გულწითელა
Erithacus rubecula
აღწერა: სხეულის სიგრძე: 12-14სმ. დამახასიათებელია მოწითალო-ნარინჯისფერი სახე და მკერდი; სხეულის ზედა ნაწილი მოყავისფროა, ქვედა – მოთეთრო. ახალგაზრდა ფრინველი ზემოდან ყავისფერი შეფერილობისაა, ნათელი ლაქებით, ქვემოდან – მოთეთრო, მუქი ლაქებით.
ჰაბიტატი: სხვადასხვა ტიპის ტყეები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად – აპრილის ბოლოს, მეორედ – ივნისის პირველ ნახევარში. დებს 5-6 კვერცხს.
კვება: პატარა ზომის უხერხემლოები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე
IUCN-ის სტატუსი: LC
რუხი მემატლია (რუხი ბუზიჭერია)
Muscicapa striata
აღწერა: სხეულის სიგრძე: 13-15სმ. დამახასიათებელია სხეულის ზედა ნაწილის მონაცრისფრო, ხოლო ქვედა ნაწილის მოთეთრო შეფერილობა; მკერდზე აქვს ნაცრისფერი სიგრძივი ზოლები; კუდი და მომქნევები მურაა.
ჰაბიტატი: ტყისპირები, ბაღები და ტყეპარკები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, იშვიათად – მიწაზე. აპრილის ბოლოს დებს 5-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 11-14 დღე გრძელდება.
კვება: მწერები და მათი ლარვები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობუდარი
IUCN-ის სტატუსი: LC
ლელიანის დიდი მეჩალია
(შაშვისებრი მეჩალია)
Acrocephalus arundinaceus
აღწერა: სხეულის სიგრძე: 16-20სმ. დამახასიათებელია მოთეთრო წარბი. სხეულის ზედა ნაწილი მომურო-ყავისფერი, ქვედა მოყვითალო-მოთეთრო შეფერილობისაა.
ჰაბიტატი: წყალსატევების ნაპირებზე განვითარებული ლელქაშები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ლერწმის, ლელქაშის ღეროებზე. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 3-6 კვერცხს.
კვება: მწერები
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობუდარი
IUCN-ის სტატუსი: LC
მწვანულა
Carduelis chloris
აღწერა: სხეულის სიგრძე: 14-16სმ. დამახასიათებელია კონუსისებური ნისკარტი და ამოკვეთილი კუდი. მამალს სხეულის შეფერილობა მომწვანო-მოყვითალო აქვს, დედალს – მომწვანო-რუხი. ორივე სქესის ფრინველის კუდის გვერდები და პირველი რიგის მომქნევების ბოლოები ყვითელი ფერისაა.
ჰაბიტატი: ტყისპირები, ბუჩქნარები, ბაღები და პარკები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხეზე ან ბუჩქზე. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად – აპრილში და მეორედ – ივნისში. დებს 4-6 კვერცხს.
კვება: მწერები, მცენარის თესლები და ნაყოფი.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე
IUCN-ის სტატუსი: LC