ყველა მეცნიერი თანხმდება, რომ გლობალურ დათბობას საქართველოში ადამიანიც ხელს ჰკრავს – ტყის მასობრივი კანონიერი თუ უკანონო ჩეხვით. ზუსტი მასშტაბი უცნობია, რადგან ათწლეულებია ტყის მარაგის აღრიცხვა არ ჩატარებულა, თუმცა 2014-ის ეპიზოდურმა აღრიცხვამ გურიაში და 1996 წლის მონაცემებთან შედარებამ 20 წელიწადში ტყის ფართობების კატასტროფული შემცირება აჩვენა, კერძოდ ჩოხატაურში ნაძვის – 56%, ფიჭვის – 66%, კედარის 88%, მუხის – 94% – გამქრალა, ხოლო ლანჩხუთში – ფიჭვი და მუხა საერთოდ აღარ დარჩენილა. ხის ჭრას ტყის ხანძრებიც ემატება რაც გლობალური დათბობის კვალად სულ უფრო გახშირდა.
როგორია სურათი სხვაგან ან თუნდაც გურიაში დღეს, უცნობია, მაგრამ ცხადია, სასწრაფო ქმედებაა საჭირო, და, პირველ რიგში თბილისში, სადაც ურბანიზაცია ყოველდღიურად მზარდია. მესამე წელია ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით მთაწმინდის გატყიანება მიმდინარეობს, რამაც ნარიყალას ფერდები, კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის, ვაკის პარკის და ბულბულის ჭალის ტერიტორიები, ჯამში 700 ჰექტარი მოიცვა – კარგია, თუმცა თუ ყველამ არ დავიწყეთ ხეების რგვა – რაც მოიჭრა და განადგურდა მის შედეგებს ვერ დავეწევით.
მეტი თვალსაჩინოებისთვის აი როგორ იცვლება საშუალო წლიური ტემპერატურა საქართველოში 1850 წლიდან მოყოლებული 1971-2000 წლის მონაცემებთან შედარებით