რეკლამაspot_img

ნაკადულის კალმახი

ამა წლის 27 აგვისტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ყოველწლიურად რაჭის რეგიონის მდინარე რიცეულას და ხეთედურის სათავეებში ნაკადულის კალმახის მხარდაჭერას, მეორე ეტაპი წარმატებით განხორციელდა.
ველურ ბუნებაში გაშვებულია 10,000 ერთეული ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. აღნიშნული პროექტი დაწყებულია 2018 წელს, როდესაც 2,500 ერთეული ნაკადულის კალმახის ლიფსიტა იქნა გაშვებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის რაჭის დეპარტამენტის მიერ ხეობაში დამონტაჟებულია ფოტო, ვიდეო ხაფანგები.
2020 წლიდან დაგეგმილია 20,000 ერთეული ლიფსიტის გაშვება ყოველწლიურად, რაც საქართველოს მთის მდინარისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც ნაკადულის კალმახის პოპულაცია საფრთხის წინაშე დგას და წარმოადგენს წითელი ნუსხის სახეობას.
სამომავლოდ ასევე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მთის მდინარეების მხარდაჭერა.
ადგილობრივი მოსახლეობა სასიამოვნო გაკვირვებას გამოხატავს მსგავსი პროექტის მიმართ, მაგრამ ნომერ პირველ პრობლემად ისევ და ისევ სახელდება ბრაკონიერობა!!! საკმარისია ეს სიტყვა ვახსენოთ და ბუნების მოყვარული ადამიანის სიხარული პროექტის მიმართ მომენტალურად სევდად და სიბრაზედ იქცევა ხოლმე.
ათასობით ადამიანის სევდისა და სიბრაზის ობიექტი ერთეული ბრაკონიერია, რომელიც პირადი სარგებლის გამო უმოწყალოდ ანადგურებს ბუნებას.
გასული საუკუნის მიწურულიდან ბრაკონიერობა იყო და რჩება მოუგვარებელ პრობლემად. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილის მიდგომა თუნდაც ასეთი კეთილი საქმის მიმართ არაერთგვაროვანია.
აშკარაა რომ, მოსახლეობა უკვე გადაიღალა ბრაკონიერობის ხშირი ფაქტებით და სინანული დიდი ხანია სიბრაზეში გადაიზარდა, რაც კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე გვაყენებს თითოეულ ჩვენგანს.
ასევე ხშირია ისეთი ფაქტებიც, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქეები დამოუკიდებლად ცდილობენ აღკვეთონ ბრაკონიერობის ფაქტები, რაც, როგორც წესი, სამწუხაროდ, კონფლიქტითა და ძალადობით სრულდება.
ნუთუ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია? მაშ, როგორ მოგვარდა იგი ცივილიზებულ სახელმწიფოებში?

On August 27th, the second phase was successfully implemented as part of a joint project between the National Wildlife Agency of the Ministry of Environment protection and Agriculture of Georgia and the International Energy Corporation of Georgia, which aims to support trout streams in the Ritseula and Kheteduri rivers annually.
The Racha Department of Environmental Supervision has installed photo and video traps in the valley.
The project began in 2018, and already 10,000 trout were released to wildlife. It is planned to release 20,000 trout annually by 2020, which is vital for Georgia’s mountain rivers, as Brown Trout populations are at risk and represent a species of red list.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო / Agency of Wildlife

2 სექტემბერი, 11:01-ზე · 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 10 000 ცალი ლიფსიტა მდინარე რიცეულასა და ხედეთურის სათავეში გაუშვა.
ნაკადულის კალმახის დაცვის მიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფოტო და ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

ბექა ირემაშვილი მაგას დაცვა უნდა თან ბრაკონიერებისგან პატივცემულებო

Davit Siradze ბრაკონიერცი, აბა თქვენ იცით

ჩივაძე ნიკა რა პრობლემაა ჩამოირბენს ვინმე აპარატით

შორენა ქათამაძე დაცვაც მთავარია.ვაი მეთევზეებისთვის ეს კარგი ნადავლია.

Mari Lanchava დაეცით აბა ბრაკონიერებო და ამოჟუჟეთ არ გაუშვათ არცერთი

Zura Museridze აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კანონი ბრაკონიერების წინააღმდეგ… დენის აპარატით თევზაობა კი ასმაგად

ვახტანგ მჭედლიშვილი და რატო წვალობთ აპარატებს გაამზადებენ

ლუკა გაბაშვილი არ უნდა გეთქვათ 🙁 ,ახლა მანდ დაიწყებენ ბრაკები წანწალს !!!

ჯარჯი ქუჯაიძე სამუდამო უნდა იყოს და არ წავლენ დენით თუ გამკაცრება გინდათ კარგი აზრია

Nariko Lataria გაშვება ერთია და დაცვა- მეორე, უფრო მნიშვნელოვანი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები