რეკლამაspot_img

პროექტი ,,ღვინის ეზო“

წისქვილი ჯგუფი 16 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, მის მართვაში შედის ოთხი სარესტორნო ობიექტი თბილისის მასშტაბით.
წისქვილი ჯგუფის ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება მაშინ როცა მდინარე მტკვრის პირას უძველესი წყლის წისქვილი მდებარეობდა.
უნიკალურ და უძველესი რელიკვიის ადგილას პირველი სარესტორნო სივრცე 2002 წელს გაიხსნა. ავთენტური დიზაინით, წყლის უნიკალური წისქვილით და ბუნებრივი ჩანჩქერით უკვე 16 წელია ტურისტებისათვის ღირშესანიშნავი ადგილია.
ამ ხნის მანძილზე “წისქვილი ჯგუფი“ უამრავი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის  ყველაზე მნიშვნელვანი Tripadvisor Hall Of Fame, რომლითაც კომპანია დაჯილდოვდა 5 წლის განმავლობაში მომხმარებელთა დადებითი შეფასებების  მიხედვით.
2017 წლის მონაცემებით “წისქვილი ჯგუფი”-მა 70 000-მდე ტურისტს უმასპინძლა.
კომპანია ემსახურება არამარტო ქართული კულინარიის, არამედ  ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას. ამის ნათელი მაგალითი არის კომპანიის მიერ შექმნილი ახალი პროექტი „ღვინის ეზო“.
„ღვინის ეზო“ წარმოადგენს სივრცეს რომელიც იქნება ერთგვარი სინთეზი კულინარიისა და თეატრის, სადაც პერიოდულად ვგეგმავთ სხვადასხვა ქართული ნაწარმოებების დადგმა და განშლას სივრცეში, რათა სტუმრებს მიეცეთ შესაძლებლობა მძაფრად შეიგრძნონ როგორც ტრადიციული კერძების გემო, ასევე ზოგადად ქართული კულტურა – იმოგზაურონ ძველ თბილისში და თავად გახდნენ იმ ეპოქის მონაწილენი.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები