რეკლამაspot_img

ყაზბეგის მარათონი

კოვიდ – 19 პანდემიის პირობებში ნებისმიერი აქტივობა, განსაკუთრებით  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ორმაგ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ, ყაზბეგის მარათონის ჩატარების თარიღის გამოცხადებისთანავე, მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდეობა საკმაოდ ბევრი იყო.

ყაზბეგის მარათონი – გარბენი, რომელიც 2010 წლიდან მორბენლების საყვარელი ღონისძიებაა,2020 წლის 6 სექტემბერს განახლებული ფორმატითა და მარშრუტით ჩატარდა კომპანია TrailLab-ის მიერ. 4 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა მონაწილეების ონლაინ რეგისტრაცია ბმულზე: https://tkt.ge/SkyRace.

TrailLab (თრეილლაბი) არის მორბენლების წამოწყება, რომელიც, ყაზბეგის მარათონის გარდა, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა მნიშვნელოვან სამთო გარბენს, როგორებიცაა: თბილისის სათავგადასავლო გარბენი და ლისის სამთო გარბენი. კომპანიის მიზანიასამთო სირბილისა და, ზოგადად, საქართველოს სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ.

წელს მორბენლებს განახლებული ბილიკი დახვდათ, რამაც გარბენი დაუვიწყარ სამთო თავგადასავლად აქცია. ციცაბო აღმართები, მაღალი მთები, შთამბეჭდავი ბუნება, მთის მდინარის კვეთა, ტექნიკური სექციები და მყინვარწვერისა და გერგეტის სამების გასაოცარი ხედები კი ამ თავგადასავლის შემადგენელი ნაწილი გახლდათ.

მთავარ, 18 კმ-იან დისტანციასთან (SkyRace) ერთად, იყოშედარებით მოკლე, 6.5 კმ – იანი „სახალისო გარბენი“ (Fun Run), რომლის დაფარვა ნებისმიერ მსურველს მარტივად, ხალისით შეეძლო. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მორბენლებს გადაეცათ პრიზები. სრულ დისტანციაზე მორბენლები მარათონის პარტნიორმა ორგანიზაციებმა  MPLUS, ROOMS HOTELS  და კომპანია ჯეოფილერმა დააჯილდოვეს. სახალისო დისტანციაზე მორბენლებს კი პრიზი გარბენის ორგანიზატორმა – კომპანია TrailLab გადასცა.

წელს გარბენს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე შეემატა – პირველად ქართული გარბენების ისტორიაში სამთო სირბილის საერთაშორისო ფედერაციამ (ITRA – International Trail Running Federation) დაასერტიფიცირა გარბენი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყაზბეგის მარათონი კიდევ უფრო პოპულარული გახდება პროფესიონალი და მოყვარული მორბენლების საერთაშორისო წრეებში, შესაბამისად, მეტ უცხოელ ტურისტსაც მოიზიდავს ქართულ ბილიკებზე.

ცოტა რამ მარათონის დისტანციების შესახებ:

  • Kazbegi Sky Race – 18კმ – 1,350 მეტრიანი ვერტიკალური დისტანციით გარბენი იწყება სტეფანწმინდაში. მორბენლები არბიან გერგეთის სამებასთან დაგანაგრძობენ ბილიკს საბერწის უღელტეხილისკენ, საიდანაც იწყება მყინვარწვერის ულამაზესი ხედები. რამდენიმე უმნიშვნელო აღმართ-დაღმართის შემდეგ, ზღვის დონიდან 3,000 მეტრზე მორბენლები მიადგებიან ალტიჰათს (Alti Hut), სადაც სპეციალურად მოწყობილ პუნქტზე შეძლებენ გაგრილებას და ენერგიის აღდგენას. აქედან კი უკვე ფინიშისკენ დაიწყებენ დაშვებას.
  • Kazbegi Fun Run – 6.5კმ, 525 მეტრიანი ვერტიკალური დისტანციით გარბენი იწყება სტეფანწმინდაში მთავარ (18კმ) გარბენთან ერთად და მდინარის ხეობის გავლით მიემართება გერგეტის სამებისკენ. ამ რთული აღმართის დაძლევაში მორბენლებს წინ გადაშლილი მყინვარის ხედები დაეხმარება. გერგეტის სამებაზე ასვლის შემდეგ კი მარშრუტი ტყის ბილიკებით ბრუნდება სტეფანწმინდაში ფინიშის ხაზზე.

გარბენის ოფიციალური პარტნიორები იყვნენ:

  • ალტიჰატი
  • მპლუსი
  • SiS
  • წყალი ბაკურიანი
  • ლუდსახარში ნატახტარი
  • პეპსი
  • რუმს ჰოტელი
  • ჯეოფილერი

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები