სეპარაციის შესახებ, მიბიძგა საელჩოში, ჩემს ადმინისტრაციასთან ერთად, ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებისკენ. გიდასტურებთ მხარდაჭერას“,- იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა.

„The directions taken by the Ministry of Environmental Protection and Agriculture are of utmost importance in the current circumstances. I would like to inform you, that the event organized by the Ministry on Waste Separation pushed me to start working in this direction at the Embassy, together with my administration. I would like to reaffirm my support for you “, – Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Japan to Georgia Tadaharu Uehara.

„ავსტრია და „ავსტრიის განვითარების სააგენტო“ „ტყის კოდექსის“ შემუშავებას მხარს მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა. დღეს ამაყი ვარ მიღწეული შედეგით. „ტყის კოდექსის“ მიღება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან კიდევ უფრო აახლოებს“, – ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო.

„Austria and Austrian Development Agency have been supporting the development of the Forest Code over the years. Today, I am proud of these achievements. “Adoption of the Forest Code is bringing Georgia even closer to European integration”, – Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of the Republic of Austria to Georgia Arad Benkö.

„გარემოს დაცვის მიმართულებებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდა.

მივესალმები სატყეო სექტორის, დაცული ტერიტორიების, ჰაერის დაცვის, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სფეროში და გარემოს დაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებს. მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ბაზის შექმნა არის საწყისი ეტაპი, რომელსაც შემდეგ აღსრულება სჭირდება. ამ სფეროში ჩართულ ყველა ადამიანს, მინდა წარმატება ვუსურვო“. – არასამთავრობო ორგანიზაციის „GEO – Georgia’s Environmental Outlook“ დამფუძნებელი ხათუნა გოგალაძე.

„Important legislative changes were made in the field of environmental protection. I welcome to the ongoing reforms in the forestry sector, protected areas, air protection, waste management, water resources management, Extended Producer Responsibility (EPR) and the environmental sector.
I would like to point out , that legislative process is comprised of several stages, at the initial stage, the legislative base is created, which needs to be implemented at the following stages. I wish success to all people engaged in this field ” , – Founder of „GEO – Georgia’s Environmental Outlook“ Khatuna Gogaladze.

„მოხარული ვარ, რომ „ტყის კოდექსი“, რომელზე მუშაობაც შვიდი წლის წინ დაიწყო, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ეს გახლავთ ტყის სექტორის რეფორმირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი. მასზეა დამოკიდებული როგორც მოსახლეობის სიღარიბის აღმოფხვრა, ასევე, ბუნებრივი კატასტროფების შეჩერება და წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას წლების განმავლობაში, დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა ყველა ეტაპზე ჰქონდა. დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტში და თემში განიხილეს. ამ პროცესში, ჩვენი ორგანიზაციაც აქტიურად იყო ჩართული. შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით, არცერთ კანონპროექტს არ ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც „ტყის კოდექსს“, – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორი ნანა ჯანაშია.

„I am really pleased, that the „Forest Code ” was approved by the Parliament of Georgia a few days ago. We should mention, that the works on the „Forest Code ” started seven years ago. This is an extremely important policy document targeted at the implementation of reforms in the forestry sector, which aims at eradicating extreme poverty and hunger among the population, it also aims to avoid and prevent natural disasters and provide access to water resources. It is crucial, that, over the years, Georgian population had an opportunity to get familiar with the policy document at all stages. The document was discussed in all municipalities and communities. Our organization was also actively engaged in this process. Furthermore, in terms of public discussion and public participation, the Bill on the Forest Code has had a higher interest rate, compared with other draft laws“, – Executive Director of the Caucasus Environmental NGO Network (CENN) Nana Janashia.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები