მსოფლიო მყინვარები სწრაფი ტემპით დნება
მეცნიერებმა შეისწავლეს დოკუმენტურად აღწერილი მყინვარების ქცევა მსოფლიოს მასშტაბით. კვლევამ დაადგინა, რომ ისინი, უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში, ყოველწლიურად 270 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდნენ. „თუკი ამ ნადნობი წყლის რაოდენობას ავიღებთ და ირლანდიის ზომის კუნძულზე გადავანაწილებთ, საკმაოდ საინტერესო შედეგს მივიღებთ. წყლის ეს რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ირლანდია ყოველწლიურად 3 მეტრი წყლით დაიფაროს“, – ამბობს რობერტ მაქნაბი, ალსტერისა და ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი BBC – ის გამოცემა „Science in Action” – თან ინტერვიუში.
მსოფლიო მყინვარები დაახლოებით 217, 175 ყინულოვან ნაკადს შეიცავს. ზოგი პატარაა, დაახლოებით 1 საფეხბურთო მოედნის ხელა, ზოგი კი ზომით ბრიტანეთს უტოლდება. მიუხედავად ამისა, მათ აქვთ ერთი საერთო მახასიათებელი: ცვალებადი კლიმატის პირობებში ყინულოვანი საფარი თხელდება და დნება, ასევე მცირდება თოვლყინულოვანი ნალექების რაოდენობა, რომელიც მყინვარებს კვებავს.
ფილიპინების დედაქალაქ მანილას უბნები უჩვეულო სახელწოდებებით გამოირჩევიან. ერთ-ერთი ასეთია ქალაქის უღარიბესი უბანი „ჰეფილენდი“. უბნის სახელწოდება არსებულ რეალობას და საცხოვრებელ პირობებს ვერაფრით პასუხობს, არც „ბედნიერ მიწას“ მოგაგონებთ მისი ქუჩები. წარმოიდგინეთ, ერთ დიდ ნაგავსაყრელად ქცეული უზარმაზარი ტერიტორია, რომლის მაცხოვრებლები თავს ნარჩენების შეგროვებითა და გაყიდვით ირჩენენ. ფილიპინები პლასტმასის ნარჩენებით გარემოს ერთ- ერთი მთავარი დამაბინძურებელია.
იხილეთ ფოტო-კოლაჟი
https://www.theguardian.com/globaldevelopment/gallery/philippines-manilahappyland-
plastic-waste-pollution-recyclingin-pictures
2025 წლისთვის მზის პანელები ევროპის ყველა საჯარო შენობაზე დამონტაჟდება
რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ევროკომისია მზის ენერგიის ფართომასშტაბიან გამოყენებას გეგმავს. ასევე, გაიზრდება ევროპული წარმოება ამ მიმართულებით.
„მზის ენერგიისა და სითბოს გამოყენება არის ერთ- ერთი მთავარი საშუალება, რათა ეტაპობრივად აღმოვფხვრათ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება,“ – ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრიუსელის მიზანია განახორციელოს ე.წ. „European Solar Rooftops Initiative/ ევროპული მზის სახურავების ინიციატივა, რათა ჩანაცვლდეს ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობა და ელექტროსისტემები ოფისებში, სახლებსა და ფაბრიკა-ქარხნებში.
აღნიშნული პროექტი ქვეყნებს უბიძგებს გამოიყენონ ევროკავშირის დაფინანსება, განახორციელონ ინიციატივის მხარდამჭერი პროგრამები და 2025 წლისთვის საზოგადოებრივ შენობებზე მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემები დაამონტაჟონ. ევროკავშირი, ასევე, გეგმავს მზის ენერგიის ინდუსტრიაში მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას. ამასთან ერთად, „ევროკავშირის მზის ალიანსი“ და ნახშირბადის ბაზრის „ინოვაციური ფონდი“ მზის ენერგიის ინდუსტრიის წარმოებაში ინვესტიციებს განახორციელებს.
https://www.euronews.com/green/2022/05/11/solar-panels-could-be-on-all-europe-s-publicbuildings-by-2025-in-phase-out-of-russian-fos
ტყის ხანძრების ეფექტი
მეცნიერებმა გამოაქვყენეს საგანგაშო ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმოქმნილი მასშტაბური ხანძრები გამოათავისუფლებს დიდი რაოდენობით სათბურის ემისიებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, შეაფერხებს 2050 წლისთვის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით დასახული მიზნების მიღწევას. ხანძრებმა მოიცვა პლანეტის ხელუხლებელი ტყეების უზარმაზარი მასივები – კანადის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, ციმბირის ტერიტორიებზე.
ჟურნალ „Science advances“ -ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, გვიჩვენა, რომ გლობალური დათბობის ფონზე ჩრდილოეთ ამერიკის ბორეალურ ტყეებში ტყის ხანძრები გახშირდა. ვარაუდობენ, რომ მომდევნო 3 ათწლეულის განმავლობაში ხანძრების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში შესაძლოა 12 გიგატონა ნახშირბადი გამოიყოს. ეს მაჩვენებელი 2.6 მილიარდი საწვავზე მომუშავე მანქანის წლიურ გამონაბოლქვს უდრის. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კარლი ფილიპსი, ამბობს, რომ ეს არის „შედგების კასკადი“, რომელიც კლიმატის კრიზისით არის გამოწვეული.
ბორეალური ტყე, ცნობილი როგორც „ტაიგა,“ პლანეტის ყველაზე დიდი და ყველაზე ხელუხლებელი ბიომია. მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უზარმაზარ ტერიტორიებს
ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და რუსეთში. მისი ეკოსისიტემა შედგება წიწვოვანი სახეობებისგან – ნაძვი, სოჭი, ფიჭვი და მსოფლიო ტყეების დაახლოებით 1/3 შეადგენს. წარსულში მკვლევრები ბორეალურ ტყეებს „სამყაროს მივიწყებულ ნახშირბადს“ უწოდებდნენ, რადგან ის ძირითადად ნიადაგში ინახავს არსებული ნახშირბადის 30-40%-ს. ბორეალური ტყეები ორჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილები. ტყის ხანძრები სათბურის
ემისიებს აფრქვევს, რომელიც იწვევს ტემპერატურის გლობალურ ზრდას, მომატებული ტემპერატურა კი, თავის მხრივ, ხანძრების გამომწვევი მიზეზი ხდება. ეს არის. ე.წ. კლიმატის ცვლილების მანკიერი უკუკავშირი.
გაეროს ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის ექსტრემალური ხანძრების რაოდნობა 30%-ით გაიზრდება. შესაბამისად, დროა პლანეტამ ისწავლოს „ცეცხლთან ცხოვრება“ ხანძრების მართვის უკეთესი პრაქტიკის საშუალებით, რათა დაიცვას ადამიანთა სიცოცხლე და ეკონომიკა უფრო მეტი ზიანისგან.
https://edition.cnn.com/2022/04/27/world/borealforest- wildfires-carbon-climate/index.html