რეკლამაspot_img

გლობალური დათბობა

სალომე მენთეშაშვილი

  • კლიმატის ცვლილება თუ გლობალური დათბობა? რა შეგვიძლია ვუწოდოთ მას?

ორივე ტერმინი თითქმის მსგავსია, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.  გლობალური დათბობა კლიმატის ცვლილებით გამოიხატება. ეს არის კლიმატის ცვლილების მთავარი ასპექტი, რომელიც, გარდა ზედაპირის გლობალური ტემპერატურის მატებისა, აგრეთვე მოიცავს ისეთ შედეგს, როგორიცაა ატმოსფერული ნალექების ცვლილება. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მეცნიერებიზამთარში ძალიან ცივი ამინდის გამო გლობალურ დათბობას კლიმატის ცვლილებადმოიხსენიებენ, თუმცა ორივე ტერმინს მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ.

  • რამდენად თბება დედამიწა?

1880 წლიდან  2017 წლის დასაწყისამდე დედამიწა 2 გრადუსი ფარენჰეიტით გათბა. ეს რიცხვი, ერთი შეხედვით, დაბალია, თუმცა აღნიშნული ტემპერატურა არის მიზეზი იმისა, რომ ოკეანეები აჩქარებული ტემპით იზრდება და მსოფლიოს ხმელეთის ყინულის დიდი ნაწილი დნობას იწყებს.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ სათბურების  გამონაბოლქვები ისევ შეუმოწმებელი იქნება, გლობალური დათბობა  8 გრადუს ფარენჰეიტს გადააჭარბებს, რაცშეაფერხებს პლანეტის შესაძლებლობებს. ეს კი, რა თქმა უნდა, უარყოფით  გავლენას მოახდენს მოსახლეობაზე.

  • რა არის სათბურის ეფექტი და როგორ იწვევს გლობალურ დათბობას?

დედამიწის ზედაპირი მზის სინათლეს შთანთქავს და შემდეგ სითბოდ აქცევს. ამ სითბოს ნაწილი ისევ კოსმოსში აღწევს, ნაწილს კი ატმოსფეროში შემავალი აირები, მაგალითად ნახშიროჟანგი და წყლის ორთქლი შთანთქავს. ამ აირებს  სათბურის აირებს უწოდებენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწის კლიმატის გლობალური დათბობა ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების კონცენტრაციის ზრდით არის გამოწვეული. ბუნებრივი სათბური ეფექტის  გარეშე დედამიწა ძალიან ცივი იქნებოდა და მასზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა. პრობლემა არის ის, რომ ადამიანები ატმოსფეროს სათბურის აირების დამატებითი რაოდენობით აბინძურებენ. ეს აირები ატმოსფეროში გროვდება და სულ უფრო მეტ სითბოს აკავებს.

  • საიდან ვიცით, რომ ადამიანია პასუხისმგებელი ნახშირორჟანგის გაზრდაზე?

ნახშირორჟანგი ჰაერის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებაა და ის ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა, ნახშირორჟანგი თანამედროვე ადამიანისთვის გლობალურ დათბობასთან, მავნე ზეგავლენასა და გამონაბოლქვთან ასოცირდება. მყარი მტკიცებულებები, მათ შორის კვლევები, გვიჩვენებს, რომ ზედმეტიაირი ადამიანის აქტივობებისგან მოდის. ნახშიროჟანგის დონე დიდი ხნის წინ  ბუნებრივად გაიზარდა და დაეცა, მაგრამ ამ ცვლილებებს ათასობით წელი დასჭირდა.  გეოლოგები ამბობენ, რომ ადამიანები ახლა უფრო სწრაფად ტუმბავენ აირს ჰაერში, ვიდრე  ბუნება ამას ოდესმე აკეთებდა.

  • შეიძლება ბუნებრივი ფაქტორები იყოს გლობალური დათბობის მიზეზი?

მხოლოდ და მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი, რომ ბუნებრივი ფაქტორები მიჩნეული იყოს გლობალური დათბობის მიზეზად. მაგალითად, თუ მზე დაიწყებს მეტი რადიაციის გამოყოფას, მაშინ აუცილებლად შეძლებს  დედამიწის გათბობას. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ გლობალური დათბობა ბუნებრივი მიზეზებით არის გამოწვეული, ისეთებით, როგორებიცაა: ვულკანების ამოფრქვევა ან მზის აქტიურობა. გეოლოგიური თვალსაზრისით, კლიმატი არც ისე მდგრადია. თუ წარსულს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ იყო ეპოქები, როცა დედამიწაზე ხან დათბობა ხდებოდა და ხან აცივება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ უკანასკნელი გლობალური გამყინვარების პერიოდი ნახტომისებურად გადავიდა დათბობაში. ამ პროცესების უმთავრესი მიზეზებია დედამიწის ორბიტის ცვალებადობა მზის მიმართ, მეტეორიტების ვარდნა, ვულკანური ამოფრქვევები და ა.შ.

  • რატომ უარყოფენ ადამიანები კლიმატის ცვლილების მეცნიერებას?

ადამიანთა უმეტესობა კლიმატის ცვლილების მეცნიერებას იდეოლოგიის გამო უარყოფენ. იმის ნაცვლად, რომ კლიმატის ცვლილებების პოლიტიკაზე მოლაპარაკება გაემართათ და სასიკეთო ცვლილებები დაეგეგმათ,  ზოგიერთიპოლიტიკურიკონსერვატორი მეცნიერების შელახვასცდილობდა. ხანდახან პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებდა, რომ მეცნიერები ჩართულნი არიან „მსოფლიო ხუმრობაში“ და ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას.ასევე, ამბობდა იმასაც, რომ გლობალური დათბობა ჩინეთმა გამოიგონა იმ მიზნით, რომ ამერიკის ინდუსტრია უუნარო გაეხადა.  შექმნილი ვითარების გამო ნავთობისა და ქვანახშირის კომპანიები განზე გადგნენ, თუმცა ზოგიერთი მაინც ეხმარება პოლიტიკოსების კამპანიების დაფინანსებას.

  • რამდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ?

ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ვინაიდან, მეცნიერთა თქმით, მარჯნის რიფები და სხვა მგრძნობიარე ჰაბიტატები უკვე იწყებენ სიკვდილს. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ გამონაბოლქვის რაოდენობა გაიზრდება, კლიმატის ცვლილება გავლენას მოახდენს მთავრობების დესტაბილიზაციაზე, დააჩქარებს მცენარეთა და ცხოველთა მეექვსე მასობრივ გადაშენებას დედამიწის ისტორიაში, გამოიწვევს პოლარული ყინულის დნობას, ადიდდება ზღვები, რაც გამოიწვევს სანაპიროსთან ახლოს მყოფი ქალაქების დატბორვას. ეს გამონაბოლქვი კი, რაც აღნიშნულ რისკებს ქმნის, საგრძნობლად იმოქმედებს ჩვენს თაობაზე.

  • რამდენად შესაძლებელია, რომ კლიმატის ცვლილებამ გავლენა პირდაპირ ადამიანზე მოახდინოს?

საკმარისად მდიდარი ხარ იმისათვის რომ შენი შთამომავლობა დაიცვა? მარტივი რეალობა ისაა, რომ ადამიანები უკვე გრძნობენ მოსალოდნელ შედეგებს. მაგალითად, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ზღვის დონის აწევის გამო ქარიშხალი სენდის დროს, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის 83 000 – ზე მეტი მცხოვრები დაიტბორა, ვიდრე ეს შეიძლებოდა სტაბილური კლიმატის შემთხვევაში მომხდარიყო. ათიათასობით ადამიანი უკვე იღუპება გლობალური დათბობის შედეგად გაუარესებული სიცხის ტალღებით. ლტოლვილთა ნაკადი, რომელმაც დესტაბილიზაცია მოახდინა მსოფლიო პოლიტიკაში, ნაწილობრივ კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. აღნიშნული კი, რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდად ღარიბ ხალხზე იქონიებს გავლენას.

  • რამდენად შესაძლებელია, რომ ზღვა ადიდდეს?

უფრო სწორი კითხვა იქნებოდა თუ რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი რომ ზღვა ადიდდეს. საუკუნეში ერთხელ ოკეანეების სიჩქარე ერთი ფუტით იზრდება, რაც მთავრობებს აიძულებს, რომ ათობით მილიარდი დოლარი ეროზიასთან ბრძოლაში გამოიყენოს. რისკი კი არის ის, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უფრო გაიზრდება. ექსპერტები  მიიჩნევენ, რომ გამონაბოლქვის შეწყვეტის შემთხვევაში ზღვის დონე 15-20 ფუტით აიწევა, რაც მანიშნებელია იმისა, რომ მრავალი ქალაქი დაიტბორება. იმ შემთხვევაში, თუ გამონაბოლქვი ამ რაოდენობით გაგრძელდა და შემდეგ თანდათან იმატა, საბოლოო ზრდა შეიძლება იყოს 80 ან 100 ფუტი.

  • არის თუ არა ბოლოდროინდელი ამინდები დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან?

ბოლოდროინდელი ამინდების უმეტესობა ნამდვილად არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან. მეცნიერებმაც გამოაქვეყნეს მტკიცებულება იმისა,  რომ კლიმატის დათბობა სიცხის ტალღებს უფრო ხშირსა და ინტენსიურს ხდის. ასევე იწვევს ძლიერ წვიმებს და იმატებს წყალდიდობები. გლობალურმა დათბობამ გააძლიერა გვალვები ისეთ რეგიონში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი,  საფრთხის წინაშეა კალიფორნიაც.  რაც შეეხება ქარშხალს, მისი გლობალურ დათბობასთან კავშირი ჯერ კიდევ გაურკვეველი და  სადაოა, თუმცა სამყაროს განვითარებასთან ერთად კლიმატის კომპიუტერული ანალიზიც უფრო და უფრო ვითარდება, შესაბამისად, მეცნიერებიც თანდათან აუმჯობესებენ თავიანთ მიგნებებს.

  • არსებობს პრობლემის რეალური გადაწყვეტილებები?

რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ცვლილებები ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. მეცნიერები ამბობენ, რომ საზოგადოებამ იმდენად ყურს უკან გაატარა აღნიშნული პროცესები, რომ ახლა სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ სანამ მიწაში ჯერ კიდევ არის დაუწვავი წიაღისეული  საწვავი, მოქმედება ჯერ კიდევ არ არის გვიანი. გლობალური დათბობა შენელდება პოტენციურად მართვად ტემპამდე მაშინ, როდესაც  გამონაბოლქვის რაოდენობა საგრძნლობლად შემცირდება და თითქმის ნულს გაუტოლდება. დადებითი მაჩვენებელი არის ის, რომ ბევრ ქვეყანაში გამონაბოლქვის რაოდენობა იკლებს ისეთი პროგრამების შედეგად, როგორებიცაა: მანქანების საწვავის ეკონომიის სტანდარტები, მკაცრი სამშენებლო კოდები და ელექტროსადგურების ემისიების ლიმიტები. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ აუცილებელია ენერგეტიკული გადასვლის მკვეთრი დაჩქარება, რათა აცილებულ იქნას კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი შედეგები.

  • რა არის პარიზის შეთანხმება?

2015 წლის  დეკემბერში პარიზში 195 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა და პირველი უნივერსალური კლიმატის ხელშეკრულება — პარიზის შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიზანიც გლობალური დათბობის ყველაზე ცუდი შედეგების თავიდან აცილებაა. შეთანხმების შექმნა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გადამწყვეტ მომენტად ითვლება, რადგან მსოფლიოს ლიდერები გაერთიანდნენ და მიაღწიეს კონსენსუსს კლიმატის ცვლილების ბრძოლისა და მასთან ადაპტაციის შესახებ. 2017 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეთანხმებიდან გამოიყვანდა, თუმცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა არ მიაქციეს ყურადღება ამერიკის განზრახვებს და გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა.

  • სუფთა ენერგია ეხმარება თუ აზიანებს ეკონომიკას?

ენერგიის ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის წყაროებია ქარის ტურბინები, მზის პანელები, ჰიდროელექტრო კაშხლები და ატომური ელექტროსადგურები. ელექტროსადგურები, რომლებიც ბუნებრივ აირს წვავენ, იმაზე ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფენ, ვიდრე ეს ნახშირის წვის დროს ხდება. სუფთა წყაროებზე გადასვლა კი  შეიძლება ძვირი იყოს მოკლევადიანი პერიოდისთვის, მაგრამ გარანტია იქნება კლიმატის ზიანის თავიდან აცილებისა და ბინძურ ჰაერთან დაკავშირებული პრობლემების შემცირებისა. ზოგიერთ სფეროში ბაზრის გაფართოება ისე სწრაფად ამცირებს განახლებადი ენერგიის ხარჯებს, რომ საბოლოო ჯამში შესაძლებელია ბინძური ენერგია მხოლოდ ფასით დაამარცხოს. სუფთა ენერგიაზე გადასვლა ასევე ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის მაგალითია ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მზის ინდუსტრიაში დასაქმებულია ორჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე -ქვანახშირის მოპოვებაში.

  • რაც შეეხება ფრეკინგს და „სუფთა ნახშირს“?

ნავთობის აღდგენის გასაძლიერებლად, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების მუშაობის გასაძლიერებლად და საინექციო ჭაბურღილების ინექციურობის გაზრდის მიზნით, გამოიყენება ჰიდრავლიკური მოტეხილობის ან ფრეკინგის მეთოდი.ელექტროსადგურებში ქვანახშირის ნაცვლად გაზის წვა ამცირებს გამონაბოლქვის რაოდენობას მოკლევადიან პერიოდში. თავად ფრეკინგმა კი შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი დაბინძურება.  რაც შეეხება სუფთა ქვანახშირს, ელექტროსადგურებში, რომლებშიც ნახშირი იწვის, ხდება გამონაბოლქვის დაჭერა და შემდეგ მიწისქვეშ ჩატუმბვა. ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ეკონომიურია თუ არა ეს პროცესი, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. საბოლოოდ, ფრეკინგიც და „ სუფთა ნახშირიც“, ორივე, ხელს უწყობს ენერგეტიკული სისტემის გაწმენდას.

  • რა სიახლეა ელექტრომობილებთან დაკავშირებით?

ელექტრომობილები ელექტროენერგიას ღამით იღებენ და  დღის განმავლობაში არ აბინძურებენ ქალაქს გამონაბოლქვით. მსგავსი მანქანები შეუდარებლად ეფექტურია, ვიდრე -ბენზინის მომხმარებელი მანქანები. ელექტრომობილების გაყიდვა თანდათან იზრდება, მაგრამ მთლიანობაში მაინც მცირე რაოდენობაა გაყიდული,  ისე სწრაფად იხვეწება აღნიშნული მანქანები, რომ ზოგიერთი ქვეყანა 2030 წლის მერე  ელექტრომობილების გარდა ყველა სხვა მანქანის აკრძალვას ფიქრობს.

  • რა არის ნახშირბადის გადასახადები, ნახშირბადით ვაჭრობა და ნახშირბადის კომპენსაციები?

სათბურის გაზებს, რომლებიც ადამიანის აქტივობების შედეგად გამოიყოფა, ხშირად „ნახშირბადის გამონაბოლქვს“ უწოდებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ორი მნიშვნელოვანი აირი – ნახშიროჟანგი და მეთანი,  შეიცავს ნახშირბადს. როდესაც გესმით ნახშირბადის გადასახადების, ნახშირბადით ვაჭრობის ან სხვა ასეთი თემების შესახებ ინფორმაცია, ეს არის მხოლოდ გამონაბოლქვის ფასის დაწესების მეთოდების მოკლე აღწერა, რაც, ეკონომისტების თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საზოგადოების მხრიდან, რათა შეიზღუდოს მისი რაოდენობა.

  • როგორც ჩანს, კლიმატის ცვლილება აბსოლუტური ხასიათისაა და ადამიანს, როგორც პიროვნებას, რისი გაკეთება შეუძლია?

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ ინფორმაცია უნდა გაუზიაროს მეგობრებიდან 50 ადამიანს მაინც, ვინაიდან ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ფართომასშტაბიანი, კოლექტიური ქმედებებით.  ყველა ერმა თუ სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ენერგეტიკული სისტემების დასუფთავება, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი და რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდნენ.  ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ადამიანსშეუძლია, არის მათი, როგორც მოქალაქის უფლებების გამოყენება, საუბარი და რაც მთავარია სასიკეთო ცვლილებებისკენ სწრაფვა. ადამიანს  ასევე შეუძლია, ენერგიის დაზოგვის მიზნით, დააინსტრალიროთ ჭკვიანი თერმოსტატი, გამოიყენოს უფრო ეფექტური ნათურები, გამორთოს გამოუყენებელი განათება, გაიაროს ნაკლები მილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მოგზაურობის დროს, დახარჯოს ნაკლები საკვები და მიირთვას ნაკლები ხორცი. ყველა სხვა მოქმედებასთან ერთად, წელიწადში ერთი და ორით ნაკლები თვითმფრინავით მგზავრობამ შესაძლოა დაზოგოს გამონაბოლქვის რაოდენობა. ასევე, ადამიანს შეუძლია იყიდოს ელექტრო ან ჰიბრიდული  მანქანა,  ან სახურავზე მზის პანელები დააყენოს.თუ თქვენს ქვეყანას აქვს კონკურენტუნარიანი ელექტოენერგიის ბაზარი, მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ 100 პროცენტიანი მწვანე ელექტროენერგია. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ მხარსდაუჭერთ იმ კომპანიებს, რომლებიც ზრუნავენ ამ საკითხების მოგვარებაზე, საზოგადოებას აცნობენ პრობელემებს და ერთად იბრძვიან მოსაგვარებლად.რეალურად, ამ საკითხების განხილვა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ესყველაფერი მართალია, მცირეა, თუმცა თითოეული ნაბიჯის განხორციელებას შეუძლია როგორც თქვენი, ისე გარშემო მყოფთა ცნობიერების ამაღლება.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები