რეკლამა

ხმაურის ზემოქმედება გარემოზე

ნაწილი II

დღეს დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დიდ ქალაქებში ცხოვრობს, რომლებიც ხმაურის და აკუსტიკური დაბინძურების წყარო გახდაქალაქებში ხმაურის ძირითად გამომწვევად მიჩნეულია საგზაო მოძრაობა და ავტოტრანსპორტის კონცენტრაცია, რამაც შესაძლოა ადამიანები დააავადოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილია დღიური აკუსტიკური ზემოქმედების ზღვარ 65 დეციბ (დბ), აც ნაკლებ საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი განიცდის აკუსტიკურ ზემოქმედებას. სიტუაცია არასახარბიელოა  და  პერიოდულად მძიმდება კიდეც.  რა შეიძლება გაკეთდეს აღნიშნულის ვითარების გასაუმჯობესებლად?! როგორ შეიძლება ხმაურით გამოწვეული რისკების შემცირება/თავიდან აცილება არსებულსიტუაციაში და რა რისკებს შეიცავს ძლიერი ხმაურის უწყვეტი ზემოქმედება?

 ხმაურის დაბინძურების მახასიათებლები

ხმაურის დაბინძურებას აქვს კონკრეტული მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს მას სხვა დამაბინძურებლებისგან:

  • ეს არის ყველაზე იაფი დამაბინძურებელი- ნივთიერებების წარმოქმნა და ენერგიის გამოსხივება ძალიან მცირეა.
  • კომპლექსურია გაზომვა და რაოდენობა.
  • იგი არ ტოვებს ნარჩენებს, არ ახდენს კუმულაციურ გავლენას გარემოზე, მაგრამ მას შეუძლია  გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  • მას მხოლოდ ერთი გრძნობა აღიქვამს: სმენა, რომელიც მის ეფექტს აფასებს, განსხვავებით წყლის შემთხვევისაგან, როდესაც, მაგალითად, დაბინძურება შეიგრძნობა მისი გარეგნობით, სუნითა და გემოთი.

ხმაური ქალაქებში

ხმაურისა და ხმაურის დაბინძურების სპეციალისტები, ისინი, ვინც ზომავენ ხმაურის დონეს ქალაქებში და ადგენენ ხმაურის რუკებს, განსაზღვრავენ დასაშვებ ბარიერს ქალაქების თითოეულ უბანში როგორც დღისით, ისე ღამით.

ხმაურის ზღურბლები უფრო მაღალია დღისით, ვიდრე – ღამით. ძლიერი ხმაურის მუდმივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება, როგორებიცაა:  სტრესი, შფოთვა, გულსისხლძარღვთა პრობლემები. ძლიერმა ხმაურმა შესაძლოა ბავშვბსაც კი დაუქვეითოს სწავლის უნარი.

ასევე არსებობს ძლიერ ხმაურთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, როგორებიცაა:

ინსომნია

ქალაქის იმ უბნებში, სადაც თავმოყრილია ბარები, დისკოთეკები, ხალხმრავალი ადგილები, ძლიერი ხმაური უფრო გვიან ღამითაა, რაც იწვევს იქ მცხოვრებ ადამიანებში ძილის გაძნელებას, საბოლოოდ კი-უძილობას. უძილობა ზრდის ისეთი ფსიქოლოგიური დარღვევების გამოვლინებას, როგორებიცაა სტრესი ან შფოთვა; ასევე იწვევს იმუნური სისტემის ცვლილებებს, მეხსიერების დაქვეითებასა და სწავლის სირთულეებს. კვლევები გვიჩვენებს, რომ ამგვარ ადგილებში მცხოვრები ადამიანები გაცილებით ხშირად მიმართავენ საავადმყოფოებს.

გულის რობლემები

ჯანმოს მიერ რეკომენდებული ხმაურის ზემოქმედების მაქსიმალური დონეა 65dB დღის განმავლობაში. ხმაურის ყოველდღიურმა ზემოქმედებამ 65 dB– ზე ან მწვავე ზემოქმედებამ 80–85 dB– ზე ზემოთ შეიძლება გამოიწვიოს გულის გრძელვადიანი დარღვევები, მაშინაც კი, თუ დაზარალებულები ვერ ამჩნევენ დაავადების სიმპტომებს, ვინაიდან სხეული რეაგირებს ხმაურის მაღალ დონეზე ნერვული ჰორმონების გააქტიურებით, რომლებიც ზრდის არტერიულ წნევას, გულისცემას, ვასკონსტრუქციას და ასქელებს სისხლს.

ცხადია, ხანდაზმული ადამიანები უფრო მგრძნობიარეები და დაუცველები არიან ამ ტიპის დაავადების მიმართ ძლიერი ხმაურის მუდმივი ზემოქმედების გამო.

სმენის პრობლემები

ადამიანებს, რომლებიც  მუშაობენ ან ისვენებენ ძლიერი ხმაურის პირობებში,  უფრო მეტად ექვემდებარებიან სმენის დაავადებებს, რომლებიც ანადგურებს უჯრედებს შიდა ყურში და აზიანებს სმენას.

სმენის დაკარგვა გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აფერხებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს აკადემიურ და სამუშაო საქმიანობას, იწვევს იზოლირების, მარტოობისა და დეპრესიის შეგრძნებებს.

ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

  • მოერიდეთ ხმაურიან ადგილებს
  • დაიცავით ყურები შესაფერისი დამცავებით
  • ტელევიზია და რადიო ჩართული იყო საშუალო ხმაზე
  • ყურსასმენების გამოყენებისას არ უნდა აღემატებოდესდღე-ღამის განმავლობაში 60% -ს
  • ნუ გამოიყენებთ მათ  დღეში ერთ საათზე მეტხანს
  • გამოიყენეთ მოწყობილობები დროის შემზღუდველით, რათა არ გადააჭარბოთ დასაშვებ დროს.

ხმაური დაბინძურება უფრო მეტ ავადმყოფს წარმოშობს

ხმაურით დაბინძურების სიმძიმის დასადგენად და შედარების მიზნით, ჩატარდა კვლევა ბარსელონას გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტში (ISGlobal), ცენტრში, რომელსაც მხარს უჭერს” la Caixa” საბანკო ფონდი. მან პირველმა შეაფასა  დაავადება, რომელიც გამოწვეულია ურბანული პირობებითა და ტრანსპორტის დაგეგმვით ბარსელონაში.

მოძრაობისაგან გამოწვეული ხმაური გარემოს ყველა ფაქტორს შორის, უმთავრესია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე მეტი დაავადება მოქალაქეებში, ფიზიკურ დატვირთვასა და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებებიც კი მაღალია.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თუ ბარსელონა უკეთესად დაგეგმავდა სივრცეებსა და ტრანსპორტს, თავიდან აიცილებდა გარდაცვალების 3.000 შემთხვევას წელიწადში.

გარდა ამისა, ფიზიკური დატვირთვის განვითარების საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, ჰაერის დაბინძურების, ხმაურისა და სითბოს ზემოქმედების შემცირებით ყოველწლიურად შეიძლება თავიდან იქნას აცილებული გულსისხლძარღვთა დაავადებების 1.700 შემთხვევა, ჰიპერტენზიის 1.300 შემთხვევა, 850  ინსულტისა და დეპრესიის 740 შემთხვევა.

 ხმაურით დაბინძურება უფრო მეტ დაავადებას იწვევს, ვიდრე ჰაერის დაბინძურება

ადამიანის ყურის შესაბამისად დეციბელებში იზომება ხმაურის შკალა:

  • 0  მოსმენის მინიმალური დონე
  • 10-30  ხმაურის დაბალი დონე ხმადაბალი საუბრის ტოლფასია
  • 30-50  ხმაურის დაბალი დონე ნორმალური საუბრის ტოლფასია
  • 55  აკუსტიკური კომფორტის დონე საშუალოდ
  • 65  ჯანმოს მიერ დადგენილი აკუსტიკური ტოლერანტობის მაქსიმალური დასაშვები დონე
  • 65- 75  შემაშფოთებელი ხმაური ექვივალენტურია ქუჩის მოძრაობით, მაღალი ტელევიზიით
  • 75-100  ყურის დაზიანება იწყება, რაც იწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებსა და ნერვიულობას
  • 100-120  სიყრუის რისკი
  • 120  აკუსტიკური ტკივილის ზღვარი
  • 140 მაქსიმალური დონე, რომელსაც ადამიანის ყური უძლებს

ბუნების ხმა

ხმაურით დაბინძურებით, ურბანული გარემოთი ვივიწყებთ ბუნების ხმას. ბევრი ადამიანი, თუნდაც ლაშქრობისას, ატარებს ყურსასმენებს და უსმენს მუსიკას იმის ნაცვლად, რომ სიამოვნება მიიღოს ბუნების ხმებით.

ბუნების საჩუქრები, როგორებიცაა ჩიტების ჭიკჭიკი ან წყაროს ჩხრიალი,  იკარგება ისეთი პროცესის გამო, რომელიც ერთგვარ სიყრუეს ჰგავს.ბუნებრივი ხმები ახლანდელი თაობებისთვის  მნიშვნელობას კარგავს, რადგან ადამიანები უგულებელყოფენ გარშემო მყოფ ხმებს.

ხმაურის დონე, რომელიც ზოგიერთ რაიონში იზრდება, აჩენს საფრთხეს იმისას, რომ ადამიანებს დაავიწყდეთ გარკვეული ხმები-კანარის სიმღერა, წყალვარდნილის ხმა ან ფოთლების შრიალი ქარის დროს, რომელიც დროდადრო ისმის მწვანე ურბანულ ადგილებშიც კი.

არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ ბუნების ხმის მოსმენის სარგებლიანობას ჯანმრთელობისთვის. დაამშვიდეთ გონება, მოადუნეთ კუნთები, თავიდან აიცილეთ სტრესი და ა.შ. მილიონობით წლის განმავლობაში განვითარებულმა ადამიანმა ბუნების მშვიდი ხმები უსაფრთხოებას დაუკავშირა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ხმაური დაბინძურება ქალაქებში

ვინაიდან საგზაო მოძრაობა ხმაურის უდიდესი წყაროა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მის შემცირებაზე. არსებობს მაგისტრალებზე განლაგებული ინფრასტრუქტურა, რომლებიც სახლების მახლობლად გადის ან – ურბანული (ისინი გადიან ქალაქის შუა ნაწილში) ზედმეტი ხმაურის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, ეს არის მაგისტრალების კიდეებზე აგებული კედლები, რათა შეამცირონ ხმაური; ურბანულ გარემოში ეს შეიძლება იყოს ხეები და ბუჩქები, რომლებიც ხმაურის შემცირების გარდა, წმენდენ დაბინძურებულ ჰაერს.

არსებობს პროექტები – ავტომაგისტრალებზე მზის სახურავები – განახლებადი ენერგიით სარგებლობისთვის ხმაურის თავიდან ასაცილებლად. გზები, მაგისტრალები და რკინიგზები დაფარეთ მზის ფოტოელექტრო საფარით. ეს უკვე საშუალებაა უცნაური ინსტალაციით, როგორც ბელგიაში ჩქაროსნული მატარებლის ხაზი. იგი თავიდან აგვაცილებს  გამთენიისას და შებინდებისას მზით გამოწვეულ უსიამოვნებებს, ისევე როგორც ძრავების გადახურებას მაღალ ინსოლაციის ადგილებში, როგორებიცაა უდაბნოები და თბილი ქვეყნები და მკვეთრად შეამცირებს ქალაქებში  ხმაურს, ამასთანავე მოგვაწვდის ენერგიას ჩვენ განახლებადი, არადაბინძურებული და ეფექტური წყაროდან.

როგორც ხედავთ, ხმაური უხილავია ადამიანის თვალისთვის, მაგრამ მისი შედეგები საკმაოდ სერიოზულია,  ამიტომ ჩვენი მხრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ხმაურისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები.

 

მოამზადაა ირაკლი ჯაშმა

რეკლამა

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები