რეკლამაspot_img

აქ იქმნება დაუვიწყარი მოგონებები

ხუთი დაცული ტერიტორია, რომელიც ზამთარში ვიზიტორებს ელის

საქართველოს ერონვული პარკები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერ სეზონზე მოგზაურობის მიმართულებების ფართო არჩევანს გთავაზობთ. დღეს 5 დაცულ ტერიტორიაზე შეიტყობთ, სადაც ზამთარში სტუმრობა შესანიშნავი იდეაა.

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ალპური იალაღები, მორენები, თოვლით დაფარული მწვერვალები და მიუდგომელი კლდეები ის ადგილებია, რომლებიც ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. იგი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა. ყაზბეგის ეროვნული პარკი განსაკუთრებული სილამაზით ზამთარში გამოირჩევა.
ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე მoსულმა ვიზიტორმა აუცილებლად უნდა მოინახულოს:

  • თრუსოს ხეობა
  • დარიალის ხეობა
  • ხდის ხეობა

ყაზბეგის ეროვნული პარკი ცნობილ ზამთრის კურორტ გუდაურთან მდებარეობს. გუდაურიდან-კობამდე მგაზვრობა საბაგირო გზითაა შესაძლებელი.

საბადურის ტყე – თბილისის  ეროვნული  პარკი

თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს, რომელიც ზამთარში ნამდვილ ზღაპრად იქცევა ხოლმე. დათოვლილი საბადურის ტყე უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორებში.
ეროვნული პარკის ბუნებრივი ბილიკების ქსელი ისეა დაგეგმილი, რომ მნახველს შეუძლია დაათვალიეროს  მისი მრავალფეროვანი ლანდშაფტები, გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები, შეარჩიოს თავისთვის სასურველი მარშრუტები: საცხენოსნო, საფეხმავლო თუ  სამანქანო.
თბილისის ეროვნული პარკის შესახებ გადაღებული ვიდეოები მსოფლიოს მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული  პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მოლაშქრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.
ზამთარში განსაკუთრებით საინტერესო და სახალისოა თოვლის ფეხსაცმელებით ლაშქრობა. ლაშქრობა შესაძლებელია დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ზამთრის კურორტ ბაკურიანთან მდებარეობს.

ვაშლოვანის ეროვნული  პარკი

ვაშლოვანის ეროვნული პარკი კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. დაცული ტერიტორიები მოიცავს ვაშლოვნის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვნის ეროვნული პარკს და შემდეგ ბუნების ძეგლებს: არწივის ხეობას, ალაზნის ჭალას და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების ფართო არჩევანს იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეს ადგილი ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებად გექცევათ ზამთარშიც კი.

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია და ქვეყნის სავიზიტო ბარათია. მღვიმე წყალტუბოში, სათაფლიიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. თქვენ 40 მეტრ სიღრმეზე იმოგზაურებთ მიწისქვეშა ზღაპრულ სამყაროში. მღვიმე სტალაქტიტების, სტალაგმიტებისა და სტალაგნატების მრავალსახეობით გამოირჩევა. პრომეთეს მღვიმეში 6 კეთილმოწყობილი დარბაზია. ესენია: არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთეს და საქართველოს, ანუ იბერიის დარბაზები.
მღვიმეში სტუმრობისთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ამინდს, აქ წელიწადის ნებისმიერ დროს 14 გრადუსი სითბოა. შესაბამისად, ზამთრის სუსხიან დღეს პრომეთეს მღვიმის კომფორტულად დათვალიერებას შეძლებთ.

ENG
Sabudari Forest, Tbilisi National Park – Fairy tale during winter time just about 20km away from Tbilisi center;
Borjomi-Kharagauli National Park – It is especially interesting and fun to hike with show shoes;
Kazbegi National Park – alpine pastures, morenes, snow-covered peaks and impregnable rocks;
Vashlovani National Park – Bungalows, picnic spots, and camping sites are arranged along the routes;
Prometheus Cave – With 14°C at any time of the year.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები