რეკლამა

მყინვარწვერი დნება, ზამთარი მოკლდება – რა ვქნათ?

ბოლო 100 წელიწადში საშუალო გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით არის გაზრდილი, ალპებში უკვე დაიწყო მყინვარების რეკორდული დნობა, რომელიც საჰარის უდაბნოდან წამოსულმა ქვიშამ შარშან ისე გააწითლა რომ მარსის ლანდშაფტს დაამსგავსა, ალპების ცალკეულ კურორტებზე სათხილამურო ლიფტების დემონტაჟიც კი დაიწყეს, რადგან 10 წელია თოვლი აღარ უნახავთ, მეცნიერთა გათვლით 2100 წლისთვის ალპებში მყინვარების ნაგლეჯებიღა დარჩება ალაგ-ალაგ.

დნება ჩვენი მყინვარწვერიც და სათხილამურო სეზონიც საქართველოში წელს თოვლის გარეშე დაიწყო – გოდერძზეც, გუდაურშიც, ბაკურიანშიც და სვანეთშიც თოვლი ჩვეულებრივზე 4-5 კვირის დაგვიანებით გამოჩნდა. გარემოს დაცვის სააგენტოს მოდელირებით 2100 წლისთვის საშუალო ტემპერატურა საქართველოში კიდევ 3 გრადუსით მოიმატებს, მინიმალური და მაქსიმალური ნიშნულები კი 5.5 გრადუსით აიწევს, ცხელი დღეების რაოდენობა 41-ით გაიზრდება, ყინვისა კი – 27-ით დაიკლებს, ანუ გავრცელებული აზრი, რომ ზამთარმა უბრალოდ გადაიწია კალენდარში, არასწორია – ზამთარი უბრალოდ იკლებს სიგრძეში.

რა შეაჩერებს ამას? #დარგე-ხე #plant-a-tree

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები