ალგეთის ეროვნული პარკი ზ.დ-დან 1100-1950 მ-ის სიმაღლეზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ალგეთის ხეობის თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს მოიცავს. ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაა დაღარული, უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000 მ).
ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმოსავლური ნაძვისა და კავკასიურისოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007 წელ სალგეთს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი.
ალგეთის ეროვნული პარკი ხასიათდება ნოტიო კლიმატით. ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული ხანგრძლივიდა თბილი იცის. ალგეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 6822 ჰექტარია, აქედან 6044 ჰა ტყითაა დაფარული(ნაძვნარი, წიფლნარი, მუხნარი, ფიჭვნარი, რცხილნარი, იფნარი, არყნარი). აქსოკოების 250 სახეობაა გავრცელებული, მათგან 10 სახეობა პირველად იქნა აღმოჩენილი.
პარკში მცენარეთა 1664 სახეობაა, აქედან 3 სახეობა საქართველოსა და კავკასიის ენდემია.
მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან ეროვნულ პარკში გვხვდება მურა დათვი და მგელი, იშვიათად- ფოცხვერიც, ტყისკვერნა, ციყვი, ძილგუდა, კურდღელი, მელა, გარეული ღორი. შველი ამ ტყეების მუდმივი ბინადარია.
ალგეთის მკვიდრები არიან: სპილენძა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, ველის გველგესლა და ცხვირქოსანი გველგესლა.
ალგეთის ხეობაში 80-ზე მეტი სახეობის ფრინველს შეხვდებით, რომელთა შორისაა: ქორი, მიმინო, კაკაჩა, მდელოს ძელქორი, ჭოტი, ყაპყაპი, ოფოფი, შავი კოდალა, მერცხალი, შაშვი, ჩხიკვი, წიწკანა, ჭინჭრაქა, ჩიტბატონა და სხვა. ხეობაში ძალზე იშვიათად შესაძლებელია ბექობის არწივის ნახვაც.
აქ ბინადრობენ საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგი ცხოველები: მურა დათვი, კავკასიური როჭო, ბექობის არწივი და სხვა.
ეროვნული პარკის მთავარი შესასვლელი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან მდებარეობს. აქედანვე იწყება ტურისტული ბილიკი ,,სამეფო ქედი“. მარშრუტი დაბა მანგლისიდან საპიკნიკე ადგილის მიმართულებით, მართალხევის გავლით, სოფ. დიდ ნამტვრიანამდე მიდის და სამეფო ქედით უკან, მანგლისში ბრუნდება. ბილიკზე არსებული გადმოსახედებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები.
ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში შესაძლებელია როგორც გიდის, ასევე ცხენების დაქირავება და ეროვნული პარკის სრულყოფილად დათვალიერება. პარკი ვიზიტორებისთვის ღიაა წელიწადის ნებისმიერ დროს. თუმცა გადაადგილება დროებით შეიძლება შეიზღუდოს ზამთრის უამინდობის განმავლობაში.
სამეფო ქედი
მარშრუტი დაბა მანგლისიდან იწყება და საპიკნიკე ადგილის მიმართულებით, მართალხევის გავლით, სოფ. დიდ ნამტვრიანამდე გრძელდება, საიდანაც სამეფო ქედით, უკან, მანგლისში ბრუნდება. ბილიკზე არსებული გადმოსახედებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები. ბილიკზე მოგზაურობისას შეიძლება ნახოთ: შველი, კურდღელი, გარეული ღორი და რამდენიმე სახეობის გარეული ფრინველი.
ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ უხვადაა ის ტორიულ-კულტურული ძეგლები:
- დიდგორის ველი, სადაც 1121წ. მოხდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ბრძოლა მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დაბა მანგლისიდან 25 კმ-ში, მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით.
- არსენას გამოქვაბული არსენას გამოქვაბული მდებარეობს ალგეთის ეროვნულ პარკში დაბა მანგლისიდან 1 კმ-ში, ლეგენდის მიხედვით, აღნიშნული ძეგლი წარმოადგენდა სახალხო გმირის, არსენა ოძელაშვილის, ერთ-ერთ თავშესაფარს, მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ფეხით.
- მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია მდებარეობს დაბა მანგლისის განაპირას, ეროვნული პარკის მთავარ შესასვლელთან და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მართლმადიდებლურ ტაძარს საქართველოში, რომელიც ჯერკიდევ IV საუკუნეშია აგებული. მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით.
- კლდეკარის ციხე–სიმაგრე –შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე მდებარეობს ალგეთის ეროვნულ პარკში, დაბა მანგლისიდან 25 კმ-ში. ეროვნული პარკის გავლით ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით, ხოლო წალკის რაიონიდან სოფელ ჩოლიანის გავლით –ნებისმერიტრანსპორტით.
- ბირთვისის ციხე–სიმაგრე წარმოადგენს XI საუკუნის ძეგლს და მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დაბა მანგლისიდან 30კმ-ში. დაბა მანგლისიდან მიუყვებით გზას სოფელ ფარცხისის მიმართულებით, ხოლო იქიდან აღმოსავლეთით, 7კმ-ში, მდებარეობს აღნიშნული ძეგლი. მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით ბირთვისების მიმდებარედ, ხოლო იქიდან–საცალფეხო ბილიკით ბირთვისის ციხე-სიმაგრისკენ