რეკლამაspot_img

ოქროს ზუთხი

ზუთხი, ლათინურად – Acipenser ითარგმნება, როგორც ძვირფასი

 

ზუთხი თევზების უძველესი ოჯახია. მიიჩნევენ, რომ იგი წარმოიშვა 250 მილიონ წელზე ადრე, იურული პერიოდის დასაწყისში. მათ, დინოზავრების თანამედროვეებმა, დღემდე შეინარჩუნეს უძველესი თევზის მრავალი თვისება.
ზუთხის ჭერა და წარმოება უძველესი დროიდან მოდის. ამ ხნის მანძილზე არცერთი სუფრა არ არსებობდა ზუთხის გარეშე. ეგვიპტელი ფარაონები, რომაელი იმპერატორები, ბერძენი ფილოსოფოსები, მონღოლი ხანები, ინგლისისა და რუსეთის მეფეები დიდად აფასებდნენ ზუთხის ხორცისა და ხიზილალის გემოს.
ზუთხის ხორცი გემოთი წააგავს საქონლისას. იგი შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო იშვიათ მჟავებს, ხოლო ხიზილალაში საჭირო ცილები და ლიპიდებია.
ყველამ არ იცის, რომ ზუთხი მარტო ხიზილალა და ხორცი არაა. ზუთხის ორგანოებისა და ქსოვილებისაგან მზადდება მთელი რიგი პროდუქტებისა, რომლებიც გამოიყენება, მაგალითად, კოსმეტოლოგიაში – anti-aging-ის პროდუქციაში, ასევე მედიცინაში კოლაგენის თევზის წებოს იყენებენ უნაწიბურო ოპერაციებისთვის, მისი პროდუქტებისაგან მზადდება საუკეთესო იმუნობიოლოგიური ფარმაცევტული პრეპარატები.
თუმცა ზუთხის მაღალმა საგემოვნო თვისებებმა,  ფასეულობამ, ჰიდროენერგეტიკის სწრაფმა განვითარებამ, უკანონო თევზჭერამ და რეწვამ გამოიწვია ის, რომ XX საუკუნის ბოლოს ზუთხი მიაკუთვნეს გადაშენების პირას მყოფ სახეობას. საქართველოში გავრცელებული ჯიშები -კოლხური თუ სპარსული ზუთხი – ადრე, ქვირითობისას, რიონში, ენგურსა და მტკვარში შემოდიოდა. ახლა ზუთხის ეს სახეობა დაახლოებით 17 000 ერთეულია და პოპულაცია არ იზრდება. საჭიროა რიონის ზუთხის ქარხანაში დაიწყოს მათი ხელოვნური მოშენება.

სერგეი პანჩენკო, ბრენდ „Admiral“-ის კომპანიების მფლობელი, იხსენებს:

-2009 წელს დავიწყეთ საქართველოში მოღვაწეობა, ჩვენი მეურნეობების ადგილზე მაშინ ნაგავსაყრელები იყო, რაც დიდ ზიანს აყენებდა გარემოს. ახლა გვაქვს სამი მსხვილი საწარმოო მეურნეობა, უნიკალური კომპლექსები: ერთი – საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მეორე – ქუთაისთან ახლომდებარე სოფელ გეგუთში რიონის ქარხანა, და მესამე – ალგეთში, სადაც განთავსებულია ჩვენი ძირითადი წარმოება  „Admiral“-ის  ბრენდით.
საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ მდინარეების: ივრის, რიონისა და ალგეთის წყალსაცავის გასაწმენდად, რაშიც დიდი თანხა ჩაიდო. მარტო ტერიტორიის გასამწვანებლად ვიყიდეთ 15000 ლარის მცენარე. გაიწმინდა მდინარეზე განთავსებული სამელიორაციო არხის ფსკერი, ასევე – მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან. დავიწყეთ საკუთარი ხიზილალის წარმოება. რაც მნიშვნელოვანია, ჩვენს მეურნეობაში ყველაზე მსხვილი სადედე ქარავანია დსთ-სა და ევროკავშირის მასშტაბით. ეს საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ პროექტი ველურ ბუნებაში ზუთხის პოპულაციის აღსადგენად. განაყოფიერებული სადედე ქარავანის ხიზილალისაგან გამოვიყვანთ ლიფსიტებს და გავუშვებთ მდინარეში. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყურადღება მიექცია ზუთხის პოპულაციისთვის, რის შედეგადაც  შენდება  ზუთხის რეპროდუქციული კომპლექსი.
ჩვენ ვზრუნავთ ადამიანზე, ეკოლოგიაზე, ყველა სახეობის შენარჩუნებაზე, რადგან ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რას ჭამენ. ამას ჰქვია „გაცნობიერებული მოხმარება“. ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა, დანამატების  გარეშე  საკვების  მიღება.
მილიონობით ტონა მსგავსი პროდუქტის საწარმოებლად საჭიროა ანტიბიოტიკების გამოყენება თევზის ინფექციებისგან დასაცავად, ასევე ზრდის ჰორმონის გამოყენება, რაც საბოლოოდ  მოქმედებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენ  სხვა გზით მივდივართ: ვაწარმოებთ ცოტას, არა – მილიონობით ტონას, მაგრამ ეს სხვა საკვებია, სრულიად განსხვავებული ზემოქმედება ეკოლოგიასა, და საბოლოოდ – ადამიანის ორგანიზმზე. ჩვენი თევზი და ხიზილალა ეკოლოგიურად უსაფრთხო, ჯანმრთელი და სუფთაა: ჩვენ შემოგვაქვს ორგანულად სუფთა, სერტიფიცირებული საკვები, ჩვენი თევზი ბინადრობს  გამდინარე სუფთა  მთის  წყალში.
და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ჩვენ ვქმნით ხელმისაწვდომ პროდუქციას, გთავაზობთ ჩვენს თევზს იმპორტულზე გაცილებით დაბალ ფასად; გვინდა, რომ ყველამ შეძლოს იზრუნოს თავისი და ახლობლების ჯანმრთელობაზე, მაღაზიაში შეიძინოს ნატურალური «Admiral»-ის ხიზილალა, დააგემოვნოს ოჯახთან ერთად და მიიღოს სარგებელი. ზუთხის გამოყენება საკვებად აუცილებელია სილამაზის,  ახალგაზრდობის, ნათელი გონების, კარგი ხასიათისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ყოველივე ამას ვუსურვებთ  ყველას!

ENG
We care about people, about ecology, about preserving all species because people need to know what they eat. This is called “conscious consumption”. Healthy eating requires environmentally friendly, nutrient-free food.

The use of sturgeon for food is essential for maintaining beauty, youth, vividness, good mood and health.

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები