რეკლამაspot_img

ალტიჰათი

 

ვესაუბრებით საქართველოში უპეცენდენტო და შესაბამისად უნიკალური პროექტის ავტორის შპს „ალტიჰათის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და დირექტორს ნიკოლოზ ალავიძეს

  • რა არის თქვენი პროექტის მიზანი?
  • პროექტის მიზანია საქართველოში სამთო და რეკრეაციული ტურიზმის მიმართულების განვითარება და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარემოზე მავნე ზემოქმედება, შედეგად კი შეიქმნას ახალი შესაძლებლობები და გაუმჯობესდეს არსებული მწირი ინფრასტრუქტურა.

გარემოზე ადამიანრი ზემოქმედების მინიმალიზება და არსებული სიტუაციის გამოსწორება, მთაში უსაფრთხოების გაუმჯობესება და არსებული, ნეგატიური სტატისტიკისა და რისკების შემცირება იყო და არის პროექტ „ალტიჰათის“ მთავარი მოტივაციაც და „საწვავიც“. „ალტიჰათის“ დამფუძნებლებმა მიზნად დავისახეთ კავკასიონზე უსაფრთხო და საინტერესო მიმართულების შექნა არა მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი მიმართულება და „დანიშნულების ადგილი“ აქტიური სარეკრეაციო ტურიზმის მიმართულებით კავკასიონზე, გავზარდეთ რა როგორც ადგილობრივი, ისე ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი ბიზნეს ეკოსისტემა. რაც მთავარია, ეს ეკოსისტემა დღითი დღე ფართოვდება და ძლიერდება. ამჟამად კავაკასიონზე აშენებულია პირველი სამთო თავშესაფარი (მე-20 საუკუნის 30-40-იანი წლების შემდეგ), სადაც ფუნქციონირებს ევროპაში ყველაზე მაღალ წერილში მოქმედი ბიბლიოთეკა. ასევე ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილში განთავსებული საფოსტო ყუთი – აქედან შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გააგზავნოთ ღია ბარათები და, რა თქმა უნდა, დატკბეთ ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილში მოწყობილ რესტორანში რომატიკული ვახშამით.

  • როგორ დაიწყო თქვენი პროექტი?
  • პროექტი დაიწყო სამმა პარტნიორმა – მამუკა ნიკოლაძემ, დავით ჭიჭინაძემ და მე, ნიკოლოზ ალავიძემ – 2015 წელს ჭაუხში სტუმრობისას. იდეა სწორედ იქ გაჩნდა, მძიმე სანიტარული პირობების ფონზე, რაც, სამწუხაროდ ე.წ. კემპინგის ტერიტორიაზეა გამეფებული. 15 წლის ვაკო ალავიძემ მწარედ გვამხილა სამივე (და იქ მყოფი დანარჩენებიც) „სამშობლოს სიყვარულსა და სადღეგრძეოებში დაღვრილი ვაჟკაცები“. ეს მხილება იქცა ჩვენ მოტივაციად. თავდაპირველად მოვიფიქრეთ მხოლოდ ბიოსაპირფარეშოების განლაგება საფეხმავლო მარშრუტებისა და ე.წ. „კემპინგის“ ადგილებში. ამ მიმართულებით მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა: არ ხდება ნარჩენების მართვა და დასუფთავება, (თუ არ ჩავთვლით სატელევიზიო კამერების წინ პოზირებას წელიწადში ერთხელ, რაც ძალიან არაეფექტურია), მთაში, სიმაღლეზე ეს საკითხი სერიოზულ პრობლემას ქმნის და დისკომფორტს წარმოადგენს.
  • რით და როგორ დაიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება?
  • მიუხედავად იმისა, რომ საფეხმავლო მარშრუტებზე ბევრი ტურისტი და/ან ადგილობრივი ვიზიტორია, ტურიზმის (სათავგადასავლო) ეს მიმართულება ჯეროვნად არაა განვითარებული და ასევე მწირია სამაშველო შესაძლებლობები, განსაკუთრებით დიდ სიმაღლეებზე. დასაწყისისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ ამ პრობლემის ლოკალურად მოგვარება და დავიწყეთ ადგილით, რომელიც ყველაზე მაღალია და ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს – ყაზბეგით, კერძოდ მყინვართან ახლოს განთავსებული „საკემპინგე“ ადგილიდან ე.წ. „საბეწრედან“, სადაც სეზონის განმავლობაში უამრავი მნახველია. შესაბამისად, „შთამბეჭდავია“ ინდუსტრიული და ადამიანური ნარჩენების ნაკვალევი.
    მივმართეთ სახელმწიფოს, დაგვჭირდა დიდი დრო, რომ შეგვეძინა (ვალდებულებებით) შესაბამისი მიწის ნაკვეთი, რომელიც წინასწარ სხვადასხვა დარგის პროფესიონალის (გეოლოგი, ზვავების სპეციალიტი ავსტრიიდან, ინჟნრები და არქიტექტორი) შევარჩიეთ და დავიწყეთ პროექტიც, რომელიც ზემოთხსენებული დროის განმავლობაში ბიოსაპირფარეშოს ინსტალაციიდან ტრანსფორმირდა და გადაიქცა სამთო ქოხად.
    2016-17 წლებში დავასრულეთ პროექტის პირველი და მეორე ეტაპები, რაც მოიცავდა დეტალურ დაგეგმვას, არქიტექტორული პროექტის მომზადებას, სამშენებლო ნებართვის მოპოვებას, ასევე გავაძლიერეთ ჩვენი გუნდი, რომელსაც დაემატა შვეიცარიის მოქალაქე ქალბატონი მარტინა რამინგი.
    ამ პერიოდში შევარჩიეთ პირველი ეტაპის სამშენებლო გუნდი, და 2017 წლის სექტემბერში დავასრულეთ პროექტის ურთულესი ნაწილი, რკინა-ბეტონის საძირკველის და ფუნდამენტის მშენებლობა. სამშენებლო მასალები 3000 მეტრ სიმაღლეზე ვერტმფრენით ავიტანეთ, ხოლო სამუშაოები ქართულმა კომპანიამ შპს „იმესკიმ“ განახორციელა. ჯამში დაგვჭირდა 200 როტაცია მხოლოდ ქვიშის ღორღისა და ცემენტის ასატანად 3000 მეტრზე, სტეფანწმინდიდან ალტიჰათის განთავსების ადგილამდე, და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ეს ეტაპი წარმატებით დავძლიეთ. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი შევუკვეთეთ სახლი, რომელიც მთლიანად აშენდა შვეციარიის ქალაქ დავოსის მახლობლად, ვილში.
    პროექტის განვითარების ბოლო ეტაპზე, 2018 წელს ჩვენი გუნდი კიდევ გაძლიერდა ახალი პარტნიორებით, ესენი არიან იტალიელი წყვილი მიქელე რილი და საბრინა დაპორი, ასევე ჩვენი მეგობარი და პროექტის გულშემატკივარი გიორგი ქეშელაშვილი.
  • როგორ ჩამოიტანეთ შვეიცარიიდან აშენებული სახლი, ვინ დაგეხმარათ?
  • რაც შეეხებ ალტიჰათსა და მშენებლობის დასკვნით ეტაპს იგი მოიცავს 2018 წლის მაისი-ნოემბრის პერიოდს. შვეიცარიიდან ქოხის ჩამოტანა დაშლილი მდგომარეობაში მოხდა, სადაც თითოეული ელემენტი დაალოებით 500 კგ-ს იწონიდა, გებრუდერ ვეისმა ჩამოიტანა სტეფანწმინდამდე, იქედან კი შევიცარიელმა პილოტმა ფრანც კოტინგმა, რომელიც პროექტში მოხალისედ ჩაერთო, აიტანა იგი 3014 მეტრ სიმაღლზე ვერტმფრენით და უზურნველყო მისი მშენებლობა, რაც მაისის თვეში 10 დღეში დასრულდა, ფრანცისა და შვეიცარელი მეგობრისა და მოხალისის მეთაურობით. გუნდის ლიდერი გახლდათ შვეიცარელი დამსახურებული დურგალი კურტ ვანდფლუჰი, რომელმაც დასახმარებლად თავისი დავოსელი მეგობრები ჩამოიყვანა, მათ შორის დავოსის პოლიციის „მაღალჩინოსანი“ მარიო ფილი და 15 კაციანმა შვეიცარიულ-ქართულმა მოხალისეთა გუნდმა, 10 დღეში დაუღალავი შრომით ალტიჰათის შენობის კარკასი 3014 მეტრ სიმაღლზე წარმატებულად დავასრულეთ. მშენებლობა ამით არ დასრულებულა, წინ დიდი დაბრკოლებები, უამინდობა და სირთულეები გვქოდა, თუმცა 2018 წლის ნოებრის დასაწყისამდე ნელ-ნელა ვაგრძელებდით პროექტზე მუშაობას. გავმართეთ სერვისები და სექტემბრიდან დავიწყეთ სატესტო რეჟიმში მუშაობა. 12 ნოემბრამდე ვუმასპინძლეთ 300 ადამიანს, საიდანაც 100-მდე ღამის თევა იყო ალტიჰათში.
    მიმდინარე წელს კიდევ გვაქვს დარჩენილი სამუშაოები, რაც უამინდობისა და ვერტმფრენის ხელმიუწვდომლობის გამო ვერ დავასრულეთ. უნდა დავასრულოთ მზის ენერგიის მონტაჟი, გარე ფასადის კოსმეტიკური სამუშაოები, კემპინგის ტერიტორიის კეთილმოწყობა და ზოგიერთი წვრილმანი, თუმცა სეზონი იანვარშივე გავხსენით და უკვე ვუმასპინძლეთ სკი-ტურის ჯგუფებს, ავსტრიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან სპეციალურად ალტიჰათის გამო რომ ჩამოვიდნენ და ჩამოდიან საქართველოში. წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს და დარჩენილი სამუშაოების დასრულებისთანავე გავაგრძელებთ ტერიტორიის ათვისებას.
  • როგორია თქვენი პროექტის კონცეფცია?
  • პროექტის ავტორებს გვაქვს განაცხადი, რომ რეალურად ინოვაციურ და ახალ მიდგომას ვქმნით ამ სიმაღლეზე. საქართველოში და კავკასიონზე, ზოგადად, ასეთი სერვისი არ არსებობდა ჩვენამდე (ასეთ სიმაღლეზე ბოლოს მშენებლობა 1940 -იან წლებში განხორციელდა, ლ. ბერიას მიერ – მეტეოსადგური, ამჟამად იქ ბეთლემის ქოხი ფუნქციონირებს 3650 მეტრ სიმაღლეზე, რაც საკმაოდ მაღალი ელევაციაა და არაპროფესიონალებისთვის შედარებით რთული დასაძლევია), თუმცა ვეროპულ ალპებში მნიშვნელოვნადაა განვითარებული, რაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება. მაგალითისთვის, ცნობილ მონბლანის მთაზე საფრანგეთის მხარეს 7 სამთო თავშესაფარია.
    ჩვენი კონცეფცია ითვალისწინებს განსხვავებულ, „ერთი ფანჯრის პრინციპს“ რაც განსაკუთრებით მიმზიდევლია საერთაშორისო ტურისტებისთვის, იქნება ეს პროფესიონალი თუ მოყვარული ალპინისტი/ტრეკერი, „სკოტურეტი“ ან „ბერდვოჩერი“ – პოტენციურ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მის ქვეყანაშივე, ვებგვერდზე ოთახის რეზერვაციისას დაჯავშნოს საერთაშორისო სტანდარტების და ლიდერი მწარმოებელების ალპინისტური და აქტიური სპორტისთვის საჭირო ეკიპირების კომპლექტი (ველოსიპედი, თხილამური, სპეციფიური ტანისამოსი, სამთო აღჭურვილობა, მოითხოვოს პროფესიონალი გამყოლის მომსახურება და ა.შ.). ეს ყველაფერი მას ადგილზე 3014 მეტრ სიმაღლზე დახვდება, რაც საშუალებას მისცემს, ზედმეტი ბარგის ტარებას თავი აარიდოს, მაქსიმალურად შეღავათიანად/კომფორტულად იმოგზაუროს საქართველოში, დალაშქროს 5+ათასი მეტრი სიმაღლე, 3000+ მეტრიდან დაეშვას სამთო ველოსიპედით (ასეთი უნარების არსებობის შემთხვევაში), შუალედში კი დატკბეს უმაღლესი ხარისხის მუსიკით, ისიამოვნოს ბიბლიოთეკით  „ვასილ კეჟრაძის სახელობის კარცერლუქსი – 3000 მეტრზე“ და/ან გაერთოს მისთვის უცხო ადამიანებთან ერთად სხვადასხვა სამაგიდო თამაშებით. პარალელურად კი დააგემოვნოს ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძები ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე.
    ამ ყოველივეს შემდეგ ყველა დამსვენებელს ნათლად ეცოდინება, რომ მის მიერ დახარჯული თანხიდან კავკასიონზე (სადაც ყველაზე  მეტი ტურისტი იყრის თავს) წვლილი შეაქვს სოციალურ ცვლილებაში (Social Impact), რადგან არაპირდაპირ აფინანსებს ნარჩენების მართვის სისტემის შექმნას და ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ყველაფერთან ერთად კი დიდ სიმაღლეზე უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებასა და რისკების შემცირებაში შეაქვს წვლილი, რადგან ადგილზე განთავსდებიან პროფესიონალი სამთო მაშველები/გიდები რისი საშუალებაც აქამდე, ფაქტობრივად, არ არსებობდა (ფიზიკურად არაა არც თავშესაფარი და არც პროფესიონალური ნაგებობა, რათა სამთო მაშველები სიმაღლეზე განთავსდნენ, ეს ასევე ბიზნეს შესაძლებლობაა პროფესიონალი და სერტიფიცირებული მაშველებისთვისა და გიდებისთვის). ამ მიმართულებით 2018 წლის განმავლობაში პოლონელმა მოხალისე მაშველებმა გასწიეს უდიდესი სამსახური, მათ კარვებში გაატარეს მთელი სეზონი. გუნდი კი პროფესიონალი მთამსვლელებითა და პარამედიკოსებით იყო დაკომპლექტებული, ვინც სეზონის დროს უამრავი სამაშველო ოპერაცია ჩაატარა (ეს ცალკე თემაა და აუცილებლად ამ ხალხის წვლილი და ამაგი ჩვენი ტურიზმის განვითარებაში სათანადოდ უნდა იქნა დაფასებული ყველა დონეზე).
  • რის გაკეთებას გეგმავთ კიდევ პროექტის ფარგლებში?
  • ტურიზმის განვითარებას, რაც აუციელებლი და ასევე გარდაუვალი პროცესია, გააჩნია ჩრდილოვანი მხარეც – ბუნებაზე მავნე ზემოქმედება და დაბინძურება. ეს პლანეტის პრობლემაა და არც საქათველოა გამონაკლისი. ნარჩენების მართვის სისტემის შექმნა და სისტემური დანერგვა ალპურ სიმაღლეებზე კი გაცილებით რთულია, ვიდრე – „ცივილიზაციასთან“ ახლოს.
    ასევე მნიშვნელოვანია ახალი, მზარდი და ისეთი საინტერესო მიმართულებების, როგორიცაა: „ბერდვოჩინგი“, სკი-ტურინგი, ჰელი-სკი და ჰელი-ტრეკინგის ხელშეწყობა, დამატებითი, ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და ა.შ. ეს ყველაფერი საბოლოოდ დაგვეხმარება სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტიაშო საქართველოს ტურისტული პოტენციალის მძლავრად დამკვიდრებაში, რაც თავის მხრივ, მაღალშემოსავლიანი ტურიზმის ინდუსტრიზეა ორიენტირებული.
    პროექტის შემდეგ ეტაპზე, ვგეგმავთ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, მათ შორის რამოდენიმე „ლაქშერი“ ოთახის აშენებას, უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას, და რაც მთავარია, ახალი სანახაობრივი ხიდის მშენებლობას, რომელიც დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე გადაიჭიმება 33-35 მეტრიან ხევის თავზე. ეს ხიდი ურუნველყოფს ზამთრის პერიოდში საზვავე ადგილების თავიდან არიდებას ალპინისტებისა და სკი ტურის მოყვარულთათვის, ასევე ზაფხულში მოიზიდავს უამარავ მნახველს, ვინც 3000 მეტრზე განათავსებულ გაჭიმულ ხიდზე არ შეუშინდება „სელფის“ გადღებას.
  • რა სარგებელი ექნება ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტისგან?
  • პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პერსპექტივებისა შექმნისა და მათი მონაწილეობის ხარისხის ზრდის თვალსაზრისითაც. ჩვენ შევძელით და გავჩინეთ ახალი სამუშაო ადგილები და შეთავაზებები, გავზარდეთ ადგილობრივი შესაძლებლობების ეკოსისტემა, რაც თანდათან კიდევ უფრო იზრდება და იხვეწება.
    გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ამ პატარა ნაბიჯით, წარმატებულ და ხარისხიან მაგალითზე დაყრდნობით ვაპირებთ საქართველოში ალპური ქოხების ქსელის შექმნას სხვადასხვა მიმართულებით, მომავლ წელს, ყაზბეგში ვგეგმავთ დამატებით ერთი მიმართულების ათვისებას და ქსელის განვითარებას მთიან აჭარაში, რაჭასა და სვანეთში.
  • ვინა არიან თქვენი სტუმრები და მომსახურებას სთავაზობთ მათ? გაქვთ თუ არა უარყოფითი გამოხმაურებები?
  • ალტიჰათის უპირველესი მიზანია, გავზარდოთ სათავგადასავლო და რეკრეაციული ტურიზმისადმი საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობა. გვინდა რომ უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ჩაერთოს აქტიურ დასვენებაში, რითაც რეკრეაციული „ვიკენდ – ტურიზმი“ განვითარდება.
    ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს ტრეკინგის მოყვარულები წარმოადგენენ, როგორც ჩვენი ქვეყნიდას, ისე – საზღვარგარეთიდან, მოცემულ მიმართულებაზე დიდი და მზარდი ტრენდია საერთაშორისო ტურიზმი, მათ შორის მზარდია ნაკადი საქართველოშიც. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ეს ნაკადი, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან მოვიზიდოთ ისინი, ვინც კვლავ გვესტუმრებიან. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ გადახდისუნარიანი ტურისტების ნაკადებზე, რათა უზრუნველვყოთ ალპური სიმაღლეების სუფთად და ეკოლოგიურად შენახვა, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა როგორც ფიზიკური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
    ამ პროექტით ჩვენ შევქმენით ახალი მიმართულება, კავკასიონზე და საქართველოში, მოვიზიდავთ პროფესიონალ სპორტსმენებს (არა მხოლოდ ალპინისტებს) სხვადასხვა დისციპლინებიდან: სამთო ველო-სპორტი (დაუნ ჰილი და ენდურო), სკი-ტური, „ბერდვოჩერები“, „ტრეკერები“ და უბრალოს სიმყუდროვისა და განმარტოების მოყვარული ადამიანები და ხელოვანები, რომელთათვისაც აქაურობა ახალი შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს. როგორც ავღნიშნე, სპეციალურად ალტიჰათისთვის უკევ ჩამოვიდა და თებერვალი-მარტი-აპრილში ჩამოდიან ძალიან ცნობილი სკი-ტურ ოპერატორები და გიდები, საქართველოში პირველად, ჯამში 70 კაციანი გუნდი, რაც მხოლოდ დასაწყისია, შეგახსენებთ რომ ალტიჯათს ჯერ არანაირი რეკლამა და/ამ მარკეტინგული აქტივობა არ ჰქონია, გარდა სოციალური პლატფორმებისა და პროექტების პრეზენტაციისა გერმანიში, შვეიცარიასა და ვიწრო წრეებში (მხოლოდ საკუთარი რესურსებითა და ძალისხმევით). ამ ეტაპისთვის ჩვენ მუშაობაზე  უარყოფითი გამოხმაურება არ ყოფილა.
  • დაგვიხასიათეთ თქვენი პოტეციური მომხმარებელი

„ავატარი“ –  საშუალო პოტენციური მომხმარებელი

სქესი – უნისექსი

ეროვნება – კოსმოპოლიტი, პლანეტა დედამიწა, სრულაიდ კოსმოსი და 20+ მილიონი გალაქტიკა

შემოსავალი – საშალო და მაღალი

ინტერესი – კითხვა, საზრიანი თამაშები („წიბახა გეიმ ქლაბს“ შევუთანხმდით კომპანიას ალტიჰათში დამსვენებლეთა თავშესაქცევის გამრავალფეროვნებისთვის), მუსიკა აუდიოფილურ დონეზე (ალტიჰათში შეგიძლიათ დატკბეთ ხარისიანი მუსიკით, მომავალში კი ამისთვის ცალკე შენობის აშენებას ვგეგმავთ, სადაც მხოლოდ მუსიკა, წიგნები და უნიკალური ხედი იქნება განტვირთვისთვის, უმაღესი ხარისხის Hi-End დონის სისტემას სპეციალურად ალტიჰათისთვის დაამზადებს ნორვეგიული მწარმოებელი Electrocompaniet, რომელთანაც უკვე დაწყებული გავქვს მოლაპარაკებები);

ხარისხიანი სამზარეულო – ერთ-ერთი მიმართულება 3014 მეტრზე იქნება რესტორანი, თვის განმავლობაში მოეწყობა მასტერკლასები ცნობილი პროფესიონალი შეფ-მზარეულობის მონაწილეობით, სპეციალური სარესტორნო მენიუს შეთავაზებით: წინასწარ შეთანხმებული მენიუ, ვერტმფერნით მომსახურება – სტეფანწმინდა-ალტიჰათი-სტეფანწმინდა; ვახშამი, ღამე დაკვირვება ვარსკვლავებზე დილით ტური მყინვარზე პროფესიონალ გამყოლთან ერთად და უკან დაბრუნება სტეფანწმინდაში ვერტმფრენით ან გამოყოლთან ერთად საფეხმავლო ბილიკით. ამ მომსახურების პაკეტის მიზნობირვი სეგმენტი არის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაღალშემოსავლიანი სეგმენტი.

ასაკი – შეუზღუდავი (ზაფხულის სეზონზე ძალიან ბევრია უცოელი ტურისტი მცორეწლოვან ბავშვებთან ერთად, რომელიც 3014 მეტრ სიმაღლეზე ადის და უკან ბრუნდება 1 დღის განმავლობაში. ) – საშუალოდ 3 საათია საჭირო 1 გზისთვის, 8 კმ გერგეთის სამებიდან საფეხმავლო ბილიკით, ალტიჰათის ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად კომფორტულია ნებისმიერი ადამიანისთვის.

გარემოზე ზრუნვა, აქტიური დასვენება და არაპროფესიონალური ალპინიზმის ინტერესი – სააკლიმატიზაციო ადგილი, შესაბამისად არაპროფესიონალებს (და პროფესიონალებსაც) შეუძლიათ მოცემული სიმაღლიდან მეორე დღეს დაგეგმონ ტური ყაზბეგის მწვერვალის დასალაშქრად, რა თქმა უნდა, პროფესიონალი გამყოლის თანხლებით, ვინც ადგილზე ყოველთვის იმორიგევებს, და ეს მიმართულება კი, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს დარგს დამოუკიდებლად განვითარდეს. ალტიჰათი უსაყიდლოდ სთავაზობს პროფესიონალ გამყოლებსა და მაშველებს სპეციალური ინფრასტრუქტურას, რაც უკვე მე-3 წელია შექმნიალია და ზამთრის განმავლობაშიც უსასყიდლოდ ემსახურება ყველა მსურველს.

  • რა გაკეთდა თქვენი პროექტის ფარგლებში უსაფრთხოების თვალსაზრისით?
  • უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ალტიჰათის პირველი ნაბიჯები იყო ვერტმფრენის უსაფრთხო ბაქანის მოწყობა 3014 მეტრ სიმაღლეზე, კომფორტული თავშესაფარის გარდა, ჩვენ უზრუნველყავით სატელეკომუნიკაციო სიგნალის გაძლიერება, განვათავსეთ საკუთარი ხარჯებით) პასიური და აქტიური ანტენები, რისი მეშვეობითაც სრულად დაიფარა სიმაღლეები გამართული და ძლიერი სატელეფონო და ინტერნეტ კავშირით, რაც სამაშველო ოპერაციებისთვის აუციელებლია. დავამონტაჟეთ უსაფრთხო გადასასვლელი (ალესანდროს, ანუ ბალახისფერი კაცის სახელობის) ხიდი საბეწრემდე მისასვლელ გზაზე. ალტიჰათში მობილიზებულია სრულყოფილი პირველადი დახმარების სადგური აუციელებელი მედიკამენტებით.
  • რა პრობლემები შეხვდა პროექტის განხორციელებას?
  • პროექტი მთლიანად პირადი ინვესტიციებით განხორციელდა. მშენებლობის დასაწყისი ეტაპიდანვე ჩვენი პირადი დანაზოგები ჩაერთო, შემდგომ ეტაპზე ახალი პარტნიორები დაემატა და საბოლოო ეტაპზე თიბისი ბანკის კრედიტი მოვიშველიეთ. პროექტის ბიუჯეტი თიბისის სესხთან ერთად 2 მილიონ ლარს აღემატება. ასევე ძალიან აქტიურად დაგვეხმარნენ და კვლავ გვეხმარებიან შევიცარიელი მეგობრები, ვინც პირადადაც ფიზიკურად გაისარჯნენ მშენებლობის პერიოდში უსასყიდლოდ. ასევე ძალიან დიდი შეღავათები გაგვიკეთეს მშენებლობის ნაწილში. ალტიჰათი სერიოზული მეგობრული მხარდაჭერით გაკეთდა როგორც საქართველოდან, ასევე შვეიცარიიდან და იტალიიდან. ახალი „ალპური ქოხის“ შექმნის პროცესში ჩვენ უამარავი შეცდომა დავუშვით, რადგან კავკასიონზე ამისი ანალოგი არ არსებობს და ვართ „სულელების პოზიციაში“, რადგან მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ: თუმცა დღემდე პროექტი ღირსეულად მივიყვანეთ და ასევე გავაგრძელებთ. ამ გზაზე კი მზად ვართ ნებისმიერს გავუზიაროთ ჩვენი გამოციდლება.
    ჩვენს პროექტს დასაწყისში ყველა არასერიოზულად აღიქვამდა, შეშლილებადაც კი მოგვიხსენიებდნენ. მას შემდეგ რაც გადავლახეთ პირველი ეტაპის ურთულესი ნაწილი – ვერტმფრენის 200-ზე მეტი როტაცია და 180კმ/მ-ზე მოწყობილი რკინა-ბეტონის სამშენებლო საძირკველი (1 მ3 ბეტონი 1000 ევროს ღირებულებით) – ინტერესი გაღრმავდა (დაიჯერეს, რომ მართლა შეშლილები ვართ და ამასთანავე არა ვართ ახირებული ოლიგარქები). თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. რა თქმა უნდა ფარ-ხმალი დავყარეთ, მოვიძეთ დამატებითი სახსრები საკუთარი აქტივების გაყიდვით (ზოგმა მანქანა გაყიდა, ზოგმა ბიზნესიდან ამოიღო თანხები და ზოგმაც საკუთარი სახლის ასაშენებლად გადადებული დანაზოგი მოახმარა ამ საქმეს. შემდეგ ბანკის სესხიც დავიმატეთ ჩვენი დარჩენილი აქტივების გადაგირავებით და მივედით ფინიშამდე). პროექტი ისე განხოციელდა, რომ არანაირი საგრანტო ან სახელმწიფო დახმარება არ მიგვიღია, არც ინტერესი ყოფილა ტურიზმზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების მხრიდან. უამარავი ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად, ჩვენი შეიცარიელი მეგობრებისა და ჩვენი განზრახვის რწმენის შედეგად მივედით მარათონის ერთ საკვანძო ადგილამდე, თუმცა წინ დიდი გზა გვაქვს, რასაც აუცილებლად გავივლით.
  • რაში ხედავთ სახელმწიფოს როლს ამ კუთხით?
  • მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა ჯეროვნად შეაფასონ მოცემულ სიმაღლეზე პროექტის პოტენციალი შესაბამისი სირთულეებითა და კომპლექსურობით. მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს ხედვა სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის და ასევე იმ რისკების მინიმიზებაზე ზრუნვა და ფიქრი, რაც ტურიზმის განვითარებას ახლავს თან. სამწუხაროდ, არის პრეცენდენტები, მიწის ნაკვეთების არასისტემურად და უპასუხისმგებლოდ გაცემისა. მაშინ, როცა ალტიჰათის პროექტისთვის თითქმის 1 წლიან ბიუროკრატიულ ფერხულში ვიყავით ჩაკარგულები. დიდ სიმაღლეებზე, განვითარების გეგმის გარეშე, მიწის ნაკვეთების რეალიზებამ ლამის მასობრივი სახე მიიღო. ბევრი ფაქტია ნაკვეთების რეალიზებისა ვალდებულებებისა და კონკრეტული გეგმების გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით დიდ პრობელმას არ წარმოადგენს, თუმცა ერთიანი გენგეგმის გარეშე დიდი საფრთხეა იმისა, რომ მიმართულება დაზიანდეს და არასწორად განვითარდეს (ქაოსური და არასისტემური ნაგებობები დაიდგას, დაუსრულებელი მშენებლობებით ტერიტორია დაზიანდეს და დაბინძურდეს და ა.შ. ამ სიმაღლეზე მონიტორინგი კი ძალიან რთულია) მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან დანახვაც და დაფასებაც უკვე რეალურად გაკეთებული საქმისა, ვიმეორებ, არ ვითხოვთ არანაირ დახმარებას, უბრალოდ ხელს ნუ შეგვიშლიან.
    ეს ისეთი სპეციფიკური და რთული სიმაღლეა, ასევე ურთულესი და სწრაფად ცვალებადი მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, რომ ასე ადვილად ვერ ხერხდება რამის გაკეთება. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება ნაკლებად შეგვიშალონ ხელი ასეთი მიდგომებით. მსგავსი საფრთხეებისგან თავდასაცავად, ალტიჰათის გუნდმა დავიწესეთ უმაღლესი სტანდარტები და დედამიწაზე ყველაზე გამოცდილ პროფესიონალებს მივმართეთ დასახმარებლად იტალიასა და შევეიცარიაში, რომლებიც უსასყიდლოდ დაგვეხმარნენ ამ პროექტის ფარგლებში. შედეგად, მივიღეთ ისეთი თამასა, რაც ამ სიმაღლეზე დაწედება ხარისხისა და ფორმის თვალსაზრისით, რადგან ეს სახლი ალპური ქოხების საუკეთესო ტრადიციების დაცვით აშენდა, მცირედი ჩვენი დავამატეთ და მივიღეთ სრულიად უნიკალური შედეგი, რაც საქართველოს უკვე თამამად გამოაჩენს ევროპის ალპებში არსებულ კონკურენტებთან.
    მეორე პრობლემაა ადგილობრივი მოსახლეობა და მათი ჯეროვანი მონაწილეობა პროცესში, ამისათვის კი სწორი, პირადპირი  კომუნიკაციით ვცდილობთ არსებული ბიზნესეკოსისტემის გაფართოებას. 2018 წლის განმავლობაში მხოლოდ ცხენებით ტრანსპორტირებისათვის ალტიჰათის მიერ ოფიციალურად გადახდილი იქნა 80 000 ლარზე მეტი, ასევე დამატებით ჩავრთეთ მომსახურების სხვადასხვა რგოლები. მაგალითად, ალტიჰათისთვის გერგეთში ირეცხება თეთრეული, რომლებიც ცხენებით გადააქვთ ადგილობრივ მიკრომწარმოებლებს, მზა საკვებით გვამარაგებენ ადგილობრივი ფერმერები და ა.შ… ეს პროცესი კი მნიშვნელოვნად გაფართოვდება მომავალ სეზონზე.
    პრობლემა ძალიან ბევრია – როგორც ბიუროკრატიული, ასევე ჩამოუყალიბებული და თითქმის არაარსებული სამთო ტურიზმის განვითარების გეგმა. რომ არა პროექტისადმი დიდი დახმარება და დიდი მხარდაჭერა ჟურნალ „ანტერპრენერისა“ და მისი დამფუძნებლის, გიორგი შარაშიძის, მხრიდან, ალტიჰათის შესახებ კიდევ დიდხანს ვერაფერს გაიგებდა ფართო აუდიტორია, რისთვისაც დიდი მადლობა გიორგის და მის გუნდს!

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები