რეკლამა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

2021 წლის იანვარმარტშიგარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 173 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტისჩათვლით, 2 173 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 80 ფაქტი სისხლის  სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ყველაზე მეტი ფაქტი უკანონო ტყით სარგებლობას ეხება; დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყით სარგებლობის– 504, ხე-ტყის ტრანსპორტირები სწესის დარღვევის– 388, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის– 166 ფაქტიდა 24 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

2021 წლის პირველ სამ თვეში ასევე გამოვლენილია ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის – 391, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის–188, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის– 120, წიაღის უკანონო მოპოვების– 91, წყლის კანონმდებლობის დარღვევის –71, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 24 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 230 ფაქტია გამოვლენილი.

სამოქმედო ტერიტორიაზე ყველაზე მეტი – 440 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. კახეთში გამოვლენილია 436 ფაქტი,  აჭარასა და გურიაში – 297, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 245, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 234, სამცხე-ჯავახეთში – 189, ქვემო ქართლში – 183 ფაქტი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებისმიერ 18 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალურიაპარატის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტისჩათვლით 131 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.

აღნიშნული სამი თვის განმავლობაში გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ 346 440 ლარი შეადგინა; სამართალდამრღვევების მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა კი, 3,5 მლნ ლარს აღემატება.

2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თაობაზე შემოსულია 608 შეტყობინება, რომლებზეც განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები