ჩვეულებრივი ხეცოცია
(ჩვეულებრივი სინეგოგა)
Sittaeuropaea
აღწერა: სხეულის სიგრძე: 12-14 სმ. დამახასიათებელია სხეულის ზედა ნაწილის მოცისფრო-ნაცრისფერი შეფერილობა. წითური ქვედა მხარე და მოთეთრო ყელი; ნისკარტიდან თვალის გავლით კეფისკენ გასდევს შავი ზოლი.
ჰაბიტატი: ფოთლოვანი და შერეული ტყეები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, აპრილში ან მაისში დებს 7-8 კვერცხს.
კვება: მწერები
კრწანისის ტყე-პარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე
IUCN -ის სტატუსი: LC
ბოლოცეცხლა
Phoenicurus phoenicurus
აღწერა: სხეულის სიგრძე: 13-14 სმ; მამალს ყელი და სახე შავი აქვს; შავ შუბლზე ზემოდან აქვს თეთრი ლაქა, რომელიც გასდევს ყურის მფარავებამდე; სხეულის ზედა ნაწილი მონაცრისფროა, ქვედა- მოწითალო. დედალი შედარებით ღია ფერისაა. თეთრი თვალის რგოლით და შავი ყელის გარეშე.
ჰაბიტატი: ტყისპირები და მდელოები ბუჩქნარებითა და მაღალი ბალახეულით.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, ქვების გროვებში ან სახლის სახურავში. წელიწადში მრავლდება ორჯერ; პირველად- მაისში და მეორედ- ივნისის ბოლოს. დებს 5-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14-16 დღე გრძელდება.
კვება: მწერები და მათი ლავრები
კრწანისის ტყე-პარკში ყოფნის სტატუსი: მობუდარი
IUCN – ის სტატუსი: LC
ჩხიკვი (ჯაფარა)
Garrulus glandarius
აღწერა: სხეულის სიგრძე: 32-35 სმ, ფრთების შლილი: 54-58ს. დამახასიათებელია შავი ულვაში და სხეულის მოვარდისფრო ყავისფერი შეფერილობა; დიდი ფრთის მფარავები და კუდსზედა მფარავები თეთრია, მომქნევები და კუდი – მოშავო; მტევნის მფარავები – ცისფერი; ნისკარტი – შავი და ფეხები – მოვარდისფრო.
ჰაბიტატი: სხვადასხვა ტიპის ტყეები, ჭალები, ბაღები და ტყე-პარკები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხეზე. აპრილში და მაისში დებს 5-7 კვერცხს.
კვება: პატარა ზომის უხერხემლოები, მცენარის კენკრა და ნაყოფი.
კრწანისის ტყე-პარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე
IUCN – ის სტატუსი: LC
ოქროსფერი კვირიონი (კვირიონი)
Merops apiaster
აღწერა: სხეულის სიგრძე: 25-29სმ, ფრთების შლილი: 36-40 სმ; დამახასიათებელია სხეულის ნაირფერი შეფერილობა; ზურგი, კეფა, თხემი და ფრთის მფარავები წაბლისფერია; პირველი რიგის მომქნევები და სხეული ქვედა ნაწილი მოლურჯოა, ყელი ყვითელია, ნისკარტი და თვალზე გამავალი ზოლი – შავი, თვალი წითელია, კუდზე შუა ბუმბული წაგრძელებულია. ახალგაზრდა ფრინველი შედარებით ბაცია და ზემოდან მომწვანო ფერისაა.
ჰაბიტატი: მდინარეების თიხიანი და კლდიანი ნაპირები; თიხიანი და ქვიშიანი მშრალი ხევები და ქარსაცავი ზოლები გაშლილ ადგილებში.
ბუდობა: ბუდობს კოლონიებად; ბუდეს იკეთებს ფლატეებზე თავისივე გათხრილ სოროში. მაისში დებს 5-6 კვერცხს.
კვება: პატარა ზომის მწერები
კრწანისის ტყე-პარკში ყოფნის სტატუსი: გადამფრენი
IUCN -ის სტატუსი: LC
წყარო: კრწანისის ტყეპარკის ფრინველები
პუბლიკაცია მომზადდა შემდეგი პროექტების ფარგლებში
- „ტყისმდგრადიმართვასაქართველოში“ – ხორციელდება CENN-ისმიერ, ავსტრიისთანამშრომლობაგანვითარებისათვის (Austrian Development Cooperation) ფინანსურიმხარდაჭერით;
- პროგრამა ისწავლე, გაუზიარე, გააკეთე, ხორციელდება ამერიკის სატყეო სამსახურის (USFS) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით