რეკლამა

„Highlander სვანეთი, საქართველო “- ლაშქრობის გლობალური პროექტი დაიწყო

სვანეთმა გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის სამდღიან  გრანდიოზულ ღონისძიებას – HIGHLANDER Georgia – ს უმასპინძლა. მსოფლიოს 11 ქვეყნის 116 რეგისტრირებული მონაწილე – ეს არის სვანეთის სადებიუტო მონაგარი, რომელმაც საქართველო მსოფლიო მოლაშქრეების რუკაზე მონიშნა. სვანურმა სალაშქრო თავგადასავალმა 25 აგვისტოს აიღო სტარტი. თავდაპირველად მონაწილეებმა თავიანთი სანომრე ნიშნები და საკვები აიღეს, ასევე, სალაშქრო აღჭურვილობის დეტალური შემოწმება გაიარეს. დილის 7 საათიდან პროექტის ქართველი და უცხოელი მონაწილეები ბეჩოს აღმართს შეუყვნენ და გულის უღელტეხილის, ლამააჯისა და ცხაკვზაგარის გზაზე გამავალი ბილიკიდან მესტიაში არსებულ I საკონტროლო პუნქტამდეც მიაღწიეს.

ყველა მონაწილის HIGHLANDER-ის მოწმობაში დაფიქსირდა ამ სავალდებულო პუნქტის გავლის დამადასტურებელი ბეჭედიც. საბოლოოდ კი ზაარგაშში დაბანაკდნენ და პირველი დღე ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასითა და მათივე მომზადებული თაშმიჯაბისა
და კუბდრის დეგუსტაციით დასრულდა. მარშრუტი, სხვა მონაწილეებთან ერთად, გაიარეს: ავსტრიის ელჩმა საქართველოში, თომას მიულენმა, HIGHLANDER UAE-ს მმართველმა დირექტორმა, ფადი ჰაჩიჩომ, HIGHLANDER Adventure-ის გლობალურმა ელჩმა, პიტერ უოთსონმა, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, HIGHLANDER
Georgia-ს კეთილი ნების ელჩმა, ირაკლი გუჯაბიძემ და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა ადამიანებმა.

HIGHLANDER Georgia, ევროკავშირთან, შვედეთთან, ავსტრიასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა (GNTA) და სხვა პარტნიორებთან, მათ შორის, სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია „შანლენდთან“ერთად, ზრუნავს საქართველოში არსებული სალაშქრო შესაძლებლობების გლობალური მასშტაბით წარმოჩენაზე.

ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულენი: „ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, მხარს უჭერენ HIGHLANDER Georgia-ს ღონისძიებას. ჩვენი მიზანია მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება სამეგრელო – ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და ზემო იმერეთის რეგიონებში. გვჯერა, რომ HIGHLANDER Georgia-სთან ჩვენი პროდუქტიული თანამშრომლობა სვანეთის ცნობადობას აამაღლებს და მას გლობალური სათავგადასავლო ტურიზმის რუკაზე მონიშნავს“.

26 აგვისტოს, HIGHLANDER55-ის მონაწილეებს ზაარგაშში ორდღიანი ლაშქრობის – HIGHLANDEREXPERIENCE-ის მონაწილეებიც შეუერთდნენ და, იფდერის, გვალდის, ზაარდლაშის, მურშკელის, ჟამუშის, ჭოლაშისა და ჟაბეშის გავლით, ყველანი სათხილამურო კურორტ თეთნულდში დაბანაკდნენ. ღონისძიება 27 აგვისტოს სოფელ ხალდეში დასრულდა.

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები