რეკლამაspot_img

ტყე-ბაღის დაგეგმვა პერმაკულტურის პრინციპების მიხედვით

საბა ირემაშვილი – ფერმერი, პერმაკულტურისტი

სიტყვა „პერმაკულტურა“ წარმოდგება ინგლისური  permanent agriculture-სგან, რაც ნიშნავს უწყვეტ სოფლის მეურნეობას. ამ სიტყვის ავტორები არიან ავსტრალიელი ბილ მოლისონი და დევიდ ჰოლგრენი, რომლებმაც შეიმუშავეს ეკოლოგიურად მიზანშეწონილი სოფლის მეურნეობა, რომელიც დაფუძნებული იყო კულტურების მრავალფეროვნებაზე, ეს კი გულისხმობს ხეების, ბუჩქების, ბალახების ინტენსიურ ჩართვას მეურნეობაში. თანამედროვე იაპონელი მოაზროვნის – მასანობუფუკუოკას განმარტებით, პერმაკულტურა – ეს არის ბუნებასთან თანამშრომლობის და არა მასთან ბრძოლის ფილოსოფია, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივ და გააზრებულ დაკვირვებას და არა ხანგრძლივ და უაზრო ფიზიკურ შრომას; ესაა ფილოსოფია, რომელიც გულისხმობს მცენარეებისა და ცხოველებისათვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციის გათვალისწინების აუცილებლობას. პერმაკულტურის ეთიკა წარმოადგენს მორალური მრწამსისა და კონკრეტული საქციელის ერთობლიობას, რომლის მიზანი ჩვენი დედამიწაზე არსებობის უზრუნველყოფაა. ეს ეთიკა მოიცავს სამ მომენტს: ზრუნვას დედამიწაზე, ზრუნვას ადამიანებზე და აგრეთვე საკუთარი თავისუფალი დროის, ფულისა და ენერგიის დათმობას იმისათვის, რომ შეიქმნას შესაძლებლობა, პირველი ორი მიზნის საუკეთესოდ მიღწევისათვის.

წარმოგიდგენთ პერმაკულტურის 12 პრინციპს, რომელიც შეიმუშავა დევიდ ჰოლმგრენმა წიგნში„პერმაკულტურა: პრინციპები და გზები მდგრადობის მიღმა“ (2002 წ.):

  1. დააკვირდი და შედი ურთიერთქმედებაში – „მშვენიერება დამკვირვებლის გონებაშია“. დრო, რომელსაც ბუნებაზე დაკვირვებას დაუთმობ, კონკრეტულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მისაღებად დაგეხმარება.
  2. მოიპოვე და შეაგროვე ენერგია„თივა მაშინ მოაგროვე, როცა მზე ანათებს“. რესურსები იმდროს უნდა შეგროვდეს, როდესაც ისინი უხვადაა და იმ დროს გამოვიყენოთ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება.
  3. მიიღე მოსავალი„მშიერ კუჭზე ვერ იმუშავებ“. დარწმუნდი, რომ ნამდვილად საჭირო ჯილდოს იღებ იმ საქმიდან, რასაც აკეთებ.
  4. იმუშავე თვითრეგულაციაზე და მიიღე უკუკავშირი„მამების ცოდვა შვილების 7 თაობას ეწვევა“. სისტემების გამართულად მუშაობისთვის ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ უსარგებლო და არაადეკვატურ ქმედებებს. ნეგატიური უკუკავშირი ხშირად ნელა აღმოცენდება ხოლმე.
  5. გამოიყენე და დააფასე განახლებადი რესურსები და მომსახურებები„მიეცი ბუნებას თავისუფლად განვითარების საშუალება“. კარგად გამოიყენე ბუნების მრავალფეროვნება იმისათვის, რომ შემცირდეს ჩვენი მომხმარებლური ჩვევები და არაგანახლებად რესურსებზე დამოკიდებულება.
  6. არ წარმოქმნა ნარჩენი„არ დაანაგვიანო, არ გჭირდება“ ან „დროული ნაკერით გადაარჩენ მთელს“. ყველა არსებული რესურსის დაფასებითა და გამოყენებით ნაგავში არაფერი იყრება.
  7. დააპროექტე მოდელებიდან (patterns) დეტალებამდე„ხეების ძიებაში მთლიანი ტყის ხედვა არ დაკარგო“. თუ ერთი ნაბიჯით უკან გავდგებით, უკეთ შევძლებთ დავაკვირდეთ ბუნებისა და საზოგადოების სტრუქტურას, ეს ჩვენი დიზაინის საფუძველს შექმნის, დეტალებს კი განვითარებასთან ერთად შევავსებთ.
  8. გაერთიანდი განცალკევების ნაცვლად„ბევრი ხელი საქმეს აიოლებს“. თუ ყველაფერს სწორ ადგილსა და დროს შევურჩევთ, სწორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება, ისინი ითანამშრომლებენ და ერთმანეთს დაეხმარებიან.
  9. გამოიყენე მცირე და დინჯი გადაწყვეტილებები„ნელი და დინჯი იგებს რბოლას“ ან „მაღალი უფრო მტკივნეულად ეცემა“. პატარა სისტემები უფრო ადვილად შესანარჩუნებელია, ვიდრე დიდები. ადგილობრივი რესურსების სწორი ათვისება და წარმოება უფრო მდგრად შედეგებს იძლევა.
  10. გამოიყენე და დააფასე მრავალფეროვნება„ყველა კვერცხს ერთ კალათში ნუ მოათავსებ“. მრავალფეროვნება სხვადასხვა საფრთხეს ამცირებს და სადაც ვითარდება, იმ გარემოს უნიკალურ თავისებურებებს მაქსიმალურად თავის საკეთილდღეოდ იყენებს.
  11. გამოიყენე კიდეები/შეხების წერტილები და დააფასე საზღვრები/მოსაზღვრეობა„არ გეგონოს, რომ სწორ გზაზე დგახარ მხოლოდ იმიტომ, რომ ის დატკეპნილია“. ყველაზე საინტერესო მოვლენები საგნების (things) ურთიერთქმედებისას ხდება. ეს ხშირ შემთხვევაში სისტემის ყველაზე ძვირფასი, მრავალფეროვანი და პროდუქტიული ელემენტია.
  12. შემოქმედებითად გამოიყენე და შეხვდი ცვლილებებს – „ხედვა არ ნიშნავს იმის დანახვას რაც არის, არამედ იმისას,რაც იქნება“. გარდაუვალ ცვლილებებზე პოზიტიურ გავლენას დაკვირვებითა და სწორ მომენტში ჩარევით შევძლებთ.

ტყე-ბაღის დაგეგმვას ვიწყებთ ნაკვეთზე დაკვირვებით, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების შერჩევით, გილდიების მოწყობით, საჭიროების შემთხვევაში სადრენაჟო თხრილების გაკეთებით. რაც ყველაზე მთავარია, არ ვნახავთ მიწას, ხოლო ბუნების მიბაძვითა და მაქსიმალურად ტყის ეფექტის მისაღებად ვრთავთ ცხოველებსა და ფრინველებს ო

tye-baRis dagegmvas viwyebT nakveTze dakvirvebiT, sxvadasxva saxeobis

xe-mcenareebis SerCeviT, gildiebis mowyobiT, saWiroebis SemTxvevaSi sadrenaJo Txrilebis gakeTebiT. Rac yvelaze mTavaria,ar vxnavT miwas, xolo bunebis mibaZviTა da maqsimalurad tyis efeqtis misaRebad vrTavT cxovelebsa da frinvelebs monacvleobiTi Zovebis sistemebis gamoyenebiT.

 

დაკვირვება – ტყე-ბაღის დაგეგმვის საუკეთესო საშუალება

 

ტყე-ბაღის დაგეგმვა ადამიანისთვის არის დედამიწასთან თანამშრომლობის რეალური შანსი. ეს არის საშუალება შევაღწიოთ ბუნებრივ სივრცეში და გავხდეთ მისი ურთიერთკავშირებისა და ცოცხალი ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი. ამისთვის აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ბუნების კანონების შესაბამისად, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული რესურსები. არასწორი ორგანიზების შემთხვევაში შესაძლებელია დავაზიანოთ გარემო, ამიტომ ჩვენი პირველი მოვალეობაა, ვიყოთ ფრთხილი დამკვირვებლები.

ტყე-ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია მიწის ნაკვეთის სექტორული და ზონობრივი დაყოფა, ასევე მისი სიმაღლის მიხედვით დაგეგმარება. სამივე ემყარება ენერგოეფექტურობის პრინციპს.

სექტორული დაყოფის მიზანია გარე ენერგიების გამოვლენა და მათთან ინტეგრირება, მაგ: ზამთრისა და ზაფხულის მზე, ქარი, ცივი ჰაერის დინება, წყალდიდობა ან ხანძრის საშიშროება, დაბინძურება და ა.შ. ამ ენერგიების ვიზუალიზაციით ჩვენ შევძლებთ მათ ურთიერთდაკავშირებას ანუ შეძლებისდაგვარად ჩავსვამთ ზომიერების ფარგლებში – გავაუმჯობესებთ დეფიციტურს ან შევამცირებთ ჭარბს.

ზონირების მეთოდი ემყარება რესურსების შიდა მართვის ოპტიმიზაციისა და ადამიანის ენერგიის ხარჯვის შემცირების იდეას. სახლის გარშემო არსებული ძირითადი ზონიდან დაწყებული, ძირითადი ელემენტები და სისტემები მოთავსებულია 1-დან 5-მდე ზონებში საჭირო ვიზიტების, შენატანისა და შენახვის შესაბამისად.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები