რეკლამაspot_img

მთაწმინდის ფერდის ისტორია

მთაწმინდის ფერდობის ტყის ლანდშაფტის აღდგენა- რეაბილიტაციის პროექტის დაწყება დაანონსდარაც უდავოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის 
უახლეს ისტორიში თბილისის შემოგარენში მანამდე არსებული ტყის დიდი მასივების გაჩეხვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოტყეების გაჩანაგებამ განსაკუთრებით XIX საუკუნეში გააუარესა ჰავამეფის მთავრობა ანადგურებდა თბილისის ირგვლივ ფოთლოვან ტყეებს იმის გამოცრომ ამ ტყეებს თავს აფარებდა სოციალური უსამართლობით გამწარებული და ამ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხობამათ წინააღმდეგ ბრძოლის გასაადვილებლად თბილისის ირგვლივ ფოთლოვან
ტყეებს ერთიანად კაფავდნენ და ამ ადგილებს უდაბნოდ აქცევდნენ.

თბილისის მიმდებარე ტყეების მასობრივი გაჩეხვა მენახშირეობის ინდუსტრიამაც განაპირობასწორედ აქედან მარაგდებოდნენ ნახშირით ქალაქის მცხოვრებნიგანსაკუთრებით გააქტიურდა თბილისის შემოგარენისმათ შორის მთაწმინდის ფერდობის მწვანე საფარის გაჩეხვა პირველი მსოფლიო ომის დროსმენახშირეები თბილისის ქუჩებში ხურჯინებით დაატარებდნენ ნახშირს და გაყიდულის საფასური ერთადერთი შემოსავალი იყო მათი ოჯახებისთვისმაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა აღეკვეთა განუხრელი ჩეხვა მაგრამ აღკვეთას ვერ ახერხებდამოშიშვლებული ფერდობებიდან კი წვიმისას ნიაღვრები მოდიოდა რის შედეგადაც ხშირად იტბორებოდა თბილისის ქუჩები და სახლები. 

1925 წელს სპეციალური სანერგედან მთაწმინდის კალთებზე დარგეს 5000 ძირი ხე. ამავე წლის მარტში თბილისის აღმასკომმა ქალაქის გარშემო ტყის გასაშენებლად გამოყო 56000 მანეთიქალაქის ნიაღვრისაგან დასაცავად თბილისის გარშემო მდებარე გორაკების კალთებზე კეთდებოდა ჯებირები და თხრილებიენერგიულად მიმდინარეობდა ტყის გაშენების სამუშაოები შემდეგ წლებშიც 
დღეისათვის მთაწმინდის ფერდობზე უამრავი დაავადებული ხეამათი მოვლა და ახალი ნარგავებით ფერდობის შევსება ერთბაშად დადებითი შედეგის მომტანია ჩვენი ქალაქისთვის. 
მირიან ხოსიტაშვილი 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები