რეკლამაspot_img

ამაზონის ტყე – წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების რეკორდული რაოდენობა დაფქსირდა

კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემების მიხედვით, წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების რეკორდული რაოდენობა – 80 000 -ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა. კერძოდ, ხანძრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა. ხანძრისგან გამოწვეულმა კვალმა ბრაზილიის ყველაზე დიდ ქალაქამდე სან – პაულომდეც მიაღწია.
მილიონ ჰექტრამდე ტყე არის განადგურებული მხოლოდ წელს, რაც რა თქმა უნდა, მსოფლიო კლიმატზე გამოიწვევს უარყოფით შედეგებს, მაგრამ გარემოსდამცველები ყურადღებას ასევე ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ამ მასშტაბის ხანძრებიდან გამოწვეული ნახშიროჟანგის (CO2) და ნახშირბადის მონოქსიდების (CO) გამოყოფის მკვეთრი ზრდა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს არამარტო ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის, არამედ აბორიგენი მოსახლეობისთვისაც.
მსოფლიოში ყველაზე დიდ ამაზონის ტყეში თავმოყრილია 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობა, რაც დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამაზონი მილიონამდე აბორიგენი მოსახლეობის სამშობლოა.
გლობალური დათბობის რეგულირებისთვის ამ ტყეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკოსისტემაში. მაგალითად, ამაზონის ტყე წლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის
20%-ს გამოყოფს.

ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 7 მლნ. კვ. კმ-ს შეადგენს და ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს, რომლის უდიდესი ნაწილი – 60% – ბრაზილიაშია. შესაბამისად, ამაზონის ტყე მსოფლიოს ტროპიკული ტყეების თითქმის ნახევარს შეადგენს.

ბრაზილიაში ამაზონის ხანძრების რეკორდული რაოდენობის გამო საპროტესტო აქციები იმართებოდა. მომიტინგეები ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებდნენ  ცეცხლის საშუალებით მიწის გასაწმენდად ფერმერების წახალისებაში და შემდგომ უმოქმედობაში, ასევე ითხოვდნენ გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომას. NASA-ს ინფორმაციით, ამაზონის ჯუნგლებში ხანძრები ადამიანის ჩარევით იყო გამოწვეული.
მას შემდეგ, რაც ამაზონის ხანძრების საქმეში საერთაშორიო საზოგადოებაც ჩაერთო, იგი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბრაზილიის პრეზედენტს შორის დაძაბული გარჩევები პირად დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მაკრონს ევროპელმა კოლეგებმა მხარი აუბეს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბოლსონარუ შეაქო კიდეც ხანძრებთან გამკლავების გამო.

 საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამაზონის ტყის ხანძრები უმეტესწილად ადამიანის მიერ მიზანმიმართულადაა წარმოქმნილი. მიზანი მარტივია: პირველ რიგში ჭრიან და გამოაქვთ ძვირადღირებული მერქანი, შემდგომ ასუფთავებენ მიწას სოფლის მეურნეობის, კერძოდ, მესაქონლეობის გასაფართოვებლად. მსოფლიო საზოგადოების აქტიური ჩარევის გარეშე, მხოლოდ „ჯუნგლების კანონის“ ამარა დატოვებული ამაზონის ტყე დიდხანს ვერ გასტანს და შედეგებს ყველა ერთად მოვიმკით.

Most of the international experts agree that the Amazon forest fires are mostly man-made. The goal is simple: first cut and extract expensive timber, then clean the land to expand agriculture, particularly livestock. Without the active intervention of the world community, only the  “law of the jungle” cannot protect Amazon forest and we will reap the results together.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები