ჟურნალ "ველური ბუნების" ზამთარი-გაზაფხული 2020-ის ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ:

გიორგი გახარია

„...ჩვენ მსოფლიოს ხელახლა უნდა გავაცნოთ საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა; საქართველოს შეუძლია ახალი ადგილი დაიმკვიდროს გლობალურ საინვესტიციო პროცესებში. კოვიდ- 19 პანდემიამ მსოფლიოს მულტინაციონალური კომპანიების დღის წესრიგში დააყენა წარმოების დივერსიფიკაციის საკითხი, შესაბამისად, პრიორიტეტულია საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება... ‘‘ { გვ.6 ზამთარი 2020 }

თენგიზ ცერცვაძე

“...არსებობს მყარი თეორიები, რომ კლიმატის ცვლილების (მათ შორის - გლობალური დათბობის) შედეგად ყინულის დნობა გამოათავისუფლებს მასში „მიძინებულ“ პათოგენებს, რომლებიც შემდგომ მწერებმა შეიძლება გადაიტანონ, რაც ახალი ეპიდემიის საფრთხეს ქმნის...“ { გვ.6 გაზაფხული 2020 }

ნიკო ქერდიყოშვილი

"...ჯიხვი რამოდენიმე წამს შეყოვნდა, უკან მოტრიალდა და დაღმართზე დაეშვა. მგელმა გვერდზე პირის მოკიდება მოასწრო მაგრამ, კარგად ვერ მისწვდა და კბილებში მხოლოდ ხარჯიხვის ხშირი ბეწვი შერჩა. ამ ორთაბრძოლის დანახვისას, დანარჩენი ჯიხვები სულ გადამავიწყდა, ფეხზე წამოვდექი და ფერდობზე გაფრენილ მებრძოლებს კადრების წვიმა გავაყოლე...“ { გვ.36 ზამთარი 2020 }

ფონდი განვითარება და გარემო

„...პროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისში ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციას ... რა რესურსი აქვს თბილისს, რომ გარემო გაუმჯობესდეს? მთაწმინდის ფერდი ჩვენი ქალაქის არამარტო გულს და სიმბოლოს წარმოადგენს...“ { გვ.6 ზამთარი 2020 }

ფონდი განვითარება და გარემო

„ ... საველე გასვლებისას, მცენარეულ საფარზე დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად, გამოვლინდა გაზაფხულზე მოყვავილე, მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობები - კავკასიური ღვინა, კავკასიური ზამბახი, რომაული გუგულის კაბა და კავკასიური ფუტკრის დედა...“

„... წარსულში აქ გვხვდებოდა კოლხური ხოხობი და კაკაბი, თუმცა ადამიანის ზემოქმედების შედეგად დღეს ეს სახეობები აღარ ბინადრობენ...“ {გვ 12 გაზაფხული 2020 }

მწვანე თბილისი

„...ბევრს შეიძლება ჰგონია, რომ ძველად, 100 და 200 წლის წინ, თბილისი მწვანეში ჩაფლული ქალაქი იყო და ცხელი ზაფხულიც იოლად გადაჰქონდათ იმ ძველ თბილისელებს, მაგრამ...“ { გვ.32 გაზაფხული 2020 }

„ ... განსაკუთრებით გააქტიურდა თბილისის შემოგარენის, მათ შორის მთაწმინდის ფერდობის მწვანე საფარის გაჩეხვა პირველი მსოფლიო ომის დროს. მოშიშვლებული ფერდობებიდან კი წვიმისას ნიაღვრები მოდიოდა ...“ { გვ. 26 გაზაფხული 2020 }

ლანდშაფტური თბილისი

„ ...თბილისს შესანიშნავი ბუნებრივი პირობები გააჩნია, განსაკუთრებით მისი ისტორიული ბირთვის, მაღალი კულტურული ღირებულება მდგომარეობს მის ჰარმონიულ შერწყმაში ირგვლივ მდებარე ბუნებრივ ლანდშაფტთან...“ გვ. { 42 გაზაფხული 2020 }

„...დღეის მდგომარეობით თბილისის გამწვანების მაჩვენებელი სავარაუდოდ 4-5 კვ.მ-ზე დაბალია, ვინაიდან განსაკუთრებით ბოლო 15-20 წელიწადში დედაქალაქი მოექცა ფართომასშტაბიანი, ქაოსური მშენებლობების გარემოში...“ { გვ. 28 გაზაფხული 2020 }

„... თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში წარმოდგენილია 7 ლანდშაფტური ერთეული, რაც უნიკალურია მსოფლიოს დედაქალაქების ლანდშაფტურ მრავალფეროვნებაში...“ { გვ. 23 გაზაფხული 2020 }