რეკლამაspot_img

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გაძლიერება

დეპარტამენტის უფლებამოსილებათა მანდატი ვრცელდება შემდეგ სფეროებზე:

  • ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა;
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კონტროლი;
  • ქიმიური უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის კონტროლი;
  • ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლი;
  • CITES დანართებში შეტანილი სახეობით, მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის კონტროლი;
  • გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებისა) /ნებართვებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების კონტროლი;

2019 წლიდან დეპარტამენტის  საქმიანობა ასევე გააქტიურდა შემდეგი მიმართულებით:

  • საავტომობილო საწვავის ხარისხობრივ ნორმასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების კონტროლი;
  • მაცივარაგენტებზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურებაზე კონტროლი.

გაძლიერდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები:

  • დეპარტამენტის საშტატო რიცხვი 2019 წელს 411-დან 870 ერთეულამდე გაიზარდა.
  • განხორციელდა ეკიპაჟების ტექნიკური განახლება – გაიზარდა ავტოპარკი, შეძენილ იქნა მაღალი გამავლობის 65 ავტომანქანა და 2 ერთეული ბაგის ტიპის ავტომობილი.
  • ეკიპაჟები აღიჭურვა უნიფორმით, სამხრე კამერებით, საველე პლანშეტებითა და ლეპტოპებით, ღამის ხედვის ბინოკლებით და სხვა მოწყობილობებით.
  • გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების 156 თანამშრომელმა გაიარა სწავლება დეპარტამენტში მომზადებული ტრენერების მიერ, კიდევ 350 თანამშრომელი გაივლის გადამზადებას დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ თემებზე. 

განხორციელდა ღონისძიებები  თანამშრომელთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით:

  • „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის უფლებამოსილებას, უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის გარანტიებით.

შედეგად, 2020 წლიდან დეპარტამენტის 756 თანამშრომელი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მიიღებს.

 

ინსპექტირებისა და პატრულირების შედეგები

2019 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გარემოსდაცვითი პატრულირებისა და ინსპექტირების განხორციელების შედეგად გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10 553 ფაქტი. მათ შორის:

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 9 795 ფაქტი, რომლებიც გადაგზავნილ იქნა შესაბამის სასამართლო ორგანოებში განსახილველად;
  • სისხლის სამართლის ნიშნების მქონე 758 ფაქტი, საქმეები, რომელთა შესახებ გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

 

სამართალდარღვევათა სტრუქტურა, 2019

·        ტყითსარგებლობის წესების დარღვევა2 088 ფაქტი
·        ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევა1 641 ფაქტი
·        სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება680 ფაქტი
·        ნადირობის წესების დარღვევა596 ფაქტი
·        თევზჭერის წესების დარღვევა499 ფაქტი
·        ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევა2 090 ფაქტი
·        სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა789 ფაქტი
·        ხე-ტყის დამზადების/სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის პირობების დარღვევა67 ფაქტი
·        თევზჭერის ლიცენზიის პირობების დარღვევა18 ფაქტი
·        ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევა1 119 ფაქტი
·        მიწის კანონმდებლობის დარღვევა192  ფაქტი
·        წყლის კანონმდებლობის დარღვევა246  ფაქტი
·        გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევა /უნებართვო საქმიანობა186 ფაქტი
·        გემებიდან ზღვის დაბინძურება7 ფაქტი
·        სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებათა რეგისტრაციის წესების დარღვევა32 ფაქტი
·        სხვა დარღვევები303 ფაქტი
სულ10 553 ფაქტი

 

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე საქმეების სტრუქტურა

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე 758 საქმე გადაგზავნილია საგამოძიებო ორგა­ნო­ებში შემდგომი რეაგირებისთვის. მათ შორის:

·            სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა226
·            ხე-ტყის უკანონო მოპოვება202
·            უკანონო თევზჭერა/ნადირობა172
·            წიაღის უკანონო მოპოვება65
·            მიწის დაბინძურება, დეგრადაცია, ნაყოფიერი ფენის მოხსნა12
·            ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება9
·             სხვა დარღვევები72
  სულ  758 საქმე

 

ჯარიმა და გარემოზე მიყენებული ზიანი

2019 წელს სამართალდამრღვევებზე დაკისრებული ჯარიმის თანხამ 2 887 580 ლარი შეადგინა; გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებულმა ოდენობამ –  7 619 221 ლარი.

 

წ.წ.ჯარიმაზიანი
2013 წ.1 980 7906 707 558
2014 წ.4 593 15052 530 342
2015 წ.4 032 108110 277 067
2016 წ.4 731 09010 339 744
2017 წ.5 407 8309 282 496
2018 წ.3 850 80010 033 170
2019 წ.2 887 5807 619 221

 

რეგულირების ობიექტების ინსპექტირება

2019 წელს დეპარტამენტმა განახორციელა რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოსდაცვითი ნებართვის/გადაწყვეტილების მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული საწარმოების) 2 884 ინსპექტირება:

რეგულირების ობიექტების გეგმიური შემოწმებები რეგულირების ობიექტების 2019 წლის შემოწმებათა გეგმის შესაბამისად, რომელიც შემუშავდა „რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის“ საფუძველზე.

რეგულირების ობიექტების არაგეგმიური შემოწმებები განხორციელდა დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის, მოქალაქეთა საჩივრების, „ცხელ  ხაზზე“ (153) შემოსული ინფორმაციების, უწყებების/ორგანიზაციების მომართვების, ასევე წინა შემოწმების საფუძველზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გადამოწმების მიზნით.

რეგულირების ობიექტების საქმიანობის დათვალიერება-შესწავლა ასევე ხორციელდებოდა „ცხელ  ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების, ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვების, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

გეგმიური/არაგეგმიური შემოწმება

2019 წელს განხორციელდა 400 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება:

  • 106 – გარემოზე ზემოქმედების ნებართვა/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული ობიექტები;
  • 9 – ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია;
  • 1 – სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია;
  • 10 – სამონადირეო მეურნეობის, თევზჭერის სპეციალური ლიცენზია;
  • 20 – გმო სახეობების იდენტიფიცირების მიზნით ნიმუშების აღება/შემოწმება;
  • 254 – საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება გარემოსდაცვითი მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

პრევენციული ღონისძიებები

საწვავის ხარისხის კონტროლი

საავტომობილო საწვავის ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის  დადგენის მიზნით, განხორციელდა თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში განთავსებული 188 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარიდან დიზელის საწვავის სინჯის აღების პროცედურები და ლაბორატორიული კვლევები:

სულ, 2019 წელს  განხორციელდა 188 ავტოგასამართი სადგურის ინსპექტირება და აღებულ იქნა  270 ერთეული სინჯი.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლი

2019 წელს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა 20 შემოწმება, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში დათესილი ან/და სასაწყობო მეურნეობებში ნიმუშების აღებისა და მათში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების იდენტიფიცირების მიზნით. ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესაბამისად, საკვლევი ნიმუშები გმო მარკერებს არ შეიცავს.

პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლი

2019 წელს განხორციელდა 36 ობიექტის ინსპექტირება, პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებისას კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების დადგენის მიზნით.  სულ ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა 1 808 000 ერთეული პლასტიკის პარკი.

მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების კონტროლი

2019 წელს ხორციელდებოდა პრევენციული ღონისძიებები არარეგისტრირებული სახერხი საამქროების ფუნქციონირების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. 2019 წლის მდგომარეობით, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამამუშავებელი 691 საამქრო. ამასთან, გამოვლინდა 226 ელექტრონულ სისტემაში არარეგისტრირებული, უკანონო სახერხი საამქრო.

შავი ზღვის დაბინძურებისა და თევზჭერის კონტროლი

შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის მიერ MARPOL 73-78 კონვენციის შესაბამისად:

  • განხორციელდა საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 254 გემის ინსპექტირება გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებსა და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებ­ლო­ბისთვის 32 მცურავი საშუალების პასუხისმგებელ პირთა მიმართ გატარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები.
  • დაფიქსირდა გემებიდან ზღვის დაბინძურების 6 შემთხვევა. პასუხისმგებელი პირები დაჯარიმდნენ – თითოეული 65 000 ლარით. გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებულმა საერთო ოდენობამ შეადგინა 10 806,9 ლარი. დაწესდა კონტროლი ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებაზე.

შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელებული რეიდების შედეგად გამოვლინდა თევზჭერის წესების დარღვევის 25 ფაქტი.

კონტროლის ელექტრონული მექანიზმების განვითარება

გარემოსდაცვით მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობის, სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, დეპარტამენტი  მუშაობდა ელექტრონული მექანიზმების შემუშავებასა და განვითარებაზე:

  • „ხე-ტყის ტრანსპორტირების კონტროლის ელექტრონული სისტემა“ – დასრულდა და განთავსდა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის პორტალზე https://ms.emoe.gov.ge, დანერგვის ღონისძიებები გათვალისწინებულია – 2020 წელს. შედეგად, ქაღალდზე შევსებული აქტის ნაცვლად, დაინერგება „ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების ელექტრონული აქტი“. ავტოტრანსპორტის შემოწმებაზე დაიზოგება მნიშვნელოვანი დრო და რესურსი; მოხდება შეუსაბამობების დროული გამოვლენა და რეაგირება. ინფორმაცია ონლაინ-რეჟიმში დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ხელმძღვანელობისთვის, დაინტერესებული სამსახურებისა და უწყებებისთვის;
  • „ინსპექტირების მართვის ელექტრონული სისტემა და შემოწმების რისკების გამოთვლის ელექტრონული მოდული“– შემუშავდა ტექნიკური დავალება, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/დანერგვა გათვალისწინებულია – 2020 წლისათვის. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისა და მრავალრიცხოვანი ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციისა და ანგარიშგების, შემოწმებათა დაგეგმვის ტექნიკურ შესაძლებლობებს.
  • „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა“ – მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული სისტემის შემუშავებაზე. მეწარმეებს, ქაღალდის ჟურნალის ნაცვლად, შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად აწარმოონ მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების აღრიცხვისა და მომსახურების, მაცივარაგენტების ხარჯვის პროცედურები. ელექტრონული სისტემის შექმნა გათვალისწინებულია 2020 წლისათვის.
  • ელექტრონული მოდული „სახაზინო კოდი – 3033 გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებელის გადახდის თაობაზე“ – დასრულდა და განთავსდა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში. მოქალაქე განთავისუფლდება ვალდებულებისგან – ნადირობის პროცესში, ნადირობის სეზონის განმავლობაში თან იქონიოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი).

2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებები

2020 წელს დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

  • გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფების -ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა (ვაკანსიების შევსების ხარჯზე) და სრულად აღჭურვა;
  • ტრენინგების განხორციელება, მათ შორის, სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით (სწავლებას გაივლის სწრაფი რეაგირების 350 თანამშრომელი); ინსპექტორების გადამზადება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისა და ინსპექტირების პროცესში გამოყენების მიზნით;
  • დეპარტამენტის საინფორმაციო მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა/განვითარება;
  • საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების სრულყოფის მიზნით; მათ შორის, ღონისძიებების შემუშავება გამოცდილი კადრების მოზიდვისა და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით;
  • ოფისების აშენება და კეთილმოწყობა, აღჭურვა ქ. ქუთაისში, თელავში, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით.

ცხელი ხაზი

24-საათიანი „ცხელი ხაზი-153-ის“ საშუალებით დეპარტამენტი მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისგან იღებს შეტყობინებებს გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების შესახებ, რომლებზეც ოპერატიული რეაგირება ხორციელდება; მოქალაქეებს ასევე საშუალება აქვთ მიიღონ საჭირო ინფორმაცია და კონსულტაცია დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

  • 2019 წელს „ცხელი ხაზიდან“ დეპარტამენტში შემოვიდა 3 259 შეტყობინება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე, რაზედაც დეპარტამენტის მიერ განხორციელდა რეაგირება და გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები