რეკლამაspot_img

თბილისის ურბანული ტყე

მცირე ზომის არქიტექტურულ-ფუნქციური ობიექტები და ელემენტები

თბილისის ურბანული ტყის კონცეფციის მთავარი შტრიხი – ველურ ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული სივრცე–ბუნებრივია თან სდევს მცირე ზომის არქიტექტურულ ობიეტების პროექტირებასაც. ხე და ქვა შეადგენს ძირითად მასალებს, რომლებიც გამოყენებულ იქნება აღნიშნული ობიექტების მოწყობისას.

ტერიტორიაზე დასაშვები ობიეტების პროექტირებისას გათვალისწინებული და შენარჩუნებული იქნა არსებული ობიექტები, გარდა საცეცხლეებისა, (აღსანიშნავია, რომ მთელ ტერიტორიაზე იკრძალება ცეცხლის დანთება).იმ ადგილებზე, სადაც უკვე არსებობს მცირე ზომის ობიექტები, ერთგვარი რეკომენდაციაა მათი შენარჩუნება, ხოლო ექსპლუატაციის ვადის გასვლის ან დაზიანების შემთხვევაში სასურველია ახალი ობიექტი შეირჩეს წარმოდეგნილი არქიტექტურული ობიექტების კატალოგიდან. არსებული რესურსების შეფასებისა და ტერიტორიის დათვალიერების საფუძველზე ახალი ობიექტებისთვის შეირჩა განთავსების არეალები. ადგილების გამოყოფის შემდეგ არეალები ფუნქციური მახასიათებლების (ხედი, მცენარეული საფარის არსებობა, რელიეფი, ჩიტებზე დაკვირვების წერტილები და სხვა) მიხედვით დაიყო და შეირჩა მცირე ზომის არქიტექტურული ობიექტები. მივიღეთ ძირითადი არქიტექტურული ობიექტების ნუსხა სხვადასხვა ალტერნატიული გამოსახულებით:

  1. ძელსკამი;
  2. გადმოსახედი;
  3. საჩრდილობელი;
  4. საპიკნიკე;
  5. დასაწოლი;
  6. ღია სივრცე ღონისძიებისთვის;
  7. ხიდი;
  8. ჩიტებზე დაკვირვების ქოხი.

ახალი ობიექტების პროექტირებისას პრიორიტეტი მიენიჭა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალას (რაც ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურის ფორმირებაში). დარგობრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტერიტორიაზე უნდა მოიჭრას დიდი რაოდენობით ხე (კერძოდ–ფიჭვი), რაც, შესაბამისი დამუშავების საფუძველზე, წარმოადგენს კარგ ბუნებრივ სამშენებლო მასალას. რთულ დახრილ რელიეფზე შესაძლებელია მოეწყოს ხის მორებიანი საფეხურები ან ნახევრად დამუშავებული ქვის საფეხურები.

A. ძელსკამი

B. გადმოსახედი

C. საჩრდილობელი

D. საპიკნიკე

D. საპიკნიკე

E. დასაწოლი

E. დასაწოლი

F. ღია სივრცე ღონისძიებებისთვის

G. ჩიტებზე დაკვირვების ქოხი

H. ხიდი

მსგავსი არქიტექტურით შესრულებული ადგილები განსაზღვრული იქნება დეტალური ლანდშაფტის დიზაინის პროექტის დამუშავებისას. სერვის ჰაბებისა“და მცირე გამტარობის შესასვლელებისთვის დამუშავდა საინფორმაციო დაფების ვარიანტის სპეციფიკაციები.

გარკვეულ ადგილებში შესაძლებელია მოეწყოს ხევებზე გადასასვლელი მცირე ზომის ხიდები, გადმოსახედები, მოსასვენებელი ძელსკამები. მნიშვნელოვანია, რომ ყველაზემოთ ჩამოთვლილი ობიექტისთვის გამოყენებული იქნას ერთი და  იგივე მასალა და სასურველია მსგავსი გამომხატველობის მქონე ხის ტიპი. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მოპოვებული მასალა არ იქნება საკმარისი მცირე ზომის ობიექტებისთვის, ან ვერ დააკმაყოფილებს საჭირო ხარისხს, შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა ალტერნატიული სუფთა, ნატურალური მასალით.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები