ფონდი „განვითარება და გარემო“, საერთაშორისო საქველმოქმედი ფონდ„ქართუს“ მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტს. პროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისში ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციას. მისი მიზანია არსებული ფერდის ლანშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევა, რაც გულისხმობს მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარისშესაბამისიპროექტისმიხედვითგანაშენიანება-რეაბილიტაციას.
თბილისის ურბანული ტყის ფართობი 700 ჰექტარია და მოიცავს ნარიყალის ქედის ჩრდილოეთ ფერდს, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდებს,კუს ტბის,თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის,ვაკის პარკის და ბულბულების ჭალის ტერიტორიებს. პირველ ეტაპზე ჩატარდა კვლევითი სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით: მწვანე ნარგავების ფიზიკური მდგომარეობის შეფასება/ენტომოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, გეოლოგია, გარემოს დაცვა/ეკოლოგია, ბილიკების დაგეგმარება, ტურიზმი, მიწათსაკუთრება, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობა, რამაც
გამოკვეთა ის საჭიროებები და გამოწვევები, რომლებიც დღეს მთაწმინდის ფერდზე არსებობს. კვლევების შედეგებს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან პერიოდულად გიზიარებდით.
ბილიკების ქსელის რეაბილიტაცია
კვლევითი სამუშაოების შესრულების შემდეგ დაიწყო პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავდა არსებული ბილიკების აღდგენა-რეაბილიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდის ფერდითბილისელთათვის, და არა მარტო მათთვის, გამორჩეულად საყვარელი ადგილია, რომელსაც მისი მცხოვრებლები და სტუმრები დასვენებისა და განტვირთვისათვის მრავალი ათწლეულია აქტიურად იყენებენ, ბოლო წლებამდე საფეხმავლო ბილიკების ქსელი და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა თითქმის არ იყო განვითარებული.ბილიკების აღდგენა-რეაბილიტაციაზე კომპანია „თრეილ ქონსთრაქშენმა“ იმუშავა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით და არაერთი დიდი პროექტის ავტორია. ურბანული ტყისათვის საფეხმავლო ბილიკებისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 18 თვეა მიმდინარეობს და პანდემიის პერიოდშიც არ შეჩერებულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბუნებრივად ფორმირებულ და ამორტიზებულ სა ფეხმავლო ბილიკების ქსელს, ხოლო სრულიად ახალი საფეხმავლო ბილიკები მოეწყო მამა დავითის მონასტრის ავტოსადგომიდან, რჩეულიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩებიდან. აღნიშნული ბილიკების ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთით მდებარე ისეთ ისტორიულ უბნებს,როგორებიცაა: სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერა და ვაკე.
ბილიკების ქსელის სიგრძე 20 კილომეტრს აღემატება და ისეთ მიმზიდველ ტურისტულ, გეოგრაფიულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს აკავშირებს, როგორებიცაა: მამა დავითის მონასტერი, მთაწმინდის პარკი,ვერის წყარო, კუს ტბა, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ვაკის პარკი,ბულბულების ჭალა და სხვა. ბილიკზე მოეწყო სერპანტინები, საფეხურები, საფეხმავლო ბილიკების მდგრადობისა და ეროზიიისგან დასაცავდ ბილიკის გასწვრივ დამონტაჟდა ხის ბორდიურ-ჯებირები, ბილიკი მოინიშნა საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად. ბილიკის საწყის ადგილებში დაიდგა საინფორმაციო დაფები, ხოლო უშუალოდ ქსელზე დამონტაჟდა სივრცეში მაორიენტირებელი საინფორმაციო დაფები, რომლებიც საფეხმავლო ბილიკებით მოსარგებლეებს აწვდის ინფორმაციას
დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დროისა და მანძილის შესახებ. საფეხმავლო ბილიკების ქსელი მარტივ კატეგორიას განეკუთვნება და ლაშქრობაწლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მთაწმინდის რეაბილიტირებული ბილიკიებიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება თბილისზე,საგურამოსა და იალნოს ქედებზე, კარგ ამინდში ყაზბეგის მყინვარწვერისა და კავკასიონის მთავარი ქედის დანახვაც შესაძლებელია. აღნიშნულ ბილიკებზე ვიზიტორთა სიმრავლე უკვე შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
საფეხმავლო ბილიკების ქსელის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც აღნიშნული ქსელის გავლას სასიამოვნოსა და კომფორტულს გახდის. ბილიკის გასწვრივ მოწყობილია პანორამული გადასახედები, ძელსკამები,საპიკნიკე ადგილები, ფრინველებზე დაკვირვების ქოხი და სხვა.გარდა ამისა, პროექტირების პროცესშია კუს ტბისა და ვაკის პარკის ფერდზე სამთო ველოსიპედების ბილიკების ქსელის მოწყობაც.
გამწვანება და დარგვითი სამუშაოები
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა დაავადებული, ხმელი და ზეხმელი ხეების გამოტანა და ტერიტორიის მოწესრიგება შემდგომი დარგვებისთვის. 2021 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული ადგილების გატყიანება და ახალი ნერგების დარგვა. დასარგავი მცენარეების ასორტიმენტი წინასწარ შეირჩა ბოტანიკოსების მიერ.
ნუსხა მოიცავს აღნიშნული ტერიტორიისთვის დამახასიათებებლ სახეობებს. ირგვება როგორც ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ისე – ბუჩქოვანი და ყვავილოვანი მცენარეები. დასარგავ მცენარეთა ასორტიმენტი მოიცავს ისეთ სახეობებს, როგორებიცაა – ჰიმალაის კედარი, ქართული ნეკერჩხალი, ქვამუხა, პირამიდული კვიპაროსი, იუდას ხე, ვერცხლისფერი მტირალა კედარი, იფანი, რცხილა, მტირალა ნაძვი, კუნელი, უთხოვარი, ნუში, ბროწეული, იასამანი, თრიმლი, ზეთისხილი და სხვა. მთლიანობაში დაირგო 100 000 ძირი ხე მთაწმინდის სამხრეთ ფერდზე, სოლოლაკის-ქართლის დედისა და ვერის ტერიტორიაზე. დარგვითი სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება.
თბილისის ურბანული ტყის ლადშაფტის დიზაინის პროექტი
თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის დიზაინის პროექტზე თბილისში დაფუძნებულმა სტუდია “Ruderal”-მაიმუშავა, რომელიც დაკომპლექტებულია ქართველი და ამერიკელი ლანდშაფტის არქიტექტორებით.
სამხრეთის ფერდი
მთაწმინდის ფერდის გატყიანება მონოკულტურებით ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაიწყო, ამ დროს მასიურად დარგესშავი ფიჭვი (Pinus nigra). დღესდღეობით საბჭოთა პერიოდში დარგული ხეების უმრავლესობა დაავადებულია და ხმება. სტუდია “Ruderal”-ი თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის დიზაინის პროექტის შექმნისას დაეყრდნო ციფრული სამუშაოს მეთოდოლოგიის მიდგომებს, რომლებიც თავისთავად გულისხმობს საერთაშორისოდ მიღებულ და აღიარებულ ეკოლოგიისა და ესთეტიკის პრინციპებს. ზემოაღნიშნული პრინციპებისა და მომიჯნავე დარგის კვლევის შედეგების, განსაკუთრებით ნიადაგური საფარის კვლევისა და ბოტანიკის ინსტიტუტის
მიერ შემოთავაზებულ შესარგავ მცენარეთა ნუსხის გათვალისწინებით, სტუდია “Ruderal”-მა შეიმუშავაალტერნატიული გამწვანების გეგმები, კერძოდ, 7 განსხვავებული გატყიანების ლაქა – „ხეხილის გატყიანების არეალი“ და „ნუშის გატყიანების არეალი“.
ზემოაღნიშნული არეალები სხვადასხვა სეზონზე ქმნიან როგორც განსხვავებულ ფერთა გამას, ასევე გათვალისწინებულია მათი საკვებად გამოყენება პარკის ვიზიტორებისა და პარკში მობინადრე ველური ცხოველებისა და ფრინველებისათვის (მათ შორის – გადამფრენი ფრინველებისთვის). რაც შეეხება, გატყიანების არეალებს, როგორებიცაა, მაგალითად, ე.წ. „ხევის ტყე“ ანდა „ნეკერჩხლის დროებითი ჰაბიტატი“, ქმნიან მნიშვნელოვან ეკოტონებსა და ეკოლოგიურ გარდამავალ ზონებს სხვადასხვა ტყის ლაქებსა და ღია სტეპის ზონებს შორის. ლანდშაფტის დიზაინერების მიერ შემუშავებული შვიდივე გატყიანების ლაქა დაფარულია ტყის სხვადასხვა ფენებითა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობებით, რაც იწვევს წლის ოთხივე სეზონისთვის დამთვალიერებლების ინტერესს.
ნერგების გადარჩენის მაჩვენებლად 60-70%-იანი ალბათობა იქნა მიღებული. გატყიანების არეალების მომწიფების შემდეგ გათვალისწინებულია ამ არეალების შერწყმა და დაავადებული ფიჭვების ახლადაღმოცენებული და კარგად შერჩეული სახეობებით ჩანაცვლება, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს მდგრადი ურბანული ტყის ჩამოყალიბებას. სამუშაო წარიმართა ეტაპობრივად: საწყის ეტაპზე გაანალიზდა ურბანული ტყის პროექტის კვლევითი ნაწილის მიმდინარეობისას შესრულებული დარგობრივი ანგარიშები, რომლის ფარგლებში სპეციალისტების მიერ შეგროვებულ იქნა ხელმისაწვდომი სივრცითი მონაცემები და ასევე მონაცემები არსებული ჰაბიტატისა და გარემოს ცვლილელების უახლეს ტენდენციებზე. დარგობრივი კვლევების შედეგები გადამოწმდა სტუდია „Ruderal”- ის საველე ობსერვაციის შედეგად მიღებულ
მონაცემებთან.
შერგვის არეალები (ის არეალები, სადაც ტყეს გადარჩენის ყველაზე დიდი ალბათობა აქვს) დადგინდა წინამდებარე კვლევებისას შექმნილ გეოსივრცულ მონაცემებზე დაყრდნობით. ნუკლეაციის პრინციპის გათვალისწინებით, შერგვის არეალები გადაიქცა ახალწარმოქმნილი ტყის საფარის ცენტრებად, სწორედ აღნიშნულ არეალებზე მოხდა ტიპიური ტყის პირობების დამთხვევა.
ზემოაღნიშნული სამუშაოების თანმიმდევრობა საშუალებას იძლევა, ესთეტიკური თვალსაზრისით, განსაზღვრული წესების საფუძველზე,შეფასდეს ნარგავების გეგმის შედეგები. ქედზე სასურველი ფერთა გამის მიღწევის შემდეგ სტუდია “Ruderal”-მა, სიმულაციის გამოყენებით, შეიმუშავა ნარგავების გეგმა, რომელიც ადვილად წაკითხვადია უშუალოდ შერგვით სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირებისა და მებაღეებისთვის. ამრიგად, ტყის „კოდი“ სავსეა ესთეტიკური და ლოგისტიკური ინტელექტით, რომელიც შესაძლებელია ადაპტირდეს და გაძლიერდეს მომავალი ინტერვენციებით. ნარიყალას ქედი სტუდია Ruderal-ის ჯგუფმა შეადგინა 4 გატყიანების ლაქა, ესენია:
„კედარის ტყე“
კედარის ტყე ნარიყალას ქედისთვის ძირითად მარადმწვანე ღერძს ქმნის, მასზე წარმოდგენილ კვიპაროსებთან ერთად.იგი თავს უყრის სოლოლაკის გამწვანებული ქუჩებისა და შიდა ეზოებისთვის სახასიათო ნიშნებს და ქმნის საჩრდილობელ არეალს, საიდანაც იშლება ძველი თბილისის ხედები.
„ვერცხლისფერი ტყე“
„ვერცხლისფერ ტყეში“ წარმოდგენილია კავკასიური აკაკი, ფშატი, ნუში და სხვადასხვა სახეობის ბუჩქნარი. აღნიშნული გატყიანების ლაქა გვთავაზობს ხეებისა და ბუჩქების მკაფიო გამიჯვნას, რაც თავისთავად ხელს უწყობს მარტივ აღქმადობას და განაპირობებს ტყისა და ვიზიტორების მჭიდრო კავშირებს.
„ყვავილნარი“
აღნიშნული გატყიანების ლაქის დატანა მოხდება ყველა იმ პატარა ხევსა თუ ნაკადულზე, რომლებიც წარმოდგენილია ქედზე. აღნიშნული არეალი გაამხიარულებს და გაანათებს ქედს გაზაფხულის ყვავილობის პერიოდში. შერჩეული ყვავილის სახეობების უმეტესობა მოიპოვება ურბანული ტყის არეალში. განსაკუთრებით გამოყენებულია სახეობები, რომლებიც ხშირია ფუნიკულიორის მიმდებარედ.
„თბილისის ჩაპარალი“
აღნიშნული გატყიანების ლაქისთვის შერჩეულია გვალვაგამძლე ხე-მცენარეულობა, რომელიც ციცაბო ფერდებისთვის ეროზიის კონტროლშიც მონაწილეობს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ლაქები გააძლიერებს არეალში შემორჩენილი ურბანული ტყის ფრაგმენტებს და ნარიყალას ქედის გასწვრივ შექმნის ერთიან, შეკრულ ვიზუალურ ხედს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, გატყიანების ლაქების და სახეობების შერჩევისას, გათვალისწინებულ იქნა თბილისის ძველი უბნისთვის ოთხივე სეზონზე მრავალფეროვანი და ფერადი პეიზაჟის შექმნა.
სამხრეთის ფერდის საპილოტე პროექტის მსგავსად, ნარიყალას ქედზეც შერგვები ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით- ხეებისთვის აღებულია 3 მეტრიანი დაშორება, ხოლო ბუჩქებისა და ჩრდილის მოყვარული ხე-მცენარეებისთვის კი 2 მეტრიანი დისტანცია. დიდი ხეების, ბუჩქებისა და ჩრდილის მოყვარული მცირე ზომის ხეების დარგვა ერთმანეთის მომიჯნავედ არის შესაძლებელი, მსგავსი ქმედება ტყეს
უფრო ბუნებრივ იერსახეს სძენს. ნარიყალას ქედზე ასევე გამოყენებულია ე.წ „შესარგავი ჯიბეები“.