გარემოსდაცვით განათლებას საფუძველი მე-18 საუკუნეში ჩაეყარა, მის ერთ-ერთ
ფუძემდებლად ფრანგი განმანათლებელი და ფილოსოფოსი ჟან ჟაკ რუსო ითვლება. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ რუსოს გარემოსდაცვითი განათლების თეზისები შვეიცარიელმა ნატურალისტმა ჟან ლუი რუდოლფ აგაზისმაც გაიზიარა. გარემოსდაცვითი განათლების მათეული პროგრამა ბუნების შესწავლის კონცეფციაზე იყო აგებული. გარემოსდაცვითი განათლების კონცეფციის ჩამოყალიბებაზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა მე – 20 საუკუნის განმავლობაში მომხდარმა ეკოლოგიურმა კატასტროფებმა, პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა მოვლენებმა. ამ მიმართულებით თანამედორვე მიდგომების შემუშავებაში უდიდესი როლი შეასრულა ამერიკელმა მწერალმა, ეკოლოგმა, მეცნიერმა და მეტყვემ ალდო ლეოპოლდმა. ის იყო ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორი და ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესახებ მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი მიიჩნევდა, რომ ველური ბუნების მართვა ბიომრავალფეროვნების აღდგენისა და შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო გარემოსდაცვითი ეთიკის ნორმების დამკვიდრება ბუნებრივი რესურსების გამოყენების პროცესში. ალდო ლეოპოლდის ცნობილი წიგნი „ A Sand County Almanac” გარდაცვალების შემდეგ, 1949 წელს გამოქვეყნდა და ნამდვილ ბესტსელერად იქცა.
მე-20 საუკუნის 60-70 – იან წლებში გარემოსდაცვითი განთლების განვითარებას ხელი შეუწყო ისეთმა მოვლენებმა, როგორებიცაა ადამიანების უფლებები, ვიეტნამის ომი, ცივი ომი, რომელიც ამერიკაში საზოგადოების დაპირსისპირების მიზეზიც გახდა. ამ პერიოდში საზოგადოების უმრავლესობამ დაიწყო ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე და გარემოს რადიაციული და პესტიციდების ნარჩენებით დაბინძურებაზეც დაფიქრდა. საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა რეიჩელ კარსონის წიგნმა „მდუმარე წყაროები“ (Silent Springs), რომელშიც მოთხრობილია თუ რა საფრთხეებს ქმნის მცენარეების შესაწამლად განკუთვნილი პესტიციდების უკონტროლო გამოყენება. წიგნმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში, საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტმა კენედიმ სამეცნიერო საბჭოს წიგნში წამოჭრილი საკითხების ყურადღებით შესწავლა დაავალა. მათ შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და გასცეს დასკვნა, რომ ზოგიერთი პესტიციდი უფრო მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცეულიყო, შემდგომში კი ისინი სრულად აკრძალეს. შემოიღეს ახალი წესები, რომელთა მიხედვითაც, მწარმოებელი ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია უსაფრთხოა.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გარემოსდაცვითი განათლების განვითარება აუცილებელია, რათა ამ პრობლემებს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს. ამავე დროს, 1970 წელს სენატორმა გეილორდ ნელსონმა დაარსა დედამიწის დღე, 22 აპრილი. იგი ამ გზით შეეცადა მსოფლიოს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას გარემოსდაცვით განათლებას საფუძველი მე-18 საუკუნეში ჩაეყარა, მის ერთ-ერთ ფუძემდებლად ფრანგი განმანათლებელი და ფილოსოფოსი ჟან ჟაკ რუსო ითვლება. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ რუსოს გარემოსდაცვითი განათლების თეზისები შვეიცარიელმა ნატურალისტმა ჟან ლუი რუდოლფ აგაზისმაც გაიზიარა. გარემოსდაცვითი განათლების მათეული პროგრამა ბუნების შესწავლის კონცეფციაზე იყო აგებული.
გარემოსდაცვითი განათლების კონცეფციის ჩამოყალიბებაზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა მე – 20 საუკუნის განმავლობაში მომხდარმა ეკოლოგიურმა კატასტროფებმა, პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა მოვლენებმა. ამ მიმართულებით თანამედორვე მიდგომების შემუშავებაში უდიდესი როლი შეასრულა ამერიკელმა მწერალმა, ეკოლოგმა, მეცნიერმა და მეტყვემ ალდო
ლეოპოლდმა. ის იყო ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორი და ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესახებ მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი მიიჩნევდა, რომ ველური ბუნების მართვა ბიომრავალფეროვნების აღდგენისა და შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო გარემოსდაცვითი ეთიკის ნორმების დამკვიდრება ბუნებრივი რესურსების გამოყენების პროცესში. ალდო ლეოპოლდის ცნობილი წიგნი „ A Sand County Almanac” გარდაცვალების შემდეგ, 1949 წელს გამოქვეყნდა და ნამდვილ ბესტსელერად იქცა.
მე-20 საუკუნის 60-70 – იან წლებში გარემოსდაცვითი განთლების განვითარებას ხელი შეუწყო ისეთმა მოვლენებმა, როგორებიცაა ადამიანების უფლებები, ვიეტნამის ომი, ცივი ომი, რომელიც ამერიკაში საზოგადოების დაპირსისპირების მიზეზიც გახდა. ამ პერიოდში საზოგადოების უმრავლესობამ დაიწყო ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე და გარემოს რადიაციული და პესტიციდების ნარჩენებით დაბინძურებაზეც დაფიქრდა. საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა რეიჩელ კარსონის წიგნმა „მდუმარე წყაროები“ (Silent Springs), რომელშიც მოთხრობილია თუ რა საფრთხეებს ქმნის მცენარეების შესაწამლად განკუთვნილი პესტიციდების უკონტროლო გამოყენება. წიგნმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში,
საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტმა კენედიმ სამეცნიერო საბჭოს წიგნში წამოჭრილი საკითხების ყურადღებით შესწავლა დაავალა. მათ შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და გასცეს დასკვნა, რომ ზოგიერთი პესტიციდი უფრო მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცეულიყო, შემდგომში კი ისინი სრულად აკრძალეს. შემოიღეს ახალი წესები, რომელთა მიხედვითაც, მწარმოებელი ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია უსაფრთხოა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გარემოსდაცვითი განათლების განვითარება აუცილებელია, რათა ამ პრობლემებს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს. ამავე დროს, 1970 წელს სენატორმა გეილორდ ნელსონმა დაარსა დედამიწის დღე, 22 აპრილი. იგი ამ გზით შეეცადა მსოფლიოს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას გარემოსდაცვითი პრობლემებისადმი. თავდაპირველად ამ თარიღს მხოლოდ ამერიკაში აღნიშნავდნენ, თუმცა 1990 წლიდან გასცდა მის საზღვრებს და საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. 1990 წლიდან დედამიწის დღეს მსოფლიოს 170-მდე ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც. პრეზიდენტ ნიქსონის ინიციატივით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს ნაციონალური განათლების აქტი, რომელიც გულისხმობდა სასწავლო პროგრამებში გარემოსდაცვითი განათლების საკითხების შეტანას. 1971 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ჩამოყალიბდა რა გარემოსდაცვითი განათლების ეროვნული ასოციაცია.
აღნიშნული მოძრაობა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. გაეროს განთლების, მეცნიერებისა და კულტურის (UNESCO) ორგანიზაციისა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, მე-20 საუკუნის 70-აინ წლებში ჩატარდა სამი მნიშვნელოვანი ფორუმი, რომლებზეც მიიღეს გარემოსდაცვითი განათლების სფეროში უმინიშვნელოვანესი დოკუმენტები. 1972 წელს სტოკჰოლმში მიიღეს „დეკლარაცია ადამიანის გარემოს შესახებ“, ხოლო 1975 წლის ოქტომბერში ბელგრადში გაიმართა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა, რომელმაც დაამტკიცა ბელგრადის ქარტია. ქარტიამ, სტოკჰოლმის დეკლარაციის საფუძველზე, დააზუსტა გარემოსდაცვითი განათლების პროგრამების მიზნები, ამოცანები და სახელმძღვანელო პრინციპები.
მსოფლიოში მიმდინარე ამ საინტერესო პროცესებს არც საქართველო ჩამორჩებოდა. მიუხედავად კომუნისტური წყობისა, 1977 წელს თბილისში, გაეროს განთლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ორგანიზებით, ჩატარდა პირველი სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რომელმაც დაამტკიცა „თბილისის დეკლარაცია გარემოსდაცვითი განათლების შესახებ“. ითვლება, რომ გარემოსდაცვითი განათლების თანამედროვე მიდგომებსა და შეხედულებებს სწორედ თბილისში ჩაეყარა საფუძველი. თბილისის დეკლარაციაში დაიხვეწა და განმტკიცდა ის საკითხები, რომლებიც მოცემული იყო სტოკჰოლმის დეკლარაციასა და ბელგრადის ქარტიაში. თბილისის დეკლარაციით განისაზღვრა, რომ გარემოდაცვით განათლებას უდიდესი როლი აქვს გლობალურ გარემოს დაცვაში. დეკლარაციაში ვკითხულობთ: „გარემოსდაცვითი განათლება არის სწავლის პროცესი, რომელიც მიმართულია როგორც გარემოსა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ცოდნისა და საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლებისკენ, ასევე ამ გამოწვევების გადასაჭრელად აუცილებელი უნარებისა და ექსპერტული ცოდნის განვითარებისკენ და ხელს უწყობს სათანადო დამოკიდებულებების, მოტივაციის ჩამოყალიბებას, რომელიც საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და პასუხისმგებლობით გამსჭვალული ქმედებების განსახორციელებლად.“ გარემოსდაცვითი განათლების თანამედროვე განმარტება ზუსტად იმეორებს თბილისის დეკლარაციის არსს.
გარემოსდაცვითი განათლების საკითხები, რა თქმა უნდა, ჩადებულია ქართულ კანონმდებლობაშიც. 1996 წელს მიიღეს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“. ამ კანონმა განსაზღვრა ქვეყნის გარემოსდაცვითი პრინციპები, ხელისუფლების უფლება-მოვალეობები გარემოსთან მიმართებაში, მათ შორის – გარემოსდაცვითი განათლების სფეროში. 2004 წელს გამოიცა განკარგულება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“. განკარგულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გარემოსდაცვით თემატიკას – „ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა – მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეუძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ ქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო“.
2012 წელს, საქართველოს მთავრობის N 980 გაკარგულებით დამტკიცდა „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის: საქართველო 2012 – 2014 წლის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სტრატეგიის მთავარი ამოცანაა საქართველოში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ქვეყნის მდგრადი განვითარება.
დაბოლოს, თბილისის დეკლარაციის მიხედვით, გარემოსდაცვითი განათლება ეფუძნება:
- გარემოსა და გარემოსდაცვითი გამოწვევების/ პრობლემების შესახებ ცოდნის გაღრმავებას;
- გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისათვის აუცილებელი უნარებისა და ექსპერტული ცოდნის განვითარებას;
- მოქალაქეობრივი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობით გამსჭვალული ქმედებების განხორციელებისთვის.
მოამზადა ირინა ჯაფარიძემ