რეკლამაspot_img

ფრანკლინ რუზველტი

გამომცემლობა „პალიტრა L”, თბილისი, 2019 წელი

გვ. 77.

პირველი პროგრამა, რომელიც გუბერნატორმა რუზველტმა წამოიწყო, მცირე ელექტროსადგურების მშენებლობა იყო, რომელიც ნაწილობრივ შტატის ბიუჯეტით, ნაწილობრივ კი კერძო კაპიტალის მოზიდვით უნდა განხორციელებულიყო და, ტექნიკური სიახლეების გამოყენებით, მოსახლეობისთვის იაფი ენერგია მიეწოდებინა. ამას მოჰყვა რამდენიმე კანონის მიღება, რომლებიც ტყის მასივების აღდგენას ემსახურებოდა და საამისოდ საბიუჯეტო თანხებით მიტოვებული ფერმების შესყიდვას ემსახურებოდა.

გვ. 103.

მთავრობამ საგანგებო ზომები მიიღო უმუშევრობის დასაძლევად. საწყის ეტაპზე გარემოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე 260 ათასი 17-დან 23 – წლამდე ახალგაზრდა დასაქმდა. ახალგაზრდები ტყის გაშენებით, წყალსაცავების აგებით, მიტოვებული მიწების დამუშავებით იყვნენ დაკავებული. ცოტა ხანში ამ მართლაც არმიას რუზველტის „ტყის არმია“ შეარქვეს.

გვ. 105.

სამელიორაციო და ჰიდროტექნიკური სამუშაოების შედეგად ადგილობრივ ფერმერთა მდგომარეობას გაუმჯობესება დაეტყო, სარწყავი სისტემებითა და სასუქებით სავარგულების უზრუნველყოფამ, ტყის მასივების აღდგენამ ვეებერთელა რეგიონს შვება მოჰგვარა.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები