რეკლამაspot_img

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

2020 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 7 009 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითიზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 7 009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 416 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
ყველაზე მეტი ფაქტი უკანონო ტყით სარგებლობას ეხება – დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყით სარგებლობის 1529, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის 1247, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და 84 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
1 წლის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ნარჩენების მართვის კოდექსის 1379, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 803, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 651, წიაღის უკანონო მოპოვების 410, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 135, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 123, სხვადასხვა ლიცენზიანტის მხრიდან ლიცენზიის პირობების დარღვევის 50 ფაქტი.
აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 314 ფაქტია გამოვლენილი.
სამოქმედო ტერიტორიაზე, ყველაზე მეტი – 1 655 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლენილია 1476 ფაქტი,
კახეთში- 1 358, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 607, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 590, სამცხე-ჯავახეთში – 474, ქვემო ქართლში – 444 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 24 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 381 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 27 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
1 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ 2 898 407 ლარი შეადგინა; სამართალდამრღვევების მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა კი – 4 მილიონ ლარს აღემატება.

2020 წლის 1 იანვრიდან 31დეკემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თაობაზე შემოსულია 2 798 შეტყობინება, რომლებზეც განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები