რეკლამაspot_img

არბორისტიკა – უცნობი, სახიფათო პროფესია

მე არბორისტი ვარ, ხის ქირურგი და მომვლელი. ჩემს ქვეყანაში ბევრს უყვარს ბუნება. ვფიქრობ, დაგაინტერესებთ ეს პროფესია.

მე ვუვლი ხეებს, ყველანაირს: ასაკოვანსა თუ ახალგაზრდას, ვსწავლობ მათ ბიოლოგიურ მდგომარეობას. სოკოვანი დაავადებების შემთხვევაში ვმკურნალობ ანვკვეთ დაზიანებულ ნაწილს. არბორისტიკა მეცნიერებაა, რომელიც ხისფიზიოლოგიას გასწავლის, შენ მის ყოველ ამოსუნთქვას, ტკივილსა და ბედნიერებას გრძნობ. არბორისტიკას თამამად გავაიგივებდი აღმზრდელთან, რომელიც ბავშვების ყველა ნაბიჯს სწავლობს და იმახსოვრებს. ცდილობს,რომ  წვლილი შეიტანოს მათ სწორ ჩამოყალიბებაში; იცის თითოეულის ხასიათი, ფიქრი თუ წუხილი. მეც ასე ვარ,  ჩემს ყველახეს თავიანთი სახელები აქვთ, ისინი ცოცხლები არიან, ყოველ ჩემს შეხებასადა მოფერებას პატარა ბავშვებივით სიხარულით იღებენ.

ერთ კონკრეტულ ექიმს ჰყავს ათობით პაციენტი, რომელთაც ვერ უმკურნალებს ერთი დანიშნულებით. ექიმი ყოველ პაციენტს ინდივიდუალურად სწავლობს და დანიშნულებას მის ორგანიზმზე მორგებით გასცემს. ასევე ვართ ჩვენ, არბორისტები. ვსწავლობთ თითოეულ ხეს, შემდეგ ვიწყებთ მკურნალობას სიცოცხლის მაქსიმალურად გახანგრძლივების მიზნით.

არბორისტს სხვადასხვა უნარი აქვს:

  • კარგად იცის თითოეული ხის თვისება და სახეობა. ამის საფუძველზე სამუშაო გეგმა ხორციელდება უფრო სწრაფად;
  • შესანიშნავად ფლობს არბორისტიკულ აღჭურვილობას. განსაკუთრებით მაშინ როდესაც 30 მეტრზე და მეტ სიმაღლეზე უწევს სამუშაოს შესრულება, რადგან უსაფრთხოების ზომების დარღვევამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს;
  • მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები არასტანდარტულ სიტუაციებში.

ამ პროფესიას გერმანიაში, ნიურბერგის არბორისტიკის პროფესიულ სკოლაში ვეუფლებოდი. ხოლო, შემდგომში თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ საკვალიფიკაციო სამუშაოებს ვასრულებდი ცნობილ არბორისტ ოლაფ დე ფრისთან (Olaf De Vries),  – არბორისტთა უმაღლესი საფეხურის წარმომადგენელი. შევისწავლე არბორისტიკა, დენდროლოგია, ენტომოლოგია, ბოტანიკა და ფიტოპათოლოგია.15 წელი ვიმუშავე ამ სპეციალობით სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ: გერმანიაში, საბერძნეთსა და იტალიაში.

2 წლის წინ დავბრუნდი სამშობლოში. მიზანი ერთი მაქვს – ჩემი ცოდნით ქვეყანას გამოვადგე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში კვალიფიციური და სერტიფიცირებული არბორისტი ფაქტობრივად არ არსებობს, დავაარსე კომპანია შ.პ.ს „პროფესიონალ არბორისტთა ჯგუფი ხის მოვლისათვის საქართველოში“ და სამუშაოებს შევუდექი. ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, წინანდლის ბაღის მაღალტანიან და მრავალსაუკუნოვან უნიკალურ ხეებს ვუვლი. ასევე, თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებულ ხეებთან ურთიერთობის ბედნიერებაც მაქვს. კერძო შეკვეთების სიმრავლე მაძლევს საფუძველს თამამად ვთქვა – ქართველი ხალხი საკუთარ ბაღებში არსებულ ხეებსუვლის.

ურბანულ ტერიტორიებზე დარგვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხის სახეობების სწორად შერჩევას, რომელთაც შემდგომ მუდმივი მონიტორინგი და სათანადო მოვლა ჭირდება. ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხეები, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლია არბორისტს, ხშირ შემთხვევაში საფრთხის შემცველი ხდება ადამიანებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის. არბორისტიკული მომსახურებით შესაძლებელია მძიმე ტექნიკის გარეშე მიუდგომელ ადგილებში ხეების უსაფრთხოდ სხვლა, ფორმირებითი სამუშაოების ჩატარება, ტოტებისა და ხის ფიქსაცია, კონტროლი და უკიდურეს შემთხვევაში მისი მოჭრა.

არბორისტიკა – ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომლისმიზანი ხეების მკურნალობა, დაზიანებული ან დაავადებული ნაწილების მოცილებაა.

არბორისტი – ხის ქირურგი, მომვლელი, რომლის ამოცანა ხეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები