რეკლამაspot_img

საქართველოს კარპფიშინგის ფედერაცია

უკვე რამდენიმე წელია რაც არსებობს საქართველოს კარპფიშინგის ფედერაცია, რომელიც პოპულარიზაციას უწევს თევზაობის დაიჭირე-გაუშვი პრინციპს, ხელს უწყობს თევზაობის ამ სახეობის სპორტული მიმართულებით განვითარებას, ატარებს ეროვნულ სარეიტინგო ჩემპიონატებს, მონაწილეობს საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატებში.
საქართველოს კარპფიშერთა ფედერაცია ოფიციალურად FIPSED-ის წევრია და ყველა მათ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ჩვენს ნაკრებს უკვე ორჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა მსოფლიო პირველობაზე საკმაოდ კარგი შედეგით. 2020 წელს კი მივემგზავრებით უკრაინაში მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩნდება კავშირები სხვადასხვა ქვეყნის სახელოვან და წამყვან ფიგურებთან კარპფიშინგის სამყაროში.
ცნობისთვის, 2018 წლის მაისში, შაორის წყალსაცავზე ჩატარდა საერთაშორისო ლიგის ეტაპის ერთ-ერთი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ისრაელის, რუსეთისა და საქართველოს გუნდებმა. არავის გაუკვირდება, რომ შაორის სილამაზემ გააოცა ჩამოსული მონაწილეები. საერთოდ, მსოფლიოში დიდი პრობლემაა ტბებისა, რომლებიც თავის ბუნებრივი სიდიდითა და ფსკერის რელიეფით, ასევე ბუნების სილამაზით აკმაყოფილებდეს  საერთაშორისო სტანდარტებს  მსოფლიო ჩემპიონატის გასამართად, ითქვა ისიც, რომ თუ შეიქმნება შესაბამისი პირობები, საქართველოს თავისუფლად შეუძლია უმასპინძლოს მსოფლიო პირველობას, რაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უამრავ ტურისტს შეჰმატებს.
თბილი კლიმატი, ტბების სიუხვე (ცნობისათვის – საქართველოში 850 ტბაა), მათი ბუნებრივი სილამაზე და კიდევ უამრავი მიზეზი, რაც ქვეყანას შეუძლია დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციოს.
მაგალითისთვის, 2019 წლის მაისში კარპფიშინგის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე და მისი მეწყვილე იმყოფებოდნენ ხორვატიაში, ტბაზე შუმბარი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო კარპფიშერებს შორის. სადაც  უწყვეტად ტარდება საერთაშორისო, როგორც ტურნირები, ასევე სხვადასხვა კომერციული სესიები. ტბაზე თევზაობის ღირებულება შეადგენს 6000 ევროს 5 დღის განმავლობაში და რიგი 2 წლით წინასწარ არის გაწერილი. ჩამოსული მეთევზეები სარგებლობენ ადგილობრივი სასტუმროებით, ქირაობენ კემპერებს, აღჭურვილობას. ტბაზე ყველანაირი პირობაა შექმნილი კომფორტული თევზაობისა და დასვენებისთვის.
უამრავი მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებშიც ტბები  ადგილობრივი კლუბებისა და ფედერაციების სარგებლობაშია და ყოველ ტბას სარგებელი მოაქვს თავისი ქვეყნისთვის. ამის მისაღწევად საჭიროა კანონდებლობის მოქცევა საერთაშორისო სტანდარტებში, კობრისა და თეთრი ამურის ჯიშების თევზების დაჭერის შემდგომ წაყვანის აკრძალვა, რათა მათმა ზომამ და კონცენტრაციამ მიაღწიოს მაღალ ნიშნულს. მხოლოდ მაშინ შეიძლება წამოვიდეს საქართველოს  ტბებზე მოთხოვნილება.
სამწუხაროდ, ჩვენი ტბებისა და მდინარეების მდგომარეობა დღეს სავალალოა, არ არსებობს არანაირი მექანიზმი ბრაკონიერებთან ბრძოლისა, რომლებიც უმოწყალოდ ანადგურებენ ტბებსა და მდინარეებს.
საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი განავითაროს სათევზაო ტურიზმი, როგორც სამოყვარულო, ასევე სპორტული თევზჭერის და მიიღოს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში სპორტული თვალსაზრისით. კარპფიშერების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით ითვლის რამდენიმე მილიონ ადამიანს. ეს სპორტული ტურიზმის ის დიდი რესურსია, რომელიც დღეში საშუალოდ 200–300 ევროს ხარჯავს. ამ ინდუსტრიის დადებითი მხარე ისიცაა, რომ არ მოითხოვს ინფრასტრუქტურაში არანაირ ინვესტიციას, არაა საჭირო არანაირი მაღალი კლასის სასტუმროები, მთავარია ტბისა და მის შემოგარენის ველურად შენარჩუნება და თევზის უკან დაბრუნება.

There are many examples from different countries where lakes are used by local clubs and federations, and each lake benefits its own country. To achieve this, it is necessary to comply with international standards, prohibiting the subsequent catch of Syprinid fishes in order to achieve their high size and concentration. Only then can demand come up on the lakes of Georgia.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები