რეკლამაspot_img

News

კანადა-სლოვაკეთის ფოტოგრაფი მარტინ გრეგუსი პატარაობიდანვე საოცარ ნამუშევრებს ქმნის. მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი ფოტოგრაფიას მიუძღვნა,რასაც მოწმობს წლის პრესტიჟული ველური ბუნების ფოტოგრაფის ჯილდო, რომელიც პოლარული დათვების ფოტოებით მიიღო.

მარტინ გრეგუსმა 33 დღე გაატარა ჰადსონის ყურის დასავლეთ სანაპიროზე.მან, დრონის დახმარებით, რამდენიმე შთამბეჭდავი ფოტოს გადაღება მოახერხა.

„ეს ვერონიკა და ბეტია,ორი მდედრი დათვი.  არ ვიცი, ერთმანეთისა ვინ იყვნენ, ალბათ უფრო დები. ისინი ყველაფერს ერთად აკეთებდნენ, ერთად იკვებებოდნენ, ერთად აფრთხობდნენ მტერს, ერთად ცურავდნენ. მართლაც დაუჯერებელი იყო მათი საქციელი,“ – ამბობს მარტინი.

მარტინს ზემოაღნიშნული ექსპედიციის იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც 2015 წელს პირველად გადაიღო ვეშაპები და დათვები. 2021 წელს კი ამ პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვობიდანვე უყვარდა ბუნება და ოცნებობდა, რომ თავადვე გამოეკვლია პლანეტის უნიკალური ადგილები.

Wildlife Photographer of the Year 2021

მოცემული ფოტო ფოტოგრაფის საყვარელი კადრი გახლავთ. მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის,რომ კარგი ფოტო გამოსულიყო. „მახსოვს,ამ კარის გადაღება კამერით ვერ მოვახერხე,ეს იყო დისტანციური მართვის მთელი კონფიგურაცია,რომელზედაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი“-აღნიშნავს მარტინი.

Wildlife Photographer of the Year 2021

ეს ფოტო ნათლად გვიჩვენებს ცხოველის უნიკალურობას და იმას, თუ რამდენად კარგად არის ადაპტირებული თავის ჰაბიტატთან.

ფოტოზე ათენა და ჰერკულესი არიან,დედა-შვილი.ისინი ერთმანეთისადმი  თანაგრძნობასა და სიძლიერეს იჩენენ. მათ შორის ისეთი ძლიერი კავშირია, რომ ადამინათა ურთიერთობებისგან ნამდვილად ვერ განასხვავებ.

Wildlife Photographer of the Year 2021

„საოცარი იყო დედისა და შვილების ურთიერთობა. მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ მათ ტერიტორიაზე ვიყავით,ისინი მაინც ბუნებრივად იქცეოდნენ“

Wildlife Photographer of the Year 2021

 

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები