რეკლამაspot_img

დასუფთავების მსოფლიო დღე

დასუფთავების მსოფლიო დღის აღსანიშნავად კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.
ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების შემცირებასა და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. კამპანიის ფარგლებში კრწანისის ტყეპარკში თბილისის სკოლებს შორის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც სკოლა „სერვანტესმა” გაიმარჯვა.
USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით CENN 2018 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ გარემოს დაცვით კამპანიას – „გარემოს გულისათვის“ (Keep Georgia Beautiful), რომლის მიზანი გარემოზე ზრუნვაა მთავრობის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით. 
კამპანია უკვე 27 ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სკოლებს.

The World Cleanup Day was organized in the Krtsanisi Forest Park by the Caucasus Environmental NGO Network (CENN), with the financial support of USAID, in partnership with the Wildlife Agency of the Ministry of Environment and Agriculture and the Tbilisi City Hall.

The initiative aims to reduce the number of depleted sites throughout Georgia and raise environmental awareness in the community. As part of the campaign, a competition was held between Tbilisi schools and the Cervantes School won it.

With the financial support of USAID, CENN has been conducting a large-scale environmental campaign – Keep Georgia Beautiful since 2018, with the aim of protecting the environment in close collaboration with the government, the business sector and the public.

The campaign already brings together 27 organizations, including financial institutions, international organizations, government agencies and schools.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები