რეკლამაspot_img

სანადირო სეზონი და ბრაკონიერობა

ბრაკონიერობის საკითხი საქართველოში არახალია, მაგრამ რაც წლევანდელ სეზონზე ხდება, ეს უკვე გასცდა ყოველგვარ ზღვარს.
მთელს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი გურიაში, შეიძლება ითქვას, რომ არაფერი კეთდება გარემოს ზედამხედველობისა და კონტროლის თვალსაზრისით. ალბათ აღარც არსებობს მაკონტროლებელი სამსახური და ამის გამოა ეს შედეგები, რაც გვაქვს წელს. მწყერზე ნადირობის სეზონი აქ იწყება მისი მოფრენისთანავე. შემდეგ რამდენიმე თვიანი პაუზით გურიის სავარგულებიდან ქრება მწყერი და მასზე „ნადირობა“ გრძელდება აგვისტოს დასაწყისიდან, რა თქმა უნდა, ელ. „მანოკის“ გამოყენებით. ელ. „მანოკით“ ბრაკონიერობის მასშტაბებმა წელს ნამდვილად მიაღწია ზენიტს. რაც მთავარია, ეს ხდება გარემოს ზედამხედველობის სამსახურთან, მორიდებისა და შიშის გარეშე! აბსოლუტურად ყველა სავარგულში ყოველ დღე იყო ჩართული რამდენიმე ერთეული ელ. „მანოკი“. ქალაქშიც კი ისმოდა მისი ხმა თითქმის ყოველ ღამე. ასევე ძალიან ბევრია და უფრო ბევრი იქნება მომავალ დღეებში ვალდშნეპზე პროჟექტორებით და ფარით ბრაკონიერობის შემთხვევები.
ამის მიზეზი ისევ და ისევ სრული უკონტროლობა და განუკითხაობაა!

ისევ ისე გრძელდება ნანადირევით უკონტროლო ვაჭრობა. ურეკისა და წყალწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ კი საავტომობილო ტრასაზე, თავისუფლად იყიდება ასობით მწყერი და ტყის ქათამი. ასევე გაიყიდება ასეულობით იხვიც, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, ასევე – წითელ წიგნში შეტანილი სახეობებიც.
მაგრამ მთელ ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რომ კეთილშობილი ირმის ისედაც უკიდურესად შემცირებულ პოპულაციას კიდევ უფრო მეტად შემცირება და საბოლოოდ გადაშენება ემუქრება. გურიის მაღალმთიან სავარგულებში ხდება უმეტესად ფურირმების მოპოვება! ესეც სრული უკონტროლობისა და განუკითხაობის შედეგია!
და ამიტომ, როცა არ არსებობს შეგნება და ეთიკა, თუნდაც მონადირული, უნდა არსებობდეს კანონის შიში მაინც, რომ ბრაკონიერობის შემთხვევაში სათანადოდ დაისჯება ნებისმიერი. კანონის წინაშე  ყველა უნდა იყოს თანასწორი, გამონაკლისის გარეშე! სამართალდამცავი იქნება, მინისტრი თუ უბრალო გლეხი, ადგილობრივი მაცხოვრებელი, უნდა დაისაჯოს ერთნაირად! აი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევინარჩუნებთ ფაუნასაც და ფლორასაც!
გურიის აბსოლუტურად ყველა მდინარე ადუღებული აქვთ დენის აპარატებით. გაზაფხულზე თხელ წყლებში საქვირითოდ შემოსულ თევზს ანადგურებენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დინამიტით აფეთქების უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა წელს. ყველაზე თავხედური კი დინამიტის ხიდებიდან სროლაა – ყველასგან მოურიდებლად და თავხედურად! რატომ? იმიტომ, რომ არ ხდება არანაირი კონტროლი შესაბამისი სამსახურისაგან!

ერთადერთი ქომაგი და გულშემატკივარი ისევ და ისევ პატიოსანი მონადირე და მეთევზეღა დარჩა ჩვენი ქვეყნის ბუნებას! ისიც ძალიან ცუდია, რომ სიტყვა პატიო-სანის დამატება სჭირდება მონადირე-მეთევზეს! ეს იმათთვის არის საჭირო, ვისაც ყველა „თოფიანი კაძახი“ მონადირე ჰგონია. ჩვენ კი ვიცით, ვინ ვინ არის, მაგრამ მარტო ჩვენი შეგონება და ნამუსზე შეგდება არ ყოფნის ამ ამბავს! სახელმწიფომ  ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა დაისახოს გარემოს დაცვა, მოვლა პატრონობა!
წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე გუგლში თუღა ვნახავთ კეთილშობილ ირემს, ნაკადულის კალმახს და ბევრ სხვა ნადირ-ფრინველსა თუ თევზს; უაზროდ და ყველგვარ გონივრულ ზღვარს გადაცილებულად მომრავლებულ მავნებლებზე მგელი, ტურა-მელაზე აღარაფერს ვამბობ. იმიტომ, რომ ამისაგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებს ტელევიზიით თუ ინტერნეტით  ყოველდღე ისედაც ვხედავთ: დაგლეჯილ-დახოცილ შინაურ პირუტყვს (არც გარეულ, სასარგებლო ნადირ-ფრინველს ადგას კარგი დღე მტაცებლისაგან).

One of the activists of the hunting and fishing club “Bazieri.ge” Mr. Sarishvili expresses his irritation about the activities that take place during the current hunting season. Unfortunately, various forms of poaching are very common in Georgia, and especially in the region of Guria.

“…the honest hunters and fishermen are left as an only environmental friendly group. And it is a pity that we have to add a word “honest” for those who think that every gunman is a hunter. Environment protection and care must become a number one priority for the state.”

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები