რეკლამა

News

ექსტრემალური ამინდების გამო მსოფლიოს მდინარეები შრება

კლიმატის კრიზისის სავალალო შედგები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ექსტრემალური ამინდები ხშირდება, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემოზე, მათ შორის მდინარეებზე, არამედ – მოსახლეობაზეც. ადამიანების სიცოცხლე დამოკიდებულია მდინარეებზე, იქნება ეს სასმელი თუ სარწყავი წყალი, ანდაც ენერგიის რესურსი. კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ რა საგანგაშო მდგომარეობაშია მსოფლიოს 6 მდინარე, რომლებზეც ამ სტატიაში მოგიყვებით.

მდინარე კოლორადო
კოლორადოს ნაპირები შრება, კალაპოტი კი ვიწროვდება. მდინარე წყლით ამერიკის ორ მთავარ წყალსაცავს – ლეიქ მიდს და ლეიქ პაუელს – ამარაგებს. დღეს მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ მთავრობამ კოლორადოს აუზის დასაცავად ადგილობრივ მთავრობებს დამატებითი სამოქმედო გეგმის შემუშავება მოსთხოვა. მიდის ტბაში წყლის დონე მკვეთრად იკლებს. აღნიშნული ტენდენცია 2000 წლიდან იწყება, მაგრამ წყლის დონის მკვეთრი დაცემა 2020 წლიდან ფიქსირდება. კოლორადოს კრიზისს უზარმაზარი უაყოფითი შედეგები ექნება, რადგან მასზე დაახლოებით 40 მილიონი ადამიანია დამოკიდებული ამერიკის 7 შტატსა და მექსიკაში. კოლორადო მათ სასმელი და სარწყავი წყლით, ასევე, ელექტროენერგიით ამარაგებს.

მდინარე იანძი
აზიის უდიდესი მდინარის, იანძის, ნაპირებიც შრება, ზოგ ადგილას კი კალაპოტი მნიშვნელოვნად ვიწროვდება. პრობლემა აქვს მდინარის შენაკადებსაც, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ინტენსიურად შრება. ჩინეთმა, ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად, გვალვა ქვეყნის მასშტაბით დააანონსა. მდინარე იანძის დაშრობა გავლენას მოახდენს სიჩუანის პროვინციაზე, სადაც 84 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ელეტროენერგიის 80% – ს კი ჰიდროენერგიიდან იღებს. ელექტროენერგიის გამომუშავება პირდაპირ დამოკიდებულია მდინარე იანძზე. წყლის დინების შენელება ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებას გამოიწვევს, ამიტომ ჩინეთის მთავრობამ გასცა ბრძანება 6 დღით ყველა საწარმოს დახურვის შესახებ. ადგილობრივი სააგენტოები იუწყებიან, რომ პროვინციაში წლიური ნალექების რაოდენობა განახევრებულია, ამიტომ ბევრი წყალსაცავი დაშრობის პირასაა.

მდინარე რაინი
მდინარე რაინი სათავეს ალპებში იღებს, გაივლის რამდენიმე ევროპულ ქვეყანას და ჩრდილოთის ზღვაში ჩაედინება. სწორედ ამიტომ მისი აუზი ევროპული გადამზიდი კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არხია. დღეს მდინარე რაინზე ნავიგაცია ნამდვილ კოშმარს დაემსგავსა, ზოგ ადგილას კი თითქმის შეუძლებელი გახდა. გადაზიდვის დროს შექმნილი დაბრკოლებები მომხმარებელს სატრანსპორტო ხარჯს უძვირებს.

მდინარე პო

მდინარე პო ზამთარში – ალპების თოვლით, ხოლო გაზაფხულზე წვიმებით იკვევება. მისი აუზი, ჩვეულებრივ, დამანგრეველი წყალდიდობებით ხასიათდება. მაგრამ დღეს სურათი მკვეთრად შეცვლილია. ჩრდილოეთ იტალიაში წლევანდელი ზამთრის, შემოდგომისა და გაზაფხულის სეზონები ძალიან მშრალი იყო, რამაც ბოლო 70 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი გვალვა გამოიწვია. მდინარე პო მილიონობით ადამიანისთვის საარსებო წყაროს წარმოადგენს. იტალიის სოფლის მეურნეობის 30 % – ი სწორედ მასზე მოდის.

მდინარე ლუარა
ერთ დროს ლუარას აყვავებული ველები, სადაც ცნობილი ფრაგული ვენახებია გაშენებული, დღეს უსიცოცხლოდ გამოიყურება. თითქმის 1000 კილომეტრის სიგრძის მდინარეს მეცნიერები საფრანგეთის უკანასკნელ „ველურ მდინარეს“ უწოდებენ. სწორედ ლუარა ინარჩუნებს იქ არსებულ ეკოსისტემებსა და ბიომრავალფეროვნებას, რომელთა დიდ ნაწილს UNESCO იცავს. მდინარის ზოგიერთი მონაკვეთი, ნალექების ნაკლებობისა და ექსტრემალური სიცხეების გამო, იმდენად დამშრალია, რომ ფეხით გადაკვეთაც შესაძლებელია. სატელიტური სურათებიდან კარგად ჩანს ლუარას გამშრალი კალაპოტი, მის ირგვლივ მიწის ნაკვეთები კი გამხმარია. პერიოდულად კალაპოტში კაშხლებიდან წყალს უშვებენ, რათა მდინარის გასწვრივ არსებული 4 ბირთვული ელექტროსადგური გააგრილონ.

მდინარე დუნაი

დუნაი დასავლეთ ევროპის ყველაზე გრძელი მდინარე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არხია. ევროპის სხვა მდინარეებთან შედარებით, ის უკეთეს მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, უარყოფითი ცვლილებები მაინც იგრძნობა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი. უნგრეთის ტურისტული სექტორი ძლიერ არის დამოკიდებული მდინარე დუნაის სანაოსნო ტურებზე. ბოლო მონაცემებით, ირკვევა, რომ წყლის სიმცირის გამო საკრუიზო გემების ნაწილს უჭირს მდინარის ზოგიერთი მონაკვეთის გადალახვა. გემები, რომლებიც ჯერ
კიდევ მოძრაობენ, ვერ ჩერდებიან ჩვეულ მარშრუტებზე. ბევრი სადგური იხურება, რადგან მდინარეში საკმარისი წყალი არ არის.

https://edition.cnn.com/2022/08/20/world/rivers-lakes-drying-up-drought-climate-cmd-intl/index.html

ბიომრავალფეროვნების სამიტი 2022

ბიომრავალფეროვნების სამიტის პირველ ღონისძიებას 2022 წლის 21 სექტემბერს ნიუ-იორკი უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება ემთხვევა გაერთიანებული ერების 77-ე გენერალურ ასამბლეას და ნიუ-იორკის კლიმატის კვირეულს. ბიომრავალფეროვნების წლევანდელი სამიტის პირველი ღონისძიების პროგრამა ძირითად აქცენტს ამერიკულ ბაზარზე გააკეთებს. სამიტის პროგრამა მოიცავს იმ საკვანძო ინდუსტრიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიომრავალფეროვნებაზე, მაგ: სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი, წყალი, ქალაქები და ენერგეტიკა. ბიომრავალფეროვნების სამიტის ფარგლებში, წლის ბოლომდე კიდევ 2 ღონისძიებაა დაგეგმილი; პირველი 2022 წლის 15 ნოემბერს ეგვიპტის ქალაქი შარმ – ელ – შეიხში გაიმართება, დასკვნითი შეხვედრა კი 2022 წლის 11 დეკემბერს, კანადის ქალაქ მონ-რეალში შედგება.

https://www.worldbiodiversitysummit.org/programme-new- york gclid=CjwKCAjwmJeYBhAwEiwAXlg0AUncEQ5xNnlroFJrQXsXZWmO4– KysWensbjVwVnhKZ7xnujlOwkHxoClmAQAvD_BwE

ბორჯომის ხეობაში ხანძარი მძივნვარებს

ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევში, რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ცნობის თანახმად, ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე მაშველი.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთნენ – ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო აქტიურია სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია. დღესვე ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება. ცეცხლი სოფელ ზორეთის მიმდებარედ 19 აგვისტოს გაჩნდა.

ბორჯომის ხეობაში გაჩენილმა ხანძარმა ახალციხის სოფლებამდე მიაღწია

2022 წლის ევროპული ზაფხული სითბური ტალღები, გვალვა და ხანძრები

ევროპის მაშტაბით გვალვა, სითბური ტალღები და ხანძრები მძვინვარებს. პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კი ექსტრემალური ამინდების შესახებ შეტყობინება გამოაქვეყნა. ექსპერტების ცნობით, სითბური ტალღების, გვალვებისა და ექსტრემალური ამინდების გახშირება კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.

ჟირონდას რეგიონში გაჩენილი ხანძარი, ერთ-ერთი მთავარი ხანძრის კერაა საფრანგეთში

გამხმარი ყურძნის მტევანი, ჩრდილო – აღმოსავლეთ საფრანგეთი

https://www.bbc.com/news/in-pictures-62497772

 

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები