რეკლამაspot_img

თბილისის ურბანული ტყე – ბოტანიკური და ზოოლოგიური კვლევა

თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი, უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელსაც ფონდი „განვითარება და გარემო“ ფონდი ქართუს დაფინანსებით ახორციელებს.
საკვლევი არეალი ქ. თბილისის სამხრეთ – დასვალეთ ნაწილში მდებარეობს, მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, სამხრეთით კი ოქროყანის დასახლებას ემიჯნება. ტერიტორიის საერთო ფართობი დაახლოებით 700 ჰექტარია.
პროექტის დაანონსების შემდეგ, დაიგეგემა შესაბამისი დარგობრივი სამცნიერო კვლევები, რომელშიც ქვეყნის წამყვანი მკველვარები ჩაერთნენ. „ველური ბუნების“ ამ ნომერში ბოტანიკური და ფაუნის კვლევის შუალედურ ანგარიშებს წარმოგიდგენთ.

შუალედური ბოტანიკური კვლევა
2020 წლის გაზაფხულზე ბოტანიკური კვლევების ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია აღნიშნული ტერტორიაზე წარსულში განხორციელებული კვლევების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ამ ადგილების საფუძვლიანი ბოტანიკური კვლევა აქამდე არ ჩატარებულა. ამიტომ ლიტერატურული მონაცემები იქ არსებულ ფლორასა და მცენარეულობაზე საკმაოდ მწირია, გვხვდება ინფორმაცია ცალკეული მცენარეული ერთეულებისა და სახეობების შესახებ, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობები მითითებული არ არის.
საკვლევი ტერიტორიის ბოტანიკური შესწავლის მიზნები და ამოცანებია:
არსებული მცენარეულობის/ჰაბიტატების ერთეულობის აღრიცხვა/დარუკება;
მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობათა პოპულაციების აღნუსხვა/ გავრცელების არეალების გამოვლენა;
მაღალესთეტიკური, ლანდშაფტური მნიშვნელობის მქონე მცენარეულობის ფრაგმენტების აღწერა/დარუკება.
მცენარეულობისთვის საჭირო ასორტიმენტის შერჩევა საკვლევი ტერიტორიის ცალკეული უბნების სპეციფიკის გათვალისწინებით.
ბოტანიკური კვლევების შესწავლის მეთოდიკა ეყრდნობა ჰაბიტატების იდენტიფიკაციის პან-ევროპულ სისტემას (EUNIS habitat classification, https://www.eea.europa.eu/dataand-maps/data/eunis-habitat-classification). რომლის მიხედვით თითოეული პოპულაციისთვის შეგროვდა შემდეგი მონაცემები :
სამიზნე სახეობების ინდივიდების შეფასებითი რაოდენობა პოპულაციაში;
სოციალურობა, სიცოცხლისუნარიანობა და ნაყოფიერება;
სივრცობრივი განაწილება;
ეკოლოგიური პირობების, ჰაბიტატისა და შეშფოთების არსებული დონის
მოკლე აღწერა.
საკვლევი ტერიტორიის მცენარეული საფარის შესწავლისას ნათელი ხდება, რომ ის ძლიერ ანთროპოგენიზებულია, წარმოადგენს ხელოვნურად გაშენებულ მერქნიანი ნარგაობებისა და ბუნებრივთან მიახლოებულ ან ნახევრად-ბუნებრივი მცენარეული ერთეულების ნაზავს. ტერიტორიაზე აგრეთვე გვხვდება ადგილობრივი და ეგზოტური წიწვოვანი და ფოთოლმცვენი მექრნიანი სახეობები, ბუნებრივთან ახლოს მდგომი ფოთლოვანი ტყეები, ბუჩქნარები, ბალახოვანი მცენარეები, კლდე-ნაშალთა ფლორისტული კომპლექსები, მათ შორის ზოგიერთი მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობები.
გაზაფხულზე ჩატარებული საველე გასვლებისას, მცენარეულ საფარზე დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად, მამადავითის ქედისა და კუს ტბის მიდამოებში გამოვლინდა გაზაფხულზე მოყვავილე, მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობები – კავკასიური ღვინა (Fritillaria caucasica), კავკასიური ზამბახი (Iris caucasica), რომაული გუგულის კაბა (Dactylorhizaromana subsp. georgica) და კავკასიური ფუტკრის დედა (Ophrys caucasica). ისინი საქართველოში ველურად მოზარდ დეკორატიულ სახეობებს განეკუთვნებიან და ტერიტორიაზე შეზღუდული ფართობი უჭირავთ.

რეკომენდაციები
მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მცენარეულობის
ერთეულებისა და სახეობების პოპულაციების, ასევე ესთეტური ლანდშაფტების
შექმნელი მცენარეთა დაჯგუფებების განვრცობა, რომ თავიდან ავირიდოთ მათი ნებისმიერი სახის შეშფოთება;
განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს არსებული დეგრადირებული ტყის კულტურების აღდგენის ან გაუმჯობესების მიზნით გამოსაყენებელ მერქნიან მცენარეებს, რომ აღმოიფხვრას პოტენციური ბიოლოგიური ინვაზიების რისკი;
საჭიროებისამებრ, განხორციელდეს რეინტროდუქციის სამუშაოები საკვლევ
ტერიტორიაზე გამოვლენილი მოწყვლადი დეკორატიული ან საკონსერვაციო
მნიშვნელობის მცენარეთა სახეობების პოპულაციების მდგრადობის
უზრუნველსაყოფად.

ფაუნის კვლევის შუალედური ანგარიში
საკვლევ ტერიტორიაზე საველე სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო. კვლევების ამოცანები და მიზნებია:
არსებულ ტერიტორიაზე ფაუნის (ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, მწერები) აღწერა;
ენდემური ან კონსერვაციული სტატუსის (როგორც საერთაშორისო ისე ეროვნული) სახეობების აღრიცხვა და მათთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების (გამოსაზამთრებელი, გასამრავლებელი და ა.შ.) გამოვლენა;
ისეთი სახეობების გამოვლენა, რომელიც აქ ისტორიულად ბინადრობდნენ (ხოხობი, კაკაბი, გნოლი).
სახეობების გადაშენების მიზეზების შესწავლა, შესაძლებლობის შემთხვევაში შემუშავდება გეგმა და რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს მათი აღდგენა/გამრავლება; როგორ განხორციელდეს მონიტორინგი ამ სახეობებზე;
საკვლევ ტერიტორიაზე ველური ბუნების აღდგენასა და შენარჩუნებისთვის ჩამოყალიბდეს ბუნებრივი კვებით ჯაჭვი რაც შემდგომში დაარგულირებს ეკოსისტემას;
საკვლევ ტერიტორიაზე ბილიკების და სხვა ინფრასტრუქტურის დაგეგმარებისას არ მოხდეს ჰაპიტატების ანუ ცხოველთა საცხოვრებელი გარემოს დაზიანება;
ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია სარეკრეაციო მნიშვნელობისაა, ამიტომ სეირნობისას ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ დაათვალიერონ და გაეცნონ აქ არსებულ ბიომრავალფეროვნებას;
რეკომენდაციების შემუშავება სამომავლო კონსერვაციისთვის;

საველე კველევების დროს ტერიტორიაზე დამონტაჟდა ფოტო-ხაფანგები, მიმდინარეობდა ცხოველების არსებობის დამადასტურებელი ნიშნების ფოტო-გადაღება. დაკვირვების შედეგად კი გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფაუნაზე ზემოქმედებს 3 ძირითადი ფაქტორი:

  1. უპატრონო და/ან საბელის გაშვებული ძაღლების არსებობა;

2. სამთო მოტოციკლების გადაადგილბა. არ იყენებენ ბილიკებს, ცდილობენ მოხვდნენ საკვლევი ტერიტორიის ყველა ნაწილში;

3. ტერიტორიის დანაგვიანება პლასტმასით, სამშენებლო და საკვები ნარჩენებით.

საშუალო ძუძუმწოვრები
გამოვლინდა საშუალო ძუძუმწოვრების 3 ოჯახში გაერთიანებული 6 გვარის 6 სახეობა.

წვრილი ძუძუმწოვრები
თბილსის მიდამობეში გავრცელებული წვრილი ძუძუმწოვრების შესახებ ინფორმაცია აღებულია ა. ბუხნიკაშვილის წიგნიდან „მასალები საქართველოს წვრილ ძუძუმწოვართა კადასტრისათვის”. დღემდე არსებული ლიტერატურული ცნობებით დაფიქსირებულია 45 სახეობის წვრილი ძუძუმწოვარი, აქედან 4 საეხობას აქვს IUCN-ის კონსერვაციული სტატუსი, ხოლო 6 სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

ფრინველები
ფრინველების კვლევის დროს დაფიქსირდა 83 სახეობის ფრინველი, შესაძლოა ეს რიცხვი კვლევის პროცესში გაიზარდოს 134 სახეობამდე. აქედან, 11 სახეობის ფრინველს აქვს IUCN-ის კონსერვაციული სტატუსი, ასევე 11 სახეობის ფრინველი კი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. წარსულში საკვლევ ტერიტორიაზე გვხვდებოდა კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus) და კაკაბი (Alectoris chukar), თუმცა ადამიანის ზემოქმედების შედეგად, დღეს ეს სახეობები აქ აღარ ბინადრობენ. აღნიშნული კვლევის დროს გამოვლინდა პოტენციური ადგილები კოლხური ხოხობისა (Phasianus colchicus) და კაკაბის (Alectoris chukar) რეინტროდუქციისთვის.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე და შესაბამისი ლიტერატურის დამუშავებით სახეობებს მიენიჭათ ტერიტორიაზე ყოფნის სტატუსი, რომელიც დაიყო შემდეგნაირად:
– მობინადრე – ბუდობს და გვხვდება მთელი წლის განმავლობაში;
– მობუდარი – გვხვდება მხოლოდ ბუდობის პერიოდში (აპრილი-სექტემბერი);
– მოზამთრე – გვხვდება მხოლოდ ზამთრობის დროს (დეკემბერი-თებერვალი);
– მიგრანტი – გვხვდება მხოლოდ მიგრაციის დროს (მარტი-მაისი და აგვისტო-ოქტომბერი);
– შემთხვევით შემომფრენი – არეალი ძალიან შორსაა საქართველოდან, თუმცა საკვლევ ტერიტორიაზე არსებობს მისი დაფიქსირების ფაქტები.

ქვეწარმავლები
საკვლევ ტერიტორიაზე ლიტერატურული მონაცემებით და საველე კვლევის შედეგებით გვხვდება ქვეწარმავლების 27 სახეობა, აქედან 3 სახეობის კუ და 2 სახეობის ბინადრობს საპროექტო ტერიტორიის მოსაზღვრედ, კონრეტულად კი კუს ტბაზე. ლიტერატურულად ასევე ცნობილია, რომ 2 სახეობის გველი გვხვდება სოლოლაკსა და კუს ტბაზე, თუმცა 2 ათეული წელია არავის უნახავს. შესაძლოა იყოს 2 სახეობის ხვლიკი, რომელიც საველე ექსპედიციის დროს არ დაფიქსირებულა.

ამფიბიები
საქართველოს ტერიტორიაზე აღწერილია ამფიბიების 12 სახეობა, აქედან, ამ ადგილებში ლიტერატურული მონაცემებით და საველე კვლევის შედეგებით გვხვდება 6 სახეობა.

მწერები
საველე სამუშაოებისას შეგროვდა 130 – მდე ინდივიდი, მოხერხდა 84 სახეობის ამოცნობა. მაღალი სახეობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩა კუს ტბა – მთაწმინდის ბილიკი. ყველაზე დაბალი სახეობრივი მრავალფეროვნება კი იყო ვაკის პარკიდან კუს ტბამდე არსებულ ფერდობზე. საპროექტო ტერიოტორიაზე არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ჰაბიტატები მწერებისათვის, არც რომელიმე სახეობაა ლოკალური ენდემი. აღწერილი სახეობები არ არის შეტანილი საერთაშორისო და წითელ ნუსხაში.

ძუძუმწოვრები
ლათინური სახელწოდება ქართული დასახელება IUCN RLG
3 Martes martes ქვის კვერნა LC
4 Mustela nivalis დედოფალა LC
5 Meles meles მაჩვი LC

IUCN (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი)/RLG (საქართველოს წითელი ნუსხა):
LC = ნაკლებ შეშფოთების გამომწვევი;

ფრინველები
სახეობა სამეცნიერო დასახელება IUCN RLG
მიმინო Accipiter nisus LC
ქორი Accipiter gentilis LC
ველის (ან გრძელფეხა) კაკაჩა Buteo rufinus LC VU
კრაზანაჭამია (ირაო) Pernis apivorus LC
ბექობის (ან თეთრმხრება) არწივი Aquila heliaca VU VU
შავი კოდალა Dryocopus martius LC

LC = ნაკლებ შეშფოთების გამომწვევი; VU = მოწყვლადი;

ქვეწარმავლები
ქართული დასახელება ლათინური დასახელება IUCN RLG
წითელმუცელა მცურავი Dolichophis schmidti LC NT
ზოლიანი ხვლიკი Lacerta strigata LC LC
ხმელთაშუაზღვეთის კუ Testudo graeca VU VU
საყელოიანი ეირენისი Eirenis collaris LC VU
დასავლური მახრჩობელა Eryx jaculus LC VU
ხვლიკიჭამია გველი Malpolon monspessulanus LC VU

NT – საფრთხესთან მიახლოებული
LC =საჭიროებს ზრუნვას/ საფრთხე არ ემუქრება VU – მოწყვლადი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები