რეკლამაspot_img

ქართული სამონადირეო კინოლოგიის ტრიუმფი

საქართველოში პოინტერისა და ინგლისური სეტერის გამოჩენა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, თუმცა ზოგიერთი მონაცემებით, ისინი უფრო ადრეც, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდნენ. პირველი დოკუმენტური ასახვა იმისა, რომ მეძებარი ძაღლები საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, მე 19 საუკუნეში გამოჩნდნენ, ცნობილ რუს მწერალს, კინოლოგსა და ნადირობათმცოდნეს, არა ერთი წიგნის ავტორს საბანეევს ეკუთვნის. თავის წიგნში „მეძებარი ძაღლები‘’ იგი აღნიშნავს, რომ 1838 წელს თბილისში დაიბადა პოინტერის ლეკვი სახელად „ტრუველი,‘’ რომლის მშობლები შემოყვანილი იყვნენ საქართველოში. „ტრუველი“ ეკეთვნოდა პოპულარული ჟურნალის “მეცხენეობა და ნადირობა“  გამომცემელს რეუტს.
მე-19 საუკუნის ბოლოსთვის თბილისში უკვე ბევრი მონადირე ძაღლი იყო, მაგრამ მათი გამრავლება ხდებოდა არასისტემურად, ყოველგვარი გეგმის გარეშე. სელექცია არ არსებობდა. არ არსებობდა აგრეთვე საგვარეულო წიგნი. გამოფენები და საველე გამოცდები არ ტარდებოდა.
თუმცა ამ პერიოდისთვის თბილისში ჩამოყალიბდა ”სამონადირეო ცხოველების გამრავლებისა და სწორად ნადირობის კავკასიის განყოფილება”, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ფრინველზე ძაღლით ნადირობის საზოგადოება.

1921 წელი ითვლება საქართველოში სამონადირეო კინოლოგიის დაარსების თარიღად. ამ წელს შეიქმნა „საქართველოს მონადირეთა საზოგადოება,“ რომელიც მოგვიანებით „მონკავშირად“ გადაკეთდა. ამიტომ ჩვენი ცნობილი კინოლოგები: სარაჯიშვილი, ციციშვილი, ჟორდანია, შარაშენიძე, მარკოვი, შახბაზიანი და სხვები სწორედ ამ წელს ასახელებენ ქართული სამონადირეო კინოლოგიის დაარსების წლად.
1922 წელს თბილისში ჩატარდა პირველი მონადირე ძაღლების გამოფენა, ამავე 1922 წლის 19 მაისს კი პირველი საველე გამოცდა. ამ საველე გამოცდაში მონაწილეობდა 15 ძაღლი, სრული საგვარეულო ნუსხით. ამის შემდეგ გამოფენებმა, საველე გამოცდებმა და შეჯიბრებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სამონადირეო კინოლოგიისთვის 1939 წელს  ჩატარებული ორი საველე შეჯიბრი, რომელიც მოსკოვის ოლქში და ბელორუსში ჩატარდა, ორივე შეჯიბრი საკავშირო მნიშვნელობის იყო და ორივეგან ქართველების ტრიუმფით დასრულდა. ამ საველე შეჯიბრებში გამარჯვებამ განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა იქონია ჩვენი კინოლოგიის წინსვლისთვის და წარმოაჩინა ის დიდი სამუშაო რაც ჩვენმა მონადირე ძაღლების მოყვარულებმა გასწიეს ამ წლების განმავლობაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი დიდი კინოლოგის, დიდებული და საამაყო ადამიანის ბატონი ლევან ციციშვილის გამარჯვებები ამ შეჯიბრებზე. მის მიერ დაგეშილმა ოთხმა პოინტერმა უმაღლესი შედეგები აჩვენეს, მათ შორის მისმა შავმა პოინტერმა „მერცხალმა“ პირველი ხარისხის საველე დიპლომი მიიღო და გახდა შეჯიბრის გამარჯვებული. ასავე ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს სხვა პოინტერებმაც მათ შორის შარაშენიძის „ლალიმ,“ არზუმანოვის „აბრეკმა„ და მონკავშირის „ზარმა,“ ეს პოინტერებიც ბატონი ლევან ციციშვილის დაგეშილები იყვნენ. ასე, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი და ბატონი ლევანის პირველი მგეშავის ჯილდო იყო მოპოვებული.
გთავაზობთ ამ მოვლენების დეტალურ აღწერას, რომლის ავტორია ჩვენი გამოჩენილი საკავშირო კატეგორიის ექსპერტ-კინოლოგი ბატონი პაჭუ ჟორდანია.

Of particular importance for our hunting cynology were two field competitions in 1939 in the district of Moscow and Belarus, both of which were of union importance and both ended with the triumph of Georgians. Winning these field competitions has been extremely important for the advancement of our cinology and has shown the great work that our hunting dog lovers have done over the years.
We provide a detailed description of these events, authored by our expert of Cynology Mr. Pachu Jordania.

გოგი ანდრონიკაშვილი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები