რეკლამაspot_img

ნადირობა და ველური ბუნება

ვფიქრობ დროული იქნება განვიხილოთ ნადირობისადმი საზოგადოების დამოკიდებულება და ნადირობის გავლენა ველურ ბუნებაზე. თავიდანვე აღსანიშნი არის, რომ საზოგადოება არის გაყოფილი ორ ნაწილად (შეიძლება ითქვას – ორ ბანაკად): ნადირობის მომხრეებად და ნადირობის მოწინააღმდეგეებად. ორივე ბანაკი აღჭურვილი არის მყარი არგუმენტებით თავისი პოზიციის დასაცავად. ამ სტატიაში ვეცდები მოვახდინო ამ არგუმენტების ურთიერთ შეფასება და ერთად განვიხილოდ მათი შედეგი.
ნადირობის მომხრეები: მონადირეების ყველა კატეგორია; მეცნიერების ჯგუფი და ფართო საზოგადოება, რომელიც ემხრობა მართებულ ნადირობას აღიარებულ საერთაშორისო ბუნებათდაცვითი კონვენციების მიერ.

ნადირობის მომხრეების არგუმენტები არის:

  1. ოდიდან დაწყებული ჩვენი წინაპრები ყოველთვის ნადირობდნენ და ჩვენც უნდა ვინადიროთ. ნადირობასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს არანაირი შეზღუდვა. ჩვენ თვითონ კარგად ვიცით როდის და რანაირად უნდა ვინადიროთ და ამასთან დაკავშირებით სხვისი მითითებები არ გვჭირდება;
  2. ნადირობა ჩვენი კულტურის ნაწილია და ჩვენ მას უნდა გავუფრთხილდეთ;
  3. ნადირობა ჩვენი აქტიური დასვენების და ბუნებასთან ურთიერთობის შესაძლებლობაა;
  4. ნადირობა არის სელექცია;
  5. ნადირობა არის ბუნების დაცვა.

ნადირობის მოწინააღმდეგეები: საზოგადოების ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ველური ბუნების ცხოველურ სამყაროზე და საერთოდ ბუნებაზე მონადირის გავლენა დამღუპველად მოქმედებს. ძირითადი არგუმენტი, რომელსაც იშველიებენ ნადირობის მოწინააღმდეგენი არის:

  1. ველური ბუნების სანადირო ობიექტების უმრავლესი სახეობა მონადირეების დამსახურებით არის გამქრალი ან მიყვანილი გაქრობის ზღვართან. ამასთან დაკავშირებით უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება;
  2. სიბრალულის გამოხატვა – (მაგ.: გარეული ცხოველი ხომ ლამაზია და როგორ შეიძლება მისი მოკვლა!? დააკვირდით მომაკვდავ ნადირს, მაგალითად შველს როგორ სდის თვალებიდან ცრემლები. ნუთუ ეს სისასტიკე დასაშვებია?)

ორივე ბანაკის არგუმენტები გარკვეულ წილად უსაფუძვლო არ არის. ზოგი მათგანი თითქოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება, თუმცა ღრმა გაანალიზების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დგება. აშკარა არის, რომ ნადირობის მოწინააღმდეგეებისთვის არსებობს შიშის ფაქტორი იმისა, რომ მონადირეების გაკონტროლება შეუძლებელია და, რომ ისინი მუდამ იქნებიან საფრთხე ველური ბუნებისთვის. უნდა ითქვას, რომ ეს არგუმენტი უსაფუძვლო სრულებითაც არ არის. ის მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ბუნებათდაცვითი რეგულაციები ქვეყანაში სრულყოფილი არ არის, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც რეგულაციები სისტემაშია მოყვანილი ეს არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
არგუმენტი იმისა, რომ გამქრალი ძირითადი სანადირო სახეობების ჩამონათვალი არის მონადირეების სინდისზე, სრული სიმართლეა. მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ ყოველივე ეს განხორციელდა ნადირობის უკონტროლობის და ნადირობის რეგულაციის არ არსებობის შემთხვევაში.
რაც შეეხება არგუმენტს ნადირის მოკვლისას მის სიბრალულთან დაკავშირებით, ამ საკითხის დასმა მორალურად გამართლებული იქნება მხოლოდ ვეგეტარიანელებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში რთული წარმოსადგენია, რომ გოჭს და სხვა შინაურ ცხოველს სიხარული აღაფრთოვანებდეს შამფურზე აგებისას.
დასკვნის სახით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნადირობა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მკაცრი რეგულაციის და მეცნიერული კვლევების საფუძველზე. ეს მოსაზრება მნიშვნელოვანი უნდა იყოს საქართველოსთვის, ვინაიდან ნადირობასთან დაკავშირებით რეგულაციები სისტემაში არ არის მოყვანილი და გააჩნია უამრავი ხარვეზი. ამავე დროს ნადირობასთან დაკავშირებით არ არსებობს მეცნიერული კვლევები.
მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებული 25 მტკიცებულება იმისა, რომ ნადირობა არის ბუნების დაცვა.
მტკიცებულება N1. შეერთებულ შტატებში 1907 წელს აღრიცხული იყო მხოლოდ 41 ათასი კეთილშობილი ირემი. იმის წყალობით, რომ ნადირის მოშენებას და მათ საბინადრო გარემოს შენარჩუნებას მოხმარდა ლიცენზიებზე და მონადირეების საწევროების შენატანებზე არსებული მოსაკრებლები, კეთილშობილი ირემის რიცხოვნობამ მიაღწია 1 მილიონს.
მტკიცებულება N2. შეერთებულ შტატებში 1900 წლისთვის აღრიცხული იყო სულ 500 ათასი თეთრკუდა ირემი. იმის გამო, რომ მონადირეების მოსაკრებლებიდან მიღებული თანხა ირიცხება სანადირო რესურსის გაზრდის სამუშაოებზე, დღეისათვის თეთრკუდა ირემის რიცხოვნობა შეადგენს 32 მილიონ სულს.
მტკიცებულება N3. 1900 წლისთვის შეერთებულ შტატებში ბინადრობდა მხოლოდ 100 ათასი გარეული ინდაური. მონადირეების წყალობით დღეს მათი რიცხვი შეადგენს 7 მილიონზე მეტს.
მტკიცებულება N4. შეერთებულ შტატებში 1901 წელს გარეული იხვების პოპულაცია იყო ძალიან მცირერიცხოვანი. მონადირეების ძალისხმევის წყალობით, რომელიც იყო მიმართული ჭარბტენიანი სავარგულების აღდგენის და შენარჩუნებისკენ, მათმა რიცხვმა გადააჭარბა  44 მილიონს.
მტკიცებულება N5. 1950 წელს შეერთებულ შტატებში შემორჩა მხოლოდ 12 ათასი ფიწალრქიანი. მონადირეების წყალობით, დღეს მათმა რიცხვმა გადააჭარბა 1, 1 მილიონს.
მტკიცებულება N6. ძნელია ჩამოვთვალოთ ყველა ცხოველის სახეობა, რომელთა რიცხოვნობაც მრავალჯერ იქნა გაზრდილი იმის წყალობით, რომ ამ სახეობების და მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნების ყველა სამუშაოების, მათ შორის მეცნიერული კვლევების,  ხარჯები განხორციელდა მონადირეების მიერ.
მტკიცებულება N7. შეერთებული შტატების მონადირეებისაგან შეგროვილი 796 მილიონი დოლარი ყოვეწლიურად მიდის გარეული ცხოველების შენარჩუნების სხვადასხვა პროგრამებზე.
მტკიცებულება N8. შემოწირულებები, რომლებსაც აგროვებენ მონადირეთა საზოგადოებები, ისეთი როგორიც არის „Rocky Mountain Elk Foundation (RMEF)“ დამატებით შემოაქვთ 440 მილიონი დოლარი წელიწადში. ყველა ეს თანხა მიდის ბუნებათდაცვის ღონისძიებებზე.
მტკიცებულება N9. 1937 წელს სანადირო იარაღის, ვაზნების, მშვილდების და ისრების შეძენაზე შემოღებულ იქნა 11% გადასახადი ბუნების შენარჩუნების დასახმარებლად. ამ მოსაკრებლების საერთო რაოდენობამ გადააჭარბა 8 მილიარდ დოლარს. მთელი ეს თანხა მოხმარდა ველური ბუნების შენარჩუნებას.
მტკიცებულება N10. ყოველწლიურად, სანადირო თოფების გაყიდვიდან 11% მოსაკრებელს შემოაქვს 371 მილიონი დოლარი, რომელიც ხმარდება ბუნების დაცვას.
მტკიცებულება N11. შეერთებული შტატების მონადირეები ყოველწლიურად აგროვებენ 1, 6 მილიარდ დოლარზე მეტს. მთლიანად ეს ფული  მიმართული არის ბუნებით-დაცვითი მიზნებისკენ. მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ აგროვებს მეტს.
მტკიცებულება N12. ამერიკელების სამი მეოთხედი მხარს უჭერს მონადირეების საქმიანობას, მათ შორის იმიტომ, რომ შეერთებული შტატების ბუნების დაცვაზე ისინი ახდენენ დადებით გავლენას.
მტკიცებულება N13. ამერიკელი მონადირეების ყველა მოსაკრებელი, რომელიც ხმარდება ბუნების დაცვას, ყოველდღიურად შეადგენს 8 მილიონ დოლარს.
მტკიცებულება N14. სამონადირეო დარგი საცალო ვაჭრობაში აგენერირებს 38 მილიარდ დოლარს.
მტკიცებულება N15. 2008-დან 2012 წლამდე ქალი მონადირეების რიცხვი გაიზარდა 10% და ეხლა შეადგენს 3 350 000 ადამიანს.
მტკიცებულება N16. 19, 3 მილიონ ამერიკელზე მეტი ყოველწლიურად ნადირობს. ეს იმაზე მეტია ვიდრე თამაშობენ ფეხბურთს (13, 7 მილიონი), ჩოგბურთს (13, 6 მილიონი) ან ბეისბოლს (12, 1 მილიონი).
მტკიცებულება N17. მონადირეები არეგულირებენ ცხოველების რიცხოვნობას მათი ბალანსის შენარჩუნებით. რაც აუცილებელია დაავადებების აფეთქების და მოსავალ-ზე ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.
მტკიცებულება N18. მონადირეები დახმარებას უწევენ მტაცებლების რიცხოვნობის ზრდის შეკავებას. ისეთების როგორიც არის პუმა, დათვი, კოიოტი და მგელი. მთავრობა ხარჯავს მილიონობით დოლარს მტაცებლებზე და ზიანის მომტან ცხოველებზე. მონადირეები არიან პირველი დამხმარენი ამ ბრძოლაში.
მტკიცებულება N19. გზაზე გატანილ ერთ ირემზე მოდის მონადირეების სახსრებზე მოშენებული 6 ირემი.
მტკიცებულება N20. ნადირობა აძლევს 680 ათას სამუშაო ადგილს სხვა და სხვა სპეციალისტებს ეგერებიდან და ბიოლოგებიდან დაწყებული და ოფიციანტებით და მოტელის თანამშრომლებით დამთავრებული.
მტკიცებულება N21. მონადირეები კვებავენ თავის ოჯახის წევრებს. ნადირობა არის ბუნებასთან ურთიერთობა და სამკურნალო ხორცით ჯანსაღი კვება.
მტკიცებულება N22. ბუნებათდაცვით ორგანიზაციებისთვის მონადირე არის „საწვავი“, კერძოდ RMEF ორგანიზაციისათვის, რომელიც 6, 7 მილიონზე მეტ აკრ ფართობზე დაკავებულია ბუნებრივი რესურსების დაცვით. ამ ორგანიზაციის 95% მეტი წევრი არის მგზნებარე მონადირე.
მტკიცებულება N23. მგზნებარე მონადირემ თეოდორ რუზველტმა ველური ბუნება 230 მილიონი აკრი ტყეების და ველების სახით სამუდამოდ დაიცვა საზოგადოებრივი მოხმარებისთვის.
მტკიცებულება N24. RMEF-ის მონადირეების წევრების დაფინანსების წყალობით 8 შტატში და პროვინციაში აღდგენილი იქნა კეთილშობილი ირემის პოპულაცია.
მტკიცებულება N25. საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს კავშირი ველურ ბუნებასთან. და ზუსტად ნადირობა არის ის ყველაზე დიდი იმედი, რომელიც შექმნის მომავალი თაობების ჭეშმარიტ ბუნების დამცველებს…

იოსებ ღუტიშვილი

ENG
Reason No. 1 why Hunting Is Conservation: In 1907, only 41,000 elk remained in North America. Thanks to the money and hard work invested by hunters to restore and conserve habitat, today there are more than 1 million.

Reason No. 2 why Hunting Is Conservation: In 1900, only 500,000 whitetails remained. Thanks to conservation work spearheaded by hunters, today there are more than 32 million.

Reason No. 3 why Hunting Is Conservation: In 1900, only 100,000 wild turkeys remained. Thanks to hunters, today there are over 7 million.

Reason No. 4 why Hunting Is Conservation: In 1901, few ducks remained. Thanks to hunters’ efforts to restore and conserve wetlands, today there are more than 44 million.

Reason No. 5 why Hunting Is Conservation: In 1950, only 12,000 pronghorn remained. Thanks to hunters, today there are more than 1.1 million.

Reason No. 6 why Hunting Is Conservation: Habitat, research and wildlife law enforcement work, all paid for by hunters, help countless non-hunted species.

Reason No. 7 why Hunting Is Conservation: Through state licenses and fees, hunters pay $796 million a year for conservation programs.

Reason No. 8 why Hunting Is Conservation: Through donations to groups like RMEF, hunters add $440 million a year to conservation efforts.

Reason No. 9 why Hunting Is Conservation: In 1937, hunters actually requested an 11% tax on guns, ammo, bows and arrows to help fund conservation. That tax, so far, raised more than $8 billion for wildlife conservation.

Reason No. 10 why Hunting Is Conservation: An 11% tax on guns, ammo, bows and arrows generates $371 million a year for conservation.

Reason No. 11 why Hunting Is Conservation: All together, hunters pay more than $1.6 billion a year for conservation programs. No one gives more!

Reason No. 12 why Hunting Is Conservation: Three out of four Americans approve of hunting, partly because hunters are America’s greatest positive force for conservation.

Reason No. 13 why Hunting Is Conservation: Every single day U.S. sportsmen contribute $8 million to conservation.

Reason No. 14 why Hunting Is Conservation: Hunting funds conservation AND the economy, generating $38 billion a year in retail spending.

Reason No. 15 why Hunting Is Conservation: Female participation in hunting (3.35 million) is on the rise thanks to a 10% increase from 2008 to 2012.

Reason No. 16 why Hunting Is Conservation: More than 95 percent of our 205,000 members are passionate hunters. More people hunt (19.3 million) each year than play soccer (13.7 million), tennis (13.6 million) or baseball (12.1 million).

Reason No. 17 why Hunting Is Conservation: A wildlife management tool, hunting helps balance wildlife populations with what the land can support, limits crop damage and curtails disease outbreaks.

Reason No. 18 why Hunting Is Conservation: Hunters help manage growing numbers of predators such as cougars, bears, coyotes and wolves. Our government spends millions to control predators and varmints while hunters have proven more than willing to pay for that opportunity.

Reason No. 19 why Hunting Is Conservation: Hunting has major value for highway safety. For every deer hit by a motorist, hunters take six.

Reason No. 20 why Hunting Is Conservation: Hunting supports 680,000 jobs, from game wardens to waitresses, biologists to motel clerks.

Reason No. 21 why Hunting Is Conservation: Hunters provide for conservation—and for their families. Hunting is a healthy way to connect with nature and eat the world’s most organic, lean, free-range meat.

Reason No. 22 why Hunting Is Conservation: Hunters are the fuel behind RMEF and its 6.7 million plus acres of habitat conservation. More than 95 percent of our members are passionate hunters.

Reason No. 23 why Hunting Is Conservation: Avid hunter Theodore Roosevelt created our national forests and grasslands and forever protected 230 million acres for wildlife and the public to use and enjoy.

Reason No. 24 why Hunting Is Conservation: With funding from hunters, RMEF helped restore wild elk herds in seven states and provinces.

Reason No. 25 why Hunting Is Conservation: As society loses its ties to wildlife and conservation, the bonds with nature formed by hunting are the greatest hope for creating the next generation of true conservationists.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები