რეკლამა

კრწანისის ტყე-პარკის ფრინველები

ეგვიპტური ყანჩა (მწყემსი)

აღწერა: სხეულის სიგრძე: 45-52 სმ, ფრთების შლილი: 82-95 სმ. დამახასიათებელია სხეულის თეთრი შეფერილობა, მომურო-ყვითელი ბუმბული თავზე, მკერდსა და ზურგზე; ფეხები მომწვანო-მოყვითალოა, ნისკარტი – ყვითელი (გამრავლების პერიოდში ნისკარტი წითელია). ახალგაზრდა ფრინველი მთლიანად თეთრია, შავი ნისკარტითა და შავი ფეხებით.
ჰაბიტატი: ტენიანი მდელოები ტბებისა და მდინარეების მახლობლად.
ბუდობა: ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ხეზე და ლელქაშში. მაისში დებს 7-9 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 22 დღემდე გრძელდება.
კვება: სხვადასხვა მწერი და თავკომბალა. საძოვრებზე დასდევენ შინაურ ცხოველებს (ზოგჯერ ზურგზეც ასხდებიან) და იკვებებიან ბუზებითა და ტკიპებით.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობუდარი

IUCN – ის სტატუსი: LC

 

ჭაობის მეჩალია

აღწერა: სხეულის სიგრძე: 13-15 სმ. დამახასიათებელია წვრილი მკრთალი წარბი. სხეულის ზედა ნაწილი მომწვანო – ყავისფერია, ქვედა- მოთეთრო-მოყავისფრო.
ჰაბიტატი: ჭაობებისა და წყალსატევების ნაპირებზე განვითარებული ლელქაშები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ლელქაშის ღეროებზე. მაისის დასაწყისში დებს 4-6 კვერცხს.
კვება: პატარა ზომის მწერები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობუდარი
IUCN – ის სტატუსი: LC

 

მდელოს ოვსადი

აღწერა: სხეულის სიგრძე: 12-14 სმ. დამახასიათებელია კარგად გამოკვეთილი წარბი (მამალს – თეთრი, დედალს – მოყვითალო); ჟანგისფერი მკერდი, თეთრი მუცელი და სხეულის ზედა ნაწილის მოშავო-მოყავისფრო შეფერილობა. მამალს ფრთის და მტევნის მფარავებზე აქვს თეთრი ლაქები.
ჰაბიტატი: მდელოები და ტყისპირები ბუჩქნარებითა და მაღალი ბალახეულობით.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს მიწაზე, ბალახის ან ბუჩქის ძირში. მაისში დებს 5-6 კვერცხს.
კვება: მწერები და მათი ლავრები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობუდარი.
IUCN – ის სტატუსი: LC

 

დიდი ყარაულა (წყლის ბუღა)

აღწერა: სხეულის სიგრძე: 69-81 სმ, ფრთების შლილი: 100-130 სმ. დამახასიათებელია სხეულის მოყვითალო- მოყავისფრო შეფერილობა ხშირი წინწკლებითა და ზოლებით; გრძელი კისერი და ფეხები – გრძელი თითებით. ყველა სხვა ყანჩის მსგავსად, ფრენისას კისერი S – ისებურად მოხრილი აქვს, გრძელი ფეხები კი – გაჭიმული.
ჰაბიტატი: დაჭაობებული მდელოები, მდინარეებისა და ტბების ლელიანი სანაპიროები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს კორდზე, მცენარეებს შორის. აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის დასაწყისამდე დებს 3-5 კვერცხს.
კვება: თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები და მღრღნელები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე.
IUCN – ის სტატუსი: LC

რეკლამა
წინა სტატიაგზა
შემდეგი სტატიაკლიმატის მე-4 ეროვნული შეტყობინება

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები